მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჟოზეპ ბორელი: „დღეს ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს...“

© photo: Sputnik / Alexei Vitvitskiy / გადასვლა მედიაბანკშიჟოზეპ ბორელი
ჟოზეპ ბორელი - Sputnik საქართველო, 1920, 20.06.2022
გამოწერა
თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. დანია ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკას შეუერთდა, განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ.

„დღეს ჩვენ კარგი ამბავი გვაქვს. ევროკავშირის საბჭო დღეს, უპირველეს ყოვლისა, მიესალმება იმ ფაქტს, რომ დანია შემოგვიერთდა ევროპის თავდაცვის პოლიტიკაში. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრისგან მივიღებთ დოკუმენტს, რომელიც აჩვენებს, რომ დანიელებს სურთ გამოიყენონ ევროკავშირი საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად“, — განაცხადა მან.

აქამდე დანია იყო ევროკავშირის ერთადერთი წევრი, რომელიც არ მონაწილეობდა კავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო პოლიტიკის ფორმირებაში. ამ პოზიციას ქვეყანა 30 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. 1 ივნისს გამართულ რეფერენდუმზე კი დანიელების ორმა მესამედმა მხარი დაუჭირა იმ ნორმის გაუქმებას, რომელიც ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობაზე უარს გულისხმობდა.
მაისის ბოლოს ევროკავშირის ქვეყნები თავდაცვის სფეროში ინვესტიციების გაზრდაზე შეთანხმდნენ. ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირს საკუთარი შეიარაღებული ძალების შექმნა სჭირდება, რათა რეგიონში უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამ თემის განხილვა უკრაინაში რუსეთის „სამხედრო სპეცოპერაციის“ ფონზე დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0