თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. მამა გაბრიელის – ქართველი წმინდანის 90 წლისთავთან დაკავშირებით მოსკოვის XVIII საერთაშორისო მართლმადიდებლურ ფესტივალზე „არტოსი" სპეციალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი. ფესტივალი 20-26 აგვისტოს გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ქართველი წმინდანისადმი მიძღვნილი ახალი ფილმის Я жду вас в Самтавро („სამთავროში გელოდებით") და წიგნის Добрый дедушка Гавриил („კეთილი ბაბუა გაბრიელი") პრეზენტაცია პარასკევს, 23 აგვისტოს გაიმართება.
ფესტივალის სტუმრები ასევე შეძლებენ მათ ავტორთან კონსტანტინე ცერცვაძესთან შეხვედრას. გარდა ამისა, წიგნს მამა გაბრიელის შესახებ Человек, наполненный любовью („სიყვარულით აღვსილი ადამიანი") წარმოადგენს ჟურნალისტი ლარისა ხრუსტალევა.
წელს ფესტივალი „არტოსი" მოსკოვის კულტურულ-საგამოფენო ცენტრ „სოკოლნიკში" გაიმართება.
„არტოსის" ბაზრობის სივრცეში წარმოდგენილი იქნება 200-ზე მეტი საფერმერო და სამონასტრო მეურნეობა რუსეთის სხვადასხვა რეგიონიდან, საბერძნეთიდან, ისრაელიდან, მოლდოვიდან, უკრაინიდან, საქართველოდან.
ბერი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე 2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა და მას წმინდა გაბრიელ აღმსარებელი და სალოსი უწოდა.
მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტრის ფერიცვალების ეკლესიაში.