წამლებზე ფასნამატი საქართველოში 1.000%-ს აღწევს – ლექვინაძე

© photo: Sputnik / Aleksey Mal'gavko / გადასვლა მედიაბანკშიაფთიაქი
აფთიაქი - Sputnik საქართველო, 1920, 31.01.2022
გამოწერა
საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელმაც ფარმაცევტულ ბაზარზე ვითარება უნდა გააუმჯობესოს.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. საქართველოში იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 1.000 პროცენტს აღწევს, განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ნოემბერში აღიარა, რომ ქვეყნის ფარმაცევტული ბაზარი საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს, მათ შორის, წამლებზე ფასების დარეგულირებას.
იანვრის შუა რიცხვებში ხელი მოეწერა მთავრობის დადგენილებას საქართველოს ბაზრის თურქული მედიკამენტებისთვის გახსნის შესახებ. პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ამის შემდეგ წამლების ფასები საქართველოში არსებითად დაიწევს.
მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის ვადა მცირდება>>
„საქართველოში გვყავს 160-მდე იმპორტიორი. თუ მსხვილი ჯგუფების საშუალო ფასნამატი არის დაახლოებით 7-25%-ის ფარგლებში, რაც სავსებით ნორმალურია, საქართველოს ბაზარზე ვხვდებით მცირე იმპორტიორებს, რომელთა ფასების ნამატები ხშირ შემთხვევაში აღემატება 200, 300, 500%-ს და 1000%-იანი მატებაც კი არის", – განაცხადა ლექვინაძემ გადაცემაში „იმედი LIVE".
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს რეცეპტების ელექტრონული სისტემის შექმნაში ხედავს. ლექვინაძის თქმით, ეს საშუალებას იძლევა, შემცირდეს საქართველოს მოსახლეობის ხარჯები მედიკამენტებზე.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში დაინერგოს ელექტრონული და ჯენერიკული რეცეპტების სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ სისტემის მოწესრიგება მოქალაქეს მისცემს არჩევანის საშუალებას და უპასუხებს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტებს, რაც დღეს რეალურად ზრდის ჩვენს დანახარჯს", – აღნიშნა ლექვინაძემ.

როგორც ლექვინაძემ უფრო ადრე განაცხადა, კონკურენციის სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ ძირითადი პრობლემაა რეცეპტებისა და პრეპარატების დანიშვნის არსებული სისტემა, არაკეთილსინდისიერი მარკეტინგი, გარიგებები მცირე იმპორტიორებსა და ექიმებს შორის, რომლებიც რეცეპტებს ან დანიშნულებას წერენ.
ლექვინაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეცეპტები და დანიშნულება მხოლოდ ელექტრონული სახით გაიცეს, რათა მაკონტროლებელ ორგანოს ჰქონდეს ზუსტი ინფორმაცია, თუ რა წამალი დაინიშნა და ვის მიერ.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.01.2022
„ჩვენ პირობას ვასრულებთ“: ღარიბაშვილი თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაზე
საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიზანია სიტუაციის გაუმჯობესება ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულაციის, ისე მედიკამენტების ხარისხის კუთხით. პროცესში მალე ჩაერთვებიან საპარლამენტო კომიტეტები.
პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრს სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა.
წყარო: „იმედი LIVE"
ყველა ახალი ამბავი
0