https://sputnik-georgia.com/20220621/jandacvis-saministro-wamlis-fasis-regulirebis-meqanizmis-danergvaze-musaobs-267706472.html
ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს
ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს
Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.
2022-06-21T19:54+0400
2022-06-21T19:54+0400
2022-06-21T23:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_0:93:1763:1085_1920x0_80_0_0_4885f8d8b74984ac387e51c38a685a46.jpg
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა მედიკამენტების გაიაფების მექანიზმები განიხილეს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.შედარების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: ყველა მწარმოებელი არეგისტრირებს ქვეყანაში მედიკამენტის ფასს, ხოლო სახელმწიფო რეგულატორს, სხვა ქვეყნებში ფასების შედარების შედეგად, შეუძლია განსაზღვროს ბაზარზე ასაღები ფასის ზღვარი და აუკრძალოს ვაჭრებს მისი გადაცილება.მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს. მათ სამინისტროს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ცვლილებების დანერგვის საკუთარი ხედვა გაუზიარეს.მინისტრმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებს გააცნო რეფორმები, რომლებიც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის ტარდება. აზარაშვილმა აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, ამოქმედდა წამლის ჯენერიკული დანიშნულების გაცემის წესი.წამლებზე ფასნამატი საქართველოში 1.000%-ს აღწევს – ლექვინაძე >>ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჯენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის შედეგად აღმოიფხვრება რისკები, რომლებიც უკავშირდება მედიკამენტების არაკეთილსინდისიერ დანიშვნას ექიმების მხრიდან, რომლებიც ხშირად იყენებენ კონკრეტული ბრენდების მხოლოდ ძვირადღირებულ წამლებს.წყარო - ჯანდაცვის სამინისტრო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1c/250186426_97:0:1666:1177_1920x0_80_0_0_e596dfd84dabbcb1741ebaa69a756469.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ჯანდაცვა სამინისტრო წამალი მედიკამენტი ფასი რეგულირება მექანიზმი დანერგვა მსოფლიო ბანკი ექსპერტები
ჯანდაცვა სამინისტრო წამალი მედიკამენტი ფასი რეგულირება მექანიზმი დანერგვა მსოფლიო ბანკი ექსპერტები
ჯანდაცვის სამინისტრო წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის დანერგვაზე მუშაობს
19:54 21.06.2022 (განახლებულია: 23:08 21.06.2022) მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა სამინისტროს წარმომადგენლებს ამ მიმართულებით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება გაუზიარეს.
თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებთან შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა მედიკამენტების გაიაფების მექანიზმები განიხილეს, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
კერძოდ, საუბარი შეეხო წამლებზე ე.წ. რეფერენტული ფასის დაწესებას. რეფერენტული ფასწარმოქმნა – ეს არის მწარმოებლის პროდუქციის ფასების შედარება წარმოების ქვეყანაში და რამდენიმე სხვა ქვეყანაში. აღნიშნულ პროცესს მარეგულირებელი ორგანო ახორციელებს.
შედარების პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს: ყველა მწარმოებელი არეგისტრირებს ქვეყანაში მედიკამენტის ფასს, ხოლო სახელმწიფო რეგულატორს, სხვა ქვეყნებში ფასების შედარების შედეგად, შეუძლია განსაზღვროს ბაზარზე ასაღები ფასის ზღვარი და აუკრძალოს ვაჭრებს მისი გადაცილება.
მსოფლიო ბანკის ექსპერტებმა საქართველოში წამლის ფასის რეგულირების მექანიზმის შემოღება მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ ცვლილება მოსახლეობის საკეთილდღეოდ იმოქმედებს. მათ სამინისტროს წარმომადგენლებს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და ცვლილებების დანერგვის საკუთარი ხედვა გაუზიარეს.
მინისტრმა მსოფლიო ბანკის ექსპერტებს გააცნო რეფორმები, რომლებიც ფარმაცევტული ბაზრის გამჭვირვალობისთვის ტარდება. აზარაშვილმა აღნიშნა, რომ დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, ამოქმედდა წამლის ჯენერიკული დანიშნულების გაცემის წესი.
ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჯენერიკული რეცეპტების სისტემის დანერგვის შედეგად აღმოიფხვრება რისკები, რომლებიც უკავშირდება მედიკამენტების არაკეთილსინდისიერ დანიშვნას ექიმების მხრიდან, რომლებიც ხშირად იყენებენ კონკრეტული ბრენდების მხოლოდ ძვირადღირებულ წამლებს.