ირაკლი კობახიძე: „ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ პოლარიზაცია გაიზარდოს“

© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
სწორედ ამ მიზანს ემსახურება აქცია–მსვლელობა „შინ ევროპისკენ“, მიიჩნევენ „ოცნებაში".
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. მიუხედავად ევროკომისიის რეკომენდაციისა, რომელიც გულისხმობს პოლარიზაციის შემცირებას, რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაიზარდოს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, სწორედ ამას ემსახურება დღევანდელ საღამოს დანიშნული აქცია–მსვლელობა „შინ ევროპისკენ“. ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ დასდო ბრალი ევროკომისიის უარყოფით დასკვნაში, რომელმაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა უკრაინისა და მოლდოვისთვის, ხოლო საქართველოსთვის – თავი შეიკავა.

„ევროკომისიის ნომერი პირველი რეკომენდაცია იყო პოლარიზაციის შემცირება, თუმცა ხედავთ, რომ პირველივე წუთებიდან რადიკალური ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რათა პოლარიზაციის ხარისხი გაიზარდოს“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ევროკომისიის დასკვნის გამოყენება პოლარიზაციისთვის ოპოზიციის მხრიდან მოსალოდნელი იყო.
„მათ ჰქონდათ გათვლა, რომ ორი ქვეყანა მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, საქართველო – არა. ამის შემდეგ უნდა დაწყებულიყო არეულობის სცენარი, რისი პირველი მცდელობაც ექნებათ დღეს, დღევანდელ აქციაზე. ამის საბოლოო წერტილი არის ომი, რასაც ნატრობენ საქართველოში“, – მიიჩნევს კობახიძე.
წარმატებით არ დასრულდება არც ომის სცენარი და არც არეულობების, ამაზე პასუხისმგებელი ჩვენ ვართ, განაცხადა კობახიძემ.
„პოლარიზაცია ცალმხრივად ვერ დასრულდება. მთავარია მუდმივად მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენს დასავლელ პარტნიორებს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ვაკეთებთ პოლარიზაციის შესამცირებლად. ამისთვის ძალიან ბერი რამ გაკეთდება, მათ შორის დავიწყებთ იმ პუნქტების შესრულებას, რომლებიც ევროკომისიის დოკუმენტშია ჩამოთვლილი“, – აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გახარიას პარტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეფორმებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
მას შემდეგ, რაც შესაბამისი რეკომენდაციები ოფიციალურ დოკუმენტში აისახება, საქართველოს ხელისუფლება ყველა პირობას შეასრულებს, განაცხადა, თავის მხრივ, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ღირსეულად გავართმევთ ამ გამოწვევას თავს. რა თქმა უნდა, ისიც მჯერა და მინდა დავიჯერო, რომ ევროპის, ევროკავშირის, ევროსაბჭოს მხრიდან ამ პირობების შესრულების შემდეგ იქნება ღირსეული გადაწყვეტილება მიღებული და საქართველო გახდება იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია“, – განაცხადა კალაძემ.
ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
„ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო“ – პრემიერი>>
ასევე საქართველოს მოუწოდეს, გახადოს სასამართლო სისტემა მთლიანად და ნამდვილად დამოუკიდებელი, აღჭურვოს ახალი სტრუქტურები – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ყველა აუცილებელი რესურსით და უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა, განამტკიცოს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა.
პირობებს შორის ასევე დასახელდა „დეოლიგარქიზაციის მხრივ ვალდებულებების რეალიზაცია“ ანგარებიანი ინტერესების ზედმეტი გავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან; უფრო აქტიური ძალისხმევა მასმედიის თავისუფლების, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის შესახებ ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0