https://sputnik-georgia.com/20220620/gaxarias-partia-xelisuflebasa-da-opozicias-molaparakebebisken-mouwodebs-267646351.html
გახარიას პარტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეფორმებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
გახარიას პარტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეფორმებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
Sputnik საქართველო
ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა, და მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 20.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-20T17:47+0400
2022-06-20T17:47+0400
2022-06-20T22:23+0400
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
ევროპა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_0:0:3140:1767_1920x0_80_0_0_d491d3a54b33dac50ce8a8ea4d7641b9.jpg
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებაც ევროკომისიამ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ურჩია.ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.მისი თქმით, საქართველო „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ყოველთვის ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო წელიწად-ნახევარში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, დაკარგა ეს პოზიცია, რაც „სტრატეგიკული მარცხი“ აღმოჩნდა. ლიდერის პოზიციების აღსადგენად საჭიროა რეფორმების კონკრეტული გეგმის დასახვა.„სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და რომელზე მუშაობაც არა ზეგ, მაზეგ, ან ორ კვირაში, არამედ დღესვე ერთობლივად უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.„ევროკომისიამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო“ – პრემიერი>>დეპუტატის თქმით, გახარიას პარტიის გეგმა უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის სისტემის აღდგენას, ნებისმიერი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, ხელისუფლების რეალურ გადანაწილებას, ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.თუ ეს ყველაფერი გაკეთდება, საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა გამოირიცხება, აღნიშნა დეპუტატმა.ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.ჩვენი ბრალია: საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე>>ასევე საქართველოს მოუწოდეს, გახადოს სასამართლო სისტემა მთლიანად და ნამდვილად დამოუკიდებელი, აღჭურვოს ახალი სტრუქტურები – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ყველა აუცილებელი რესურსით და უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა, განამტკიცოს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა.პირობებს შორის ასევე დასახელდა „დეოლიგარქიზაციის მხრივ ვალდებულებების რეალიზაცია“ ანგარებიანი ინტერესების ზედმეტი გავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან; უფრო აქტიური ძალისხმევა მასმედიის თავისუფლების, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის შესახებ ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.
საქართველო
ევროპა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/17/264698214_338:28:2939:1979_1920x0_80_0_0_eeedabe76e7af0697b7d556ee7760598.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო, ევროპა, საქართველოს პარლამენტი
გახარიას პარტია ხელისუფლებასა და ოპოზიციას რეფორმებზე მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს
17:47 20.06.2022 (განახლებულია: 22:23 20.06.2022) ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა, და მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ „საქართველოსთვის“ ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა იმ რეფორმებზე, რომელთა გატარებაც ევროკომისიამ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ურჩია.
ევროკომისიის დასკვნა 17 ივნისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიფინგზე გამოაცხადა. ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოსთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს კონკრეტული პირობების შესრულების შემდეგ დაუბრუნდება.
ოპოზიციამ ამას ხელისუფლების ჩავარდნა უწოდა, ხოლო ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოს „ევროპული პერსპექტივა“ გაუხსნას, უკვე წარმატებაა კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე.
„ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია როგორც ყველა აქტიური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელთან, ისე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, და პირადად გავაცანით ჩვენი თხოვნა“, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ბრიფინგზე პარლამენტში.
მისი თქმით, საქართველო „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებს შორის ყოველთვის ლიდერი იყო, მაგრამ ბოლო წელიწად-ნახევარში, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გამო, დაკარგა ეს პოზიცია, რაც „სტრატეგიკული მარცხი“ აღმოჩნდა. ლიდერის პოზიციების აღსადგენად საჭიროა რეფორმების კონკრეტული გეგმის დასახვა.
„სწორედ ამიტომ ჩვენმა გუნდმა წარვადგინეთ რეფორმების და გადასადგმელი ნაბიჯების კონკრეტული გეგმა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროკავშირის მოთხოვნებს და რომელზე მუშაობაც არა ზეგ, მაზეგ, ან ორ კვირაში, არამედ დღესვე ერთობლივად უნდა დავიწყოთ“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.
დეპუტატის თქმით, გახარიას პარტიის გეგმა უზრუნველყოფს ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის სისტემის აღდგენას, ნებისმიერი არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას, ხელისუფლების რეალურ გადანაწილებას, ეფექტურ საპარლამენტო კონტროლს, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.
თუ ეს ყველაფერი გაკეთდება, საქართველოში ოლიგარქიული მმართველობა გამოირიცხება, აღნიშნა დეპუტატმა.
ევროკომისიამ 12 პირობა დაასახელა და აღნიშნა, რომ საქართველოს მხოლოდ მათი შესრულების შემთხვევაში მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. კერძოდ, საქართველომ უნდა გადაჭრას პოლარიზაციის პრობლემები პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით, გარანტირებული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულფასოვანი ფუნქციონირება, უნდა გაგრძელდეს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება.
ასევე საქართველოს მოუწოდეს, გახადოს სასამართლო სისტემა მთლიანად და ნამდვილად დამოუკიდებელი, აღჭურვოს ახალი სტრუქტურები – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ყველა აუცილებელი რესურსით და უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა, განამტკიცოს ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა.
პირობებს შორის ასევე დასახელდა „დეოლიგარქიზაციის მხრივ ვალდებულებების რეალიზაცია“ ანგარებიანი ინტერესების ზედმეტი გავლენის აღმოფხვრის გზით ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში; ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან; უფრო აქტიური ძალისხმევა მასმედიის თავისუფლების, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი გარემოს უზრუნველსაყოფად.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს პრიორიტეტული ამოცანების გადაწყვეტის თვალსაზრისით და ამის შესახებ ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის შეადგენს.