ზაფხული და გადამდები დაავადებები - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გაფრთხილება

© photo: Sputnik / Nina Zotina / გადასვლა მედიაბანკშიხელის დაბანა
ხელის დაბანა - Sputnik საქართველო, 1920, 22.06.2022
გამოწერა
ზაფხულის სეზონი არა მხოლოდ სასიამოვნო დასვენების დროა, არამედ საკმაოდ სახიფათოც ორგანიზმისთვის.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა დაავადებათა სია, რომლებითაც ადამიანები ყველაზე ხშირად ავადმყოფობენ ზაფხულობით, და მოქალაქეებს რჩევები გაუზიარა.
ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევათა რაოდენობა. საქართველოში მრავალწლიანი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამ პერიოდზე მოდის წელიწადში დიარეით გამოხატული დაავადებების რეგისტრირებულ შემთხვევათა 50%-ზე მეტი. რეგისტრირებულ შემთხვევათა უდიდესი წილი (60-65%) ბავშვთა ასაკზე მოდის.
ეს უკავშირდება ხელების ჰიგიენას, პროდუქტების შენახვის წესების დარღვევას, სიცხეში მიკრობების გაძლიერებას.
რა უნდა ვიცოდეთ დაავადების თავიდან ასაცილებლად
წყალსადენში წყლის წყვეტილი მიწოდებისას მიწოდების აღდგენის შემდეგ წყალმა სასურველია იდინოს 10 წუთი მაინც და მხოლოდ შემდეგ გამოიყენოთ სასმელად ან საკვების მოსამზადებლად; არ გამოიყენოთ არაცენტრალიზებული სისტემით მოწოდებული წყალი სასმელად 1-2 წუთიანი წამოდუღების გარეშე, გადადუღებული წყალი სასმელად ვარგისია 24 საათის განმავლობაში;
შეგროვილი სასმელი წყალი შეინახეთ სუფთა, თავდახურულ რეზერვუარში და არ გამოიყენოთ წყლის შესანახი ჭურჭელი სხვა სითხეების შესანახად;
© Sputnik / Alexander Imedashviliდამსვენებლები ლისის ტბაში
Отдыхающие купаются в озере Лиси - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
დამსვენებლები ლისის ტბაში
წყალსატევებში ბანაობისას ან თევზჭერისას არ ჩაყლაპოთ წყალი – ეს შეიძლება გახდეს დიარეით ან ლეპტოსპიროზით დაავადების მიზეზი;
მოხმარების წინ ცხოველური წარმოშობის საკვები, ფრინველის, ღორისა და საქონლის ხორცი, თევზი, კვერცხი კარგად უნდა შეწვათ ან მოხარშოთ;
მომზადებული საკვების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით მაცივარში ცალკე თაროებზე და სხვადასახვა სახის კონტეინერებში უნდა შეინახოთ უმი და მოხარშული პროდუქტები; აუცილებელია უმი და მოხარშული პროდუქტისთვის (ცალ-ცალკე ხორცის, თევზისა და ბოსტნეულისთვის) გამოიყენოთ სხვადასხვა დასამუშავებელი დაფები;
ეცადეთ არ მიიღოთ უმი, ჭუჭყიანი, გაბზარული, ნახევრად მოხარშული, ან სანახევროდ შემწვარი კვერცხი, აგრეთვე გოგლი-მოგლი ან სახლში დამზადებული ნაყინი; არ მიიღოთ აუდუღარი რძე და რძის პროდუქტები; სალათები მაიონეზით ან არაჟნით უნდა შეიკაზმოს უშუალოდ სუფრაზე მიტანის წინ;
ზაფხული მზის დამწვრობის გარეშე - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები>>
ზაფხულის პერიოდში სასურველია თავი შეიკავოთ მოხარშული და ათქვეფილი ნაღებით მომზადებული ტორტების და კრემიანი ნამცხვრების მოხმარებისგან, ან/და მათი მომზადებისას გამოიყენოთ მხოლოდ დაუზიანებელი, სუფთა ნაჭუჭიანი კვერცხი და ისეთი პროდუქტები, რომელთა შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადები დაცულია; თუ მაინც გადაწყვეტთ ზაფხულის პერიოდში კრემიანი ნამცხვრებისა და ტორტების საკვებად გამოყენებას, გახსოვდეთ, რომ მათი შენახვა შეიძლება 00C -80C ტემპერატურაზე დამზადებიდან არაუმეტეს: ცილოვანი კრემებით და ხილით გაწყობილი - 72 საათით; ნაღების კრემით - 36 საათით; მოხარშული კრემით - 6 საათით; ათქვეფილი ნაღებით - 7 საათით;
© Sputnik / Alexander Imedashviliშოკოლადის ტორტი
Шоколадный торт - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
შოკოლადის ტორტი
დაუშვებელია დიარეის (ფაღარათის) მქონე პირების მონაწილეობა საკვების მომზადებაში;
ბალახის ხმობის პერიოდში (ჩვეულებრივ აგვისტოში) მატულობს ცხოველების, განსაკუთრებით მსხილფეხა საქონლის ჯილეხით დაავადების ალბათობა და, შესაბამისად, ადამიანთა დასენიანების საფრთხეც. ცხოველების დაკვლა უნდა მოხდეს ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ, დაუშვებელია დაცემული ან/და ავადმყოფი ცხოველების დაკვლა-გატყავება. არ შეიძინოთ არასამაცივრო პირობებში და არასათანადო ადგილებში შენახული ხორცი.
ლეიშმანიოზი
ლეიშმანიოზით (ლეიშმანიოზის რეზერვუარი ბუნებაში ძირითადად ავადმყოფი ძაღლებია) დასნებოვნების რისკის შემცირების მიზნით აუცილებელია გადამტანებისგან (ფლებოტომუსები) თავის დაცვა, განსაკუთრებით შებინდებისას. დაავადებულ ძაღლთა უმრავლესობას სცვივა ბეწვი, უვითარდება წყლულები თავსა და სხეულზე, ექერცლება კანი (განსაკუთრებით თვალების გარშემო), უვითარდება კერატიტი და კონიუნქტივიტი.
ახალგაზრდა ცხოველში დაავადება სწრაფად მიმდინარეობს და ხშირად სიკვდილით მთავრდება, ზრდასრულ ძაღლში კი დავადების კლინიკა წაშლილია. აღწერილია უსიმპტომო მტარებლობაც. ვისცერული ლეიშმანიოზით დაავადებული ძაღლების მკურნალობის ეფექტური საშუალება ჯერჯერობით არ არსებობს, ამიტომ ეპიდემიოლოგიური საშიშროების გამო სასურველია დაავადებული ძაღლის ევთანაზია.
© photo: Sputnik / Stringerქუჩის ძაღლები
Бездомные собаки - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
ქუჩის ძაღლები
საქართველოში ადამიანებში, განსაკუთრებით კი სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ლეიშმანიოზი ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ჩვენთან გავრცელებულია პროგნოზის თვალსაზრისით შედარებით უფრო კეთისაიმედოდ მიმდინარე, ვისცერული ლეიშმანიოზი, ხოლო კანის ლეიშმანიოზი ერთეული შემთხვევების სახით გვხვდება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ, განხორციელებული ეპიდემიოლოგიური და ენტომოლოგიური კვლევების მონაცემების მიხედვით, ბოლო 5 წელიწადია ლეიშმანიოზის გავრცელების არეალი ნელ-ნელა ფართოვდება. 2021 წელს თბილისის, კახეთის, ქუთაისის, ქვემო ქართლის ლეიშმანიოზის აქტიურ კერებს გარდა, სამცხე-ჯავახეთშიც პირველად დადასტურდა ლეიშმანიოზის გადამტანი ფლებოტომუსების არსებობა.
მალარია
მალარია საქართველოსთვის ისტორიულად ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად ერთ-ერთ უძველეს დაავადებათა ჯგუფს ეკუთვნის. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად მალარიით ავადდება 350-500 მილიონამდე ადამიანი და მათგან 1–1,3 მილიონი (უმეტესად 5 წლამდე ბავშვები) ამ დაავადებისგან კვდება.
საქართველოში კოღოების აქტიურობის სეზონი იწყება აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისიდან და თითქმის ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება, ხოლო ფლებოტომუსების აქტიურობა იწყება ივნისის ბოლო კვირას ან ივლისის დასაწყისში და მთავრდება სექტემბრის შუა რიცხვებში. ამ მწერთა პოპულაციური რიცხოვნობის მაღალი პიკი ფიქსირდება ივლისის შუა რიცხვებში, რომელიც კლებას იწყებს აგვისტოს მეორე ნახევრიდან.
© photo: Sputnik / Oleg Lastochkin / გადასვლა მედიაბანკშიკოღო
Кровососущий комар - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
კოღო
მალარია მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენს. გლობალური კლიმატური ცვლილებებისა და სულ უფრო მზარდი მიგრაციის ფონზე სულ უფრო მეტი ქვეყნის წინაშე დგება მალარიის პრობლემა.
მალარია უმრავლეს შემთხვევაში ვლინდება გამოხატული ციებ-ცხელების პერიოდით ე.წ. მალარიული შეტევებით (პაროქსიზმები). ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა მერყეობს 8-30 დღემდე და დამოკიდებულია: მალარიის პლაზმოდიების სახეობაზე, პაციენტის ასაკზე, იმუნურ სტატუსზე და სხვ. სამდღიური მალარიის დროს არის შემთხვევები, როცა დაავადების კლინიკა ვლინდება ხანგრძლივი 6-12 თვიანი ინკუბაციური პერიოდის შემდეგ.
კოღოს „სიყვარულის“ ობიექტი - რა ნიშნით არჩევს ის თავის მსხვერპლს>>
ციებ-ცხელების დაწყებას წინ უსწრებს პროდრომალური პერიოდი: დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, მადის დაკარგვა. მალარიული შეტევები მეორდება ყოველ 48 საათში სამდღიური და ტროპიკული მალარიის დროს და ყოველ 72 საათში ოთხდღიური მალარიის დროს.
ტკიპა
გაზაფხული–ზაფხული ტკიპების აქტივობის ზრდის პერიოდია. ტკიპები შეიძლება იყოს ისეთი დაავადებების გადამტანი, როგორიცაა ყირიმი-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, ბორელიოზი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი. ბუნებაში ყოფნისას ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ჩაცმულობას. უმჯობესია სხეული დაფარული იყოს ტანსაცმლით სრულად, იმგვარად, რომ ტკიპას არ მიეცეს საშუალება იოლად მოხვდეს სხეულზე.
© photo : Pixabay / Nicooografieტკიპა
Опасные клещи - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
ტკიპა
გახსოვდეთ! ყველა ტკიპა არაა ინფიცირებული, თუმცა თუ ის აღმოაჩინეთ სხეულზე, ყურადღებით იყავით საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ! თუ მომდევნო ორი კვირის მანძილზე შენიშანავთ ნაკბენის ადგილზე გაწითლებას ან აგიწევთ სიცხე, მიმართეთ ექიმს და განუმარტეთ, რომ განსაზღვრულ პერიოდში გქონდათ ტკიპასთან კონტაქტი.
ტკიპის, კოღოს, მოსკიტის ნაკბენი: ის, რაც უნდა ვიცოდეთ მწერების მიერ გადამტან დაავადებებზე>>
გველები
უდაბნოში, ნახევრად უდაბნოში, ველურ ტერიტორიებზე ლაშქრობისას გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ზოგიერთ ტერიტორიაზე ბინადრობს ორი სახეობის შხამიანი გველი, თუმცა ისინი აგრესიულები არ არიან და თუ სტანდარტული სიფრთხილის ღონისძიებებს დაიცავთ, თავს არ დაგესხმიან.
© photo: Sputnik / Lev Ustinov / გადასვლა მედიაბანკშიშხამიანი გველი გიურზა
Ядовитая змея гюрза - Sputnik საქართველო, 1920, 21.06.2022
შხამიანი გველი გიურზა
მაგრამ თუ მაინც მოხდა ადამიანის დაკბენა გიურზასა და ცხვირრქოსანი გველგესლას მიერ, გახსოვდეთ, რომ თითოეულ რაიონულ ცენტრსა და ყველა დიდ ქალაქში არის გველის საწინააღმდეგო პრეპარატების მარაგი. სასწრაფოდ მოახდინეთ დაზარალებულის ევაკუაცია უახლოეს რაიონულ ცენტრამდე ადეკვატური სამედიცინო დახმარების მისაღებად.
ყველა ახალი ამბავი
0