დასავლეთ საქართველოში ექვსი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

© Department of Environmental Supervisionხის სახერხი საამქრო
ხის სახერხი საამქრო - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2022
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ხეტყის უკანონო ჭრასთან ბრძოლას.
თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ქვეყნის ორ რეგიონში – იმერეთსა და სამეგრელო–ზემო სვანეთში ექვსი უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
არარეგისტრირებული სახერხი საამქროები მოქალაქეებს საკარმიდამო ეზოებში ან სპეციალურად მოწყობილ შენობებში ჰქონდათ დამონტაჟებული.
სამართალდარღვევები გამოვლინდა ხონის, ტყიბულის, ხარაგაულის, ჭიათურის, მარტვილის მუნიციპალიტეტებში.
ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის სამსახურებს.
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხე-ტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის უკანონო ჭრა - საქართველოს რომელ რეგიონში გამოვლინდა ყველაზე მეტი შემთხვევა>>
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის 26 ობიექტია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.
შესაბამისად, ეტაპობრივად აიკრძალება ე.წ. სოციალური ხეტყის გაჩეხა, როდესაც რეგიონების მაცხოვრებლებს შეეძლოთ ლიცენზიის აღება ხეტყის გაჩეხაზე გათბობის ან სხვა სოციალური და საყოფაცხოვრებო საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
ვარკეთილის პარკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ათმაგდება
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა, ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხე-ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
განსაკუთრებით მდიდარი და მრავალფეროვანია დასავლეთ საქართველოს ტყეები. ზღვის დონიდან 1000-1200 მეტრ სიმაღლეზე მდებარე ტყეებში ფართოფოთლოვანი ჯიშები დომინირებს – მუხა, რცხილა, წაბლი, ნეკერჩხალი, წიფელი და სხვ.
ყველა ახალი ამბავი
0