პოლარიზაციის დასრულება საქართველოში ნაკლებად სავარაუდოა - ღარიბაშვილი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
ევროკომისიამ საქართველოსთვის „ევროპული პერსპექტივის" რეკომენდაცია გასცა.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეჭვი ეპარება, რომ ამჟამინდელ პოლიტიკურ გარემოში შესაძლებელია პოლარიზაციის დასრულება, რაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად არის საჭირო.
ევროკომისიის რეკომენდაციაა – ევროკავშირმა საქართველოს მიანიჭოს „ევროპული პერსპექტივა" და დაელოდოს, რომ ქვეყანამ კონკრეტული 12 პირობა შეასრულოს. ამ პირობებს შორისაა პოლარიზაციის პრობლემის გადაჭრა საზოგადოებაში, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ილუზია არ გვაქვს, რომ პოლარიზაციის დასრულებას შევძლებთ. ვუყურებთ, რომ ეს ადამიანები (ოპოზიციონერები) ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რათა ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია", – განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.

ოპოზიციამ ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა იმას, რომ ევროკომისიამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია მისცა მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას. ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ ქვეყნისთვის რეკომენდებული „ევროპული პერსპექტივა" უკვე არის წარმატება. მათ ოპოზიციის ნაწილს ბრალი დასდეს იმაში, რომ ისინი, ევროკავშირის დროშას ამოფარებულები, ხელს უშლიდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციას.
„ყველაზე პოზიტიური რაც მოხდა, ევროპამ პირველად აღიარა საჯაროდ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ანუ ევროპამ კარი გაუღო საქართველოს. ეს მოსალოცი გადაწყვეტილებაა. ამ პროცესს ვერავინ შეაჩერებს. ეს არის შეუქცევადი პროცესი და ეს პროცესი ჩვენ გავხადეთ შეუქცევადი", – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა „ფარდა ახადა“: ვინ განაწყობდა დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ>>
ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება, არ მისცეს ჯერჯერობით საქართველოს კანდიდატის სტატუსი, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლო იყო.
„მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ დღეს მსოფლიოში არის ძალიან რთული ვითარება. ამ ვითარებაში ჩვენი პატარა ქვეყანა სწორი, პრაგმატული, ეროვნული პოლიტიკით ინარჩუნებს მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ განვითარებას. დღეს ჩვენი თითოეული გამოსვლა, სიტყვა ემყარებოდა მხოლოდ ფაქტებს", – განაცხადა პრემიერმა.
ამასთან, მან კვლავ ბრალი დასდო ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციულ მოქმედებებში – საქართველოში არეულობების მოწყობის, დესტაბილიზაციისა და ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში.

„როცა გინდა ეს პატარა ქვეყანა ჩართო პროვოკაციასა და ომში, ეს, რა თქმა უნდა, არის მტრობა, ღალატი ჩვენი ქვეყნის და ხალხის. ამიტომ ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ „ქვეყანაში არ იქნება ომი, არც მეორე ფრონტი, არც მესამე ფრონტი, ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება".
პრემიერის თქმით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდება ევროკავშირის გადაწყვეტილება საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით, მთავრობა და პარლამენტი უნდა იყვნენ მობილიზებული და განაგრძონ რეფორმების მშვიდობიანად, გონივრულად გატარება.
ღარიბაშვილი: თუ ვინმე იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, ეს საქართველოა>>
გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მიიღებენ თუ არა საქართველო, უკრაინა და მოლდოვა კანდიდატის სტატუსს, ევროკავშირის სამიტზე 23-24 ივნისს მიიღებენ. ქვეყანას სტატუსი მიენიჭება, თუ ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა იქნება ამის მომხრე.
ყველა ახალი ამბავი
0