რუსეთში წმინდა ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარს ააგებენ

© photo: Sputnikმამა გაბრლიელის შესახებ ფილმის ჩვენება მოსკოვში
მამა გაბრლიელის შესახებ ფილმის ჩვენება მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
ბერი გაბრიელის სახელობის ტაძარი ტულის ოლქში აშენდება მრევლის მიერ შეწირული თანხით.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. რუსეთში, ტულის ოლქში წმინდა ბერი გაბრიელის (ურგებაძე) სახელობის ტაძარი მხოლოდ მორწმუნეთა შემოწირული თანხით აშენდება, განაცხადა მიქაელ მთავარანგელოზის ფონდის მმართველობის თავმჯდომარემ მიხეილ გონჩაროვმა. მშენებლობას ეს ფონდი ხელმძღვანელობს.
ბერი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კალენდარში მისი სახელი 2014 წლის 25 დეკემბერს ჩართეს. მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში.
ტაძრის მშენებლობა ზაპკსკის რაიონში 2021 წელს დაიწყო. მიქაელ მთავარანგელოზის ფონდის მხარდაჭერით მას ფიოდორ კონიუხოვი – ცნობილი მოგზაური და მღვდელი აშენებს, რომელმაც ერთ-ერთი მოგზაურობისას შტორმის დროს შემწეობა სწორედ წმინდა გაბრიელს შესთხოვა. შენობის აგება 2022 წელს იგეგმება, ხოლო სარემონტო და ცალკეული სამუშაოების დასრულება – 2023 წელს.
ქართველ წმინდანს მამა გაბრიელს მოსკოვის ფესტივალზე განსაკუთრებულ პროგრამას მიუძღვნიან>>

„ტაძრის მშენებლობაზე მიმართული იქნება მხოლოდ ის სახსრები, რომლებსაც მორწმუნეები შეაგროვებენ. ფედერალური, რეგიონული ან სხვა ფონდების მიერ გამოყოფილ თანხებს ეს პროექტი არ ითვალისწინებს“, – განუცხადა გონჩაროვმა РИА Новости-ს.

მისი თქმით, მიქაელ მთავარანგელოზის ფონდი პატივად მიიჩნევს ბერი გაბრიელის სახელობის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობას.
მოხუცი ლოცვისას - Sputnik საქართველო, 1920, 26.08.2017
„ილოცეთ ყველასთვის, ამას გიტოვებთ ანდერძად, ილოცეთ, ლოცვა მთებს დაძრავს!"
„ეს იყო საოცარი ადამიანი... ამ წმინდანს ევედრებოდა ფიოდორ კონიუხოვი, როდესაც მორიგი მოგზაურობის დროს 12-ბალიან შტორმში მოხვდა. მისი ლოცვები შეისმინეს“, – განაცხადა გონჩაროვმა.
ყველა ახალი ამბავი
0