https://sputnik-georgia.com/20220124/pirobas-vasrulebt-garibashvili-turqetidan-medikamentebis-shemotanaze-263839283.html
„ჩვენ პირობას ვასრულებთ“: ღარიბაშვილი თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაზე
„ჩვენ პირობას ვასრულებთ“: ღარიბაშვილი თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაზე
Sputnik საქართველო
საქართველოში წამლების სიძვირის მიზეზად ბაზარზე არასაკმარისი კონკურენცია და ექიმების მიერ ძვირადღირებული მედიკამენტების დანიშვნა სახელდება
2022-01-24T16:00+0400
2022-01-24T16:00+0400
2022-01-24T16:02+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ჯანდაცვა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425487_0:148:1280:868_1920x0_80_0_0_5c563ad2e17fb6375dfe651862f468d2.jpg
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმპორტიორებს თურქეთიდან მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდებს, რაც მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ხელს შეუწყობს.როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, იგი აღნიშნულ პროცესს თვალს ადევნებს.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში წამლების ფასები ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია. როგორც მან განმარტა, ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას. ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და საქართველოში შემოვა GMP სტანდარტების შესაბამისიმედიკამენტები. საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულირების, ისე მედიკამენტების ხარისხის მხრივ. მალე პროცესს საპარლამენტო კომიტეტები შეუერთდებიან. ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.როგორც გასულ კვირაში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოში მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა გაზრდის კონკურენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასების შემცირებას.დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.
https://sputnik-georgia.com/20220117/premieri-turqetis-farmacevtuli-bazari-gaixsna-263662805.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/17/261425487_142:133:1125:870_1920x0_80_0_0_24f2ff4e9412cd6f082444402d2bfa74.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ფარმაცევტული ბაზარი მედიკამენტების სიძვირე ირაკლი ღარიბაშილი თურქეთი
საქართველო ფარმაცევტული ბაზარი მედიკამენტების სიძვირე ირაკლი ღარიბაშილი თურქეთი
„ჩვენ პირობას ვასრულებთ“: ღარიბაშვილი თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაზე
16:00 24.01.2022 (განახლებულია: 16:02 24.01.2022) საქართველოში წამლების სიძვირის მიზეზად ბაზარზე არასაკმარისი კონკურენცია და ექიმების მიერ ძვირადღირებული მედიკამენტების დანიშვნა სახელდება
თბილისი, 24 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმპორტიორებს თურქეთიდან მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ მოუწოდებს, რაც მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ხელს შეუწყობს.
როგორც დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა განაცხადა, იგი აღნიშნულ პროცესს თვალს ადევნებს.
„დაპირებისამებრ, ჩვენ გავხსენით თურქეთის ბაზარი. ახლა ჩვენ იმპორტიორებისგან ველოდებით ხარისხიანი და იაფი მედიკამენტების დროულ შემოტანას. მინისტრი აზარაშვილი აქტიურად არის ჩართული. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო იმპორტიორებს, რომ დროულად მოხდეს მედიკამენტების შემოტანა, რაც ჩვენი ვარაუდით, ძალიან მალე გააიაფებს მედიკამენტებზე ფასებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში წამლების ფასები ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია. როგორც მან განმარტა, ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას. ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და საქართველოში შემოვა GMP სტანდარტების შესაბამისიმედიკამენტები.
საქართველოს მთავრობა უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულირების, ისე მედიკამენტების ხარისხის მხრივ. მალე პროცესს საპარლამენტო კომიტეტები შეუერთდებიან. ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
როგორც გასულ კვირაში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოში მედიკამენტების თურქეთიდან შემოტანა გაზრდის კონკურენციას და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ფასების შემცირებას.
დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.