https://sputnik-georgia.com/20220530/tbilissi-mwvane-nargavebis-dazianebaze-jarimebi-atmagdeba-266974627.html
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ათმაგდება
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ათმაგდება
Sputnik საქართველო
რეგულაციები მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო მკაცრდება. 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T11:29+0400
2022-05-30T11:29+0400
2022-05-30T16:52+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
გარემოს დაცვა და ეკოლოგია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266659811_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_59b1023467836327cd7d476ee984e799.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმა 5 ათას ლარამდე გაიზრდება.საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დღეს არის დაგეგმილი.კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხა ან გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, ამჟამინდელი 500 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ათასი ლარით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმა 10 ათასი ლარი გახდება, ახლანდელი 1.000 ლარის ნაცვლად.გარდა ჯარიმების გაზრდისა, გათვალისწინებულია სამართალდარღვევის ახალი სახის შემოღება – 10 ათასი ლარით დაისჯება ის უფლებამოსილი პირი, ვინც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორ დასკვნას გასცემს. განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში კი საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარ გააგრძელებს ამ სფეროში მუშაობას.თბილისში ხის უკანონოდ მოჭრისთვის ჯარიმა გაიზრდება: კალაძის ინიციატივა>>აღნიშნული ტიპის სამართალდარღვევიდან თბილისის მუნიციპალიტეტში ჯარიმების სახით 2021 წელს შესულია 70 ათას ლარამდე, ხოლო 2022 წელს – უკვე 44 ათას ლარზე მეტი.აღნიშნულის გარდა, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო მოჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება, ხოლო მშენებლობის პროცესში ნარგავის ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.მწვანე ნარგავების დაზიანებაზე სასჯელის გამკაცრება მაისის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დააანონსა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/10/266659811_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6c0e85a9e8e5d13e8147d2d28b68856d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, გარემოს დაცვა და ეკოლოგია
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმები ათმაგდება
11:29 30.05.2022 (განახლებულია: 16:52 30.05.2022) რეგულაციები მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო მკაცრდება.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. დედაქალაქში მწვანე ნარგავების დაზიანებაზე ჯარიმა 5 ათას ლარამდე გაიზრდება.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს, პარლამენტში ბიუროს სხდომაზე დღეს არის დაგეგმილი.
კანონპროექტის მიხედვით, თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხა ან გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა, ამჟამინდელი 500 ლარის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 5 ათასი ლარით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში კი ჯარიმა 10 ათასი ლარი გახდება, ახლანდელი 1.000 ლარის ნაცვლად.
გარდა ჯარიმების გაზრდისა, გათვალისწინებულია სამართალდარღვევის ახალი სახის შემოღება – 10 ათასი ლარით დაისჯება ის უფლებამოსილი პირი, ვინც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე არასწორ დასკვნას გასცემს. განმეორებით არასწორი დასკვნის წარდგენის შემთხვევაში კი საქმიანობის უფლება საერთოდ შეუჩერდება და ვეღარ გააგრძელებს ამ სფეროში მუშაობას.
აღნიშნული ტიპის სამართალდარღვევიდან თბილისის მუნიციპალიტეტში ჯარიმების სახით 2021 წელს შესულია 70 ათას ლარამდე, ხოლო 2022 წელს – უკვე 44 ათას ლარზე მეტი.
აღნიშნულის გარდა, იმ ადგილებზე, სადაც განხორციელდა მწვანე ნარგავის უკანონო მოჭრა, აიკრძალება შენობის განთავსება, ხოლო მშენებლობის პროცესში ნარგავის ნებისმიერი მექანიკური დაზიანებისას პასუხისმგებლობა ნებართვის მფლობელს დაეკისრება.
მწვანე ნარგავების დაზიანებაზე სასჯელის გამკაცრება მაისის დასაწყისში თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დააანონსა.