https://sputnik-georgia.com/20220617/dris-astroprognozi-17-ivnisi-267537468.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივნისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივნისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 17.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-17T00:15+0400
2022-06-17T00:15+0400
2022-06-17T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644374_0:56:3441:1992_1920x0_80_0_0_4eacc5e0bb7ba4086b786ffc04385691.jpg
დღეს 2022 წლის 17 ივნისია, პარასკევი. კლებადი მთვარე მერწყული ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.დღეს ძალიან კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებთ საოჯახო საქმეებზე, დროს დაუთმობთ ახლობლებს, მეგობრებს. ხელსაყრელი დღეა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევი იქნება საქმიან სფეროზეც. არაა გამორიცხული თანხის მიღება.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ივნისი>>ვერძი: არ შეიძლება იმის თქმა, რომ დღე უპრობლემოდ და სირთულეების გარეშე ჩაივლის, მაგრამ ყველა დაბრკოლებას გადალახავთ და მიზანს მიაღწევთ. განსაკუთრებული წარმატებები გელოდებათ იქ, სადაც შემოქმედებითი ნიჭი და შეუპოვრობაა საჭირო. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ.კურო: მოვლენებს რეალურად შეხედეთ. ამგვარად შეძლებთ შეცდომების თავიდან არიდებას და საქმეების წარმატებით დასრულებას. შესაფერისი დღეა პროფესიული გეგმების განხილვისთვის. წარმატებით გადაწყდება ფინანსური საკითხები. დაბრკოლებებია მოსალოდნელი დოკუმენტებთან მიმართებით.ტყუპი: დღის დასაწყისში სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. შესანიშნავი დროა თანამოაზრეებთან საერთო გეგმების განსახილველად და შესათანხმებლად. დღის მეორე ნახევარი მშვიოდად ჩაივლის. ხელსაყრელი დროა ძველ საქმეებთან დასაბრუნებლად, რომლებიც დიდი ხანია, თქვენს ყურადღებას მოითხოვს.კირჩხიბი: მუშაობისთვის შესანიშნავი დღეა. გაამახვილეთ ყურადღება განსაკუთრებულად რთულ საკითხებზე. დღეს გაქვთ შანსი, რომ მათ იოლად გაუმკლავდეთ. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან.ლომი: ეცადეთ, დღის დასაწყისში თავიდან აიცილოთ უთანხმოებები და კამათი. ირგვლივ მყოფებთან რთული იქნება საერთო ენის გამონახვა. სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი საუბრები. დღის მეორე ნახევარში სერიოზულად მოეკიდეთ ფინანსურ საკითხებს. მოერიდეთ ფულის უაზრო ხარჯვას.ქალწული: ფრთილად იყავით ფინანსურ საქმეებში. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იყიდით ან გარიგებას დადებთ. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა. კარგად გაუმკლავდებით საქმეებს. პირად ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.სასწორი: ყურადღება მიაქციეთ იდეებს, რომლებიც დღის პირველ ნახევარში გაგიჩნდებათ. დიდია შანსი, რომ მათი რეალიზება მალევე შეძლოთ. ენდეთ ინტუიციას. დღის მეორე ნახევარში ყურადსაღებია ურთიერთობები გარშემომყოფებთან. ზოგიერთ თქვენგანს სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება.მორიელი: დილით ცოტა თუ შეძლებს ორომტრიალისგან თავის დაღწვეას. ძალიან ადვილი იქნება დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა, რამის თქმა ცხელ გულზე, ვინმესთვის რამის პირობის მიცემა დაუფიქრებლად. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება. გაგახარებთ ახლობლებთან შეხვედრა.მშვილდოსანი: სავარაუდოდ, ერთ საქმეზე ვერ გაჩერდებით. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, მათ შორის, სხვების. სერიოზული შეცდომები არ გექნებათ, მცირე ხარვეზებს კი მალე მიხვდებით და მაშინვე გამოასწორებთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ დაუგეგმავად რამის ყიდვას.თხის რქა: ბევრს მოასწრებთ, თუ ყველაფერთან გამკლავებას დამოუკიდებლად არ ეცდებით. დახმარებისთვის სანდო ადამიანებს მიმართეთ. არაა გამორიცხული, რომ ახლობლები დღეს ჩვეულებრივზე მეტად ჩაერიოთ თქვენს საქმეებში. ეცადეთ, არ განაწყენდეთ და მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.მერწყული: შესანიშნავი იდეებისა და მოულოდნელი აღმოჩენების დღეა. გექნებათ შანსი, რომ სხვებზე ადრე მოიპოვოთ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ზოგიერთ თქვენგანს კარიერული წინსვლის შანსი მიეცემა. შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული გატაცება.თევზები: სამუშაოს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების მიღება, კარიერული წინსვლა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იქნება სხვა სფეროებშიც, თუმცა ემოციური ფონი შეიძლება დაძაბული იყოს. ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ.
https://sputnik-georgia.com/20181108/sad-imaleba-zodiacos-TiToeuli-niSnis-bednierebis-saidumlo-242842157.html
https://sputnik-georgia.com/20181011/sarZloebis-sayuradRebod-erideT-sadedamTilos-Tu-misi-zodiaqos-niSania-242433737.html
https://sputnik-georgia.com/20220604/zodiaqos-nisnebi-romlebic-am-zafxulsi-siyvaruls-ipovian-267121555.html
https://sputnik-georgia.com/20181007/zodiaqos-niSnebi-romlebic-didebisTvis-daibadnen-zodiac-242393307.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24864/43/248644374_355:0:3086:2048_1920x0_80_0_0_6ae8c7dbd674924fdbdc6cb0f83989ea.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ივნისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 17 ივნისია, პარასკევი. კლებადი მთვარე მერწყული ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა ვენერა მფარველობს.
დღეს ძალიან კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებთ საოჯახო საქმეებზე, დროს დაუთმობთ ახლობლებს, მეგობრებს. ხელსაყრელი დღეა თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევი იქნება საქმიან სფეროზეც. არაა გამორიცხული თანხის მიღება.
ვერძი: არ შეიძლება იმის თქმა, რომ დღე უპრობლემოდ და სირთულეების გარეშე ჩაივლის, მაგრამ ყველა დაბრკოლებას გადალახავთ და მიზანს მიაღწევთ. განსაკუთრებული წარმატებები გელოდებათ იქ, სადაც შემოქმედებითი ნიჭი და შეუპოვრობაა საჭირო. ფულთან დაკავშირებით იფრთხილეთ.
კურო: მოვლენებს რეალურად შეხედეთ. ამგვარად შეძლებთ შეცდომების თავიდან არიდებას და საქმეების წარმატებით დასრულებას. შესაფერისი დღეა პროფესიული გეგმების განხილვისთვის. წარმატებით გადაწყდება ფინანსური საკითხები. დაბრკოლებებია მოსალოდნელი დოკუმენტებთან მიმართებით.
ტყუპი: დღის დასაწყისში სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. შესანიშნავი დროა თანამოაზრეებთან საერთო გეგმების განსახილველად და შესათანხმებლად. დღის მეორე ნახევარი მშვიოდად ჩაივლის. ხელსაყრელი დროა ძველ საქმეებთან დასაბრუნებლად, რომლებიც დიდი ხანია, თქვენს ყურადღებას მოითხოვს.
კირჩხიბი: მუშაობისთვის შესანიშნავი დღეა. გაამახვილეთ ყურადღება განსაკუთრებულად რთულ საკითხებზე. დღეს გაქვთ შანსი, რომ მათ იოლად გაუმკლავდეთ. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ნაკლებად შესამჩნევი იქნება. მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან.
ლომი: ეცადეთ, დღის დასაწყისში თავიდან აიცილოთ უთანხმოებები და კამათი. ირგვლივ მყოფებთან რთული იქნება საერთო ენის გამონახვა. სჯობს, გადადოთ მნიშვნელოვანი საუბრები. დღის მეორე ნახევარში სერიოზულად მოეკიდეთ ფინანსურ საკითხებს. მოერიდეთ ფულის უაზრო ხარჯვას.
ქალწული: ფრთილად იყავით ფინანსურ საქმეებში. კარგად დაფიქრდით, სანამ რამეს იყიდით ან გარიგებას დადებთ. დანარჩენში ხელსაყრელი დღეა. კარგად გაუმკლავდებით საქმეებს. პირად ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი. არაა გამორიცხული რომანტიკული სიურპრიზები.
სასწორი: ყურადღება მიაქციეთ იდეებს, რომლებიც დღის პირველ ნახევარში გაგიჩნდებათ. დიდია შანსი, რომ მათი რეალიზება მალევე შეძლოთ. ენდეთ ინტუიციას. დღის მეორე ნახევარში ყურადსაღებია ურთიერთობები გარშემომყოფებთან. ზოგიერთ თქვენგანს სასიამოვნო ნაცნობობა ელოდება.
მორიელი: დილით ცოტა თუ შეძლებს ორომტრიალისგან თავის დაღწვეას. ძალიან ადვილი იქნება დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა, რამის თქმა ცხელ გულზე, ვინმესთვის რამის პირობის მიცემა დაუფიქრებლად. მოგვიანებით ხელსაყრელი დრო დადგება. გაგახარებთ ახლობლებთან შეხვედრა.
მშვილდოსანი: სავარაუდოდ, ერთ საქმეზე ვერ გაჩერდებით. მოგიწევთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გაკეთება, მათ შორის, სხვების. სერიოზული შეცდომები არ გექნებათ, მცირე ხარვეზებს კი მალე მიხვდებით და მაშინვე გამოასწორებთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ დაუგეგმავად რამის ყიდვას.
თხის რქა: ბევრს მოასწრებთ, თუ ყველაფერთან გამკლავებას დამოუკიდებლად არ ეცდებით. დახმარებისთვის სანდო ადამიანებს მიმართეთ. არაა გამორიცხული, რომ ახლობლები დღეს ჩვეულებრივზე მეტად ჩაერიოთ თქვენს საქმეებში. ეცადეთ, არ განაწყენდეთ და მეგობრული დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.
მერწყული: შესანიშნავი იდეებისა და მოულოდნელი აღმოჩენების დღეა. გექნებათ შანსი, რომ სხვებზე ადრე მოიპოვოთ რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ზოგიერთ თქვენგანს კარიერული წინსვლის შანსი მიეცემა. შესანიშნავი დროა ურთიერთობებისთვის. არაა გამორიცხული რომანტიკული გატაცება.
თევზები: სამუშაოს შესანიშნავად გაუმკლავდებით. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. მოსალოდნელია საინტერესო წინადადებების მიღება, კარიერული წინსვლა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა იქნება სხვა სფეროებშიც, თუმცა ემოციური ფონი შეიძლება დაძაბული იყოს. ეცადეთ, წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ.