მედიკამენტების იმპორტის ნებართვის მისაღებად განაცხადის განხილვის ვადა მცირდება

© Pixabay / Pexelsმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო, 1920, 26.01.2022
გამოწერა
საქართველოში წამლების სიძვირის მიზეზად ბაზარზე არასაკმარისი კონკურენცია და ექიმების მიერ ძვირადღირებული მედიკამენტების დანიშვნა სახელდება
თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. თურქეთის ბაზრის გახსნის შემდეგ, მომავალი კვირიდან სამინისტროში თურქული წამლების დარეგისტრირებისთვის განაცხადების მიღება დაიწყება, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვის სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. განხილვის ერთ-ერთი თემა ფარმაცევტულ სფეროში არსებული ვითარება იყო.
აზარაშვილის განცხადებით, თურქეთის ბაზრის გახსნა ხელს შეუწყობს მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით წამლისა და მედიკამენტების იმპორტს საქართველოში, რის შედეგად მოსახლეობას მედიკამენტებზე ხარჯი შეუმცირდება.
თურქეთის ბაზარი უკვე აღიარებითი ქვეყნების სიაში შევიდა და გაიხსნა. ფარმაცევტულ კომპანიებთან არაერთი შეხვედრა გავმართეთ და ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული პრობლემები განვიხილეთ. მნიშვნელოვანია ის, რომ ვამცირებთ აღიარებული ქვეყნებიდან იმპორტის რეგისტრაციის განაცხადის განხილვის ვადას, რომელიც ადრე 45 დღით იყო განსაზღვრული, ახლა კი იგი შემცირდება შვიდ დღემდე, რათა მაქსიმალურად ოპერატიულად შევძლოთ მედიკამენტების შემოტანა“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველოში წამლების ფასები ძალიან მაღალია და ამ მიმართულებით შესაბამისი ზომების მიღება აუცილებელია. მისი განცხადებით, ფარმაცევტული ბაზარი საჭიროებს საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის, წამლების ფასების დარეგულირებას. ხელი მოეწერა მთავრობის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკვე გაიხსნა თურქეთის ბაზარი და საქართველოში შემოვა GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტები.
პრემიერი - თურქეთის ბაზარი გაიხსნა და ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტები შემოვა>>>
ღარიბაშვილმა იმპორტიორებს თურქეთიდან მედიკამენტების დროულად შემოტანისკენ უკვე მოუწოდა.
საქართველოს მთავრობა მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც გააუმჯობესებს ვითარებას ფარმაცევტულ ბაზარზე როგორც ფასების რეგულირების, ისე მედიკამენტების ხარისხის მხრივ. ღარიბაშვილის დავალებით ჯანდაცვის სამინისტროში უკვე შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.
დღეს საქართველოს არაერთი მოქალაქე წამლების შესაძენად თურქეთში მიემგზავრება, რადგან მგზავრობის ხარჯის გათვალისწინებითაც კი მათ წამლების ყიდვა მეზობელ სახელმწიფოში უფრო იაფი უჯდებათ.
ყველა ახალი ამბავი
0