https://sputnik-georgia.com/20220622/premier-ma-farda-axada-vin-ganawyobda-dasavlets-saqartvelos-winaarmdeg-267741316.html
პრემიერმა „ფარდა ახადა“: ვინ განაწყობდა დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ
პრემიერმა „ფარდა ახადა“: ვინ განაწყობდა დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ
Sputnik საქართველო
ღარიბაშვილის თქმით, არახამია საჯაროდ გამოდიოდა ისეთი ბრალდებებით საქართველოს მისამართით, თითქოს ის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
2022-06-22T19:05+0400
2022-06-22T19:05+0400
2022-06-22T22:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251976367_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_65b6cafe68c6d262bd20d855304fe7b0.jpg
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ოპოზიციონერები და უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი დასავლეთს არწმუნებდნენ, არ მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, გაუხსნას საქართველოს „ევროპული პერსპექტივა", უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.მისი თქმით, არახამია საჯაროდ გამოდიოდა ბრალდებებით საქართველოს მისამართით, თითქოს ის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.„ბრალი დაგვდეს მათმა (ოპოზიციის) პარტნიორებმა უკრაინაში, მათმა მეგობრებმა საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არცერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ. ეს არის ქვეყნის მტრობა და სად არის თქვენი რეაქცია, თქვენი პატრიოტობა?!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/09/251976367_21:0:1160:854_1920x0_80_0_0_6f7cd4c6eb5df645ac424297fb13575e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო დასავლეთი არახამია ოპოზიცია
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველო დასავლეთი არახამია ოპოზიცია
პრემიერმა „ფარდა ახადა“: ვინ განაწყობდა დასავლეთს საქართველოს წინააღმდეგ
19:05 22.06.2022 (განახლებულია: 22:50 22.06.2022) ღარიბაშვილის თქმით, დავით არახამია საჯაროდ გამოდიოდა ბრალდებებით საქართველოს მისამართით, თითქოს ის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველი ოპოზიციონერები და უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია იმაში დაადანაშაულა, რომ ისინი დასავლეთს არწმუნებდნენ, არ მიანიჭოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ევროკომისიამ გასულ კვირაში უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, გაუხსნას საქართველოს „ევროპული პერსპექტივა", უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
„ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და მათი (ოპოზიციის) პარტნიორი, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, ეს ვიცი ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრებისა და კოლეგების მხრიდან, რომელიც დაჟინებით ითხოვდა, არ მიეღო საქართველოს კანდიდატის სტატუსი, თქვენთან ერთად, ძვირფასო ოპონენტებო, იყო უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელი, ბატონი არახამია, რომელიც თქვენი მეგობარია“, – მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.
მისი თქმით, არახამია საჯაროდ გამოდიოდა ბრალდებებით საქართველოს მისამართით, თითქოს ის ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
„ბრალი დაგვდეს მათმა (ოპოზიციის) პარტნიორებმა უკრაინაში, მათმა მეგობრებმა საჯაროდ, თითქოს ჩვენ, მთავრობა ვავალებთ სპეცსამსახურებს და ვეხმარებით რუსულ სანქცირებულ კომპანიებს. დღემდე არცერთი ფაქტი არ წარმოგიდგენიათ. ეს არის ქვეყნის მტრობა და სად არის თქვენი რეაქცია, თქვენი პატრიოტობა?!“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.