დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 18 ივნისი

© Pixabay / FrankWinklerსანაპირო
სანაპირო  - Sputnik საქართველო, 1920, 18.06.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 18 ივნისია, შაბათი. კლებადი მთვარე მერწყული ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
უჩვეულო დღეა, რომელიც დასამახსოვრებელი მოვლენებით იქნება აღსავსე. მოსალოდნელია საოცარი შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობობა. საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან ადვილი იქნება. კარგად ჩაივლის ოჯახური ღონისძიებები, მეგობრული და სასიყვარულო შეხვედრები.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივნისი>>
ვერძი: შესაძლებელია თანხის მიღება, მათ შორის მოულოდნელი წყაროებიდან. ასევე არაა გამორიცხული საჩუქრების მიღება. კარგი იქნება, თუ სამომავლო გეგმებზე იფიქრებთ. ადვილად შემოიკრებთ თანამოაზრეებს. ახალი ნაცნობობა სასარგებლო აღმოჩნდება საქმიანი, პროფესიული თვალსაზრისით.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2022
ზოდიაქო: დამიმტკიცე ლოგიკურად, რომ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილი
კურო: დილით ადვილი არ იქნება სულიერი წონასწორობის შენარჩუნება. წვრილმან მოვლენებსაც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება და განწყობა გაუმჯობესდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის რომანტიკული.
ტყუპი: შესანიშნავი დღეა იმ ადამიანებთან შესახვედრად, რომლებსაც გინდათ, რომ მოეწონოთ. დღეს ადვილად მოახდენთ კარგ შთაბეჭდილებას მათზე. თქვენი მომხიბვლელობა გულგრილს არავის სატოვებს. შესაძლებელია თანხის მიღება, მაგრამ საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ.
კირჩხიბი: ძალზე ნაყოფიერი დღეა. გააკეთეთ ის საქმეები, რომლებიც გადადეთ – დღეს მათთან გამკლავება ადვილი იქნება. ძველი ნაცნობები შესანიშნავ რჩევებს მოგცემენ – მოუსმინეთ მათ. ფულთან დაკავშირებით ინტუიციას ენდეთ. შესაძლებელია იღბლიანი შენაძენი, გარიგებების დადება.
მამაკაცი ღამით - Sputnik საქართველო, 1920, 27.02.2020
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან
ლომი: დროს უქმად არ დაკარგავთ, ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ. ძველ საქმეს გააგრძელებთ თუ ახალს მოკიდებთ ხელს, იღბალი თქვენ გვერდით იქნება. შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ დაფიქრდეთ ძვირადღირებული ნივთების შეძენაზე, ქონებრივ საკითხებზე. განიხილეთ ეს თემები ახლობლებთან.
ქალწული: ეცადეთ, არ ინერვიულოთ. ემოციური ფონი დაძაბული იქნება. დაფიქრდით, რა აგიმაღლებთ განწყობას – შეხვედრები მეგობრებთან, საინტერესო საქმე, მგზავრობა თუ სეირნობა ან სხვა რამ. დილით აჯობებს სახლის საქმეების გაკეთება, მოგვიანებით კი კარგი დრო დადგება შემოქმედებითი საქმიანობისთვის.
სასწორი: ეცადეთ, არავისთან იჩხუბოთ. ურთიერთობების თვალსაზრისით არცთუ მსუბუქი და სასიამოვნო დღეა. ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ ირგვლივ მყოფებთან კონტაქტი მოაგვაროთ. სჯობს, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა დღის მეორე ნახევრისთვის გადადოთ. კარგი დღეა ინფორმაციის მოპოვებისთვის.
მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2019
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ
მორიელი: საინტერესო და მრავალფეროვანი დღეა. კარგი იქნება ახლობლებთან საერთო გეგმების განხილვა. სწრაფად მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ, რომ ყველა კმაყოფილი დარჩეს. დღის მეორე ნახევრისთვის არ დაგეგმოთ დამღლელი და რთული საქმეები; გააკეთეთ ის, რაც გახარებთ და გსიამოვნებთ.
მშვილდოსანი: დატვირთული დღე გელოდებათ. სავარაუდოდ, რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ. ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით, მაგრამ ამას დიდი ძალისხმევა დასჭირდება. ეცადეთ, დროგამოშვებით შეისვენოთ ხოლმე. არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა.
თხის რქა: კარგი დღეა მნიშვნელოვანი შეხვედრებისა და სერიოზული საუბრებისთვის. შეძლებთ საჭირო სიტყვების პოვნას, ადამიანებზე კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. ასევე კარგი დღეა დასვენებისთვის. შესაძლებელია გარემოს გამოცვლა, მეგობრებთან ერთად საინტერესო ადგილების მონახულება.
სამყარო - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2019
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...
მერწყული: დღეს ბევრ რამეს შეხედავთ სხვა თვალით. გაგიჩნდებათ საინტერესო იდეები, იპოვით პასუხებს კითხვებზე, რომლებმაც ჩიხში შეგიყვანათ. შესაძლებელი იქნება პერსპექტიული საქმის დაწყება. არაა გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირს დაუდებს სათავეს.
თევზები: კარგი დღეა საქმიანობისთვის. შეძლებთ იმის გაკეთებას, რისთვისაც აქამდე დრო არ გყოფნიდათ. გექნებათ შესაძლებლობა, დაეხმაროთ რთულ ვითარებაში ჩავარდნილ ახლობლებს. არაა გამორიცხული თანხის მიღება. კარგად ჩაივლის საოჯახო ღონისძიებები. ეს განწყობას აგიმაღლებთ.
ყველა ახალი ამბავი
0