„ქართულ ოცნებაში” გამოკითხვის შედეგები შეაფასეს

© press-service of Georgian Dreamკახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე
კახა კალაძე, ირაკლი ღარიბაშვილი, ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 14.06.2022
გამოწერა
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI-მ ჩაატარა.
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საზოგადოებრივი აზრის კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ქვეყნის მოსახლეობის შეხედულებები იდენტურია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა.
მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 69,8% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ ეკონომიკურ სანქციებს, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებდა საქართველოს ეკონომიკას და მოსახლეობას. მთავრობის ამ ნაბიჯს არ ეთანხმება გამოკითხულთა 27,1%, ხოლო 3,1%-მა კითხვას პასუხი ვერ გასცა.

„GORBI-ს კვლევამ კიდევ ერთხელ ცალსახად აჩვენა და დაადასტურა, რომ „ქართული ოცნების“ და ჩვენი საზოგადოების განწყობა იდენტურია როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის წარმართვასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

დეპუტატის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მოქმედება და საზოგადოების სურვილები ერთმანეთს შეესაბამება.
კვლევა
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა GORBI მიმდინარე წლის 2-7 ივნისს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ტელეფონით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.
კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩაითრიოს საქართველო რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში. შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა რესპონდენტთა 20,8%-მა, 1,6%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
GORBI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომში ქვეყნის ჩაბმის წინააღმდეგია>>>
გარდა ამისა, გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა (28,5%) განაცხადა, რომ რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნით ყველაზე მეტად დაინტერესებულია უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“. რუსეთი და აშშ დაასახელა რესპონდენტების თანაბარმა რაოდენობამ – 12,4%; უკრაინის მთავრობა – 8,6%; საქართველოს მთავრობა – 2,1%; ევროკავშირი – 1,2%;
შეკითხვაზე: „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“ უარყოფითად უპასუხა 83,6%-მა, ამასთან 11,5% თვლის, რომ ქვეყანა შეიძლება ჩაებას კონფლიქტში.
არ ეთანხმება ოპოზიციის ნაწილის პოზიციას, რომელიც დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, რესპონდენტთა 66,2%, ოპოზიციას მხარი ამ საკითხში 28,9% გამოკითხულმა დაუჭირა.
შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, რამდენად იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?“ – გამოკითხულთა 85,9%-მა თქვა „იმსახურებს“, 10,9% კი მიიჩნევს, რომ „არ იმსახურებს“.
ყველა ახალი ამბავი
0