https://sputnik-georgia.com/20220613/gorbi-saqartvelos-mosaxleobis-umravlesoba-ruset-ukrainis-omsi-qveynis-cabmis-winaarmdegia-267428299.html
GORBI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომში ქვეყნის ჩაბმის წინააღმდეგია
GORBI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომში ქვეყნის ჩაბმის წინააღმდეგია
Sputnik საქართველო
გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეთანხმება მთავრობას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს
2022-06-13T23:57+0400
2022-06-13T23:57+0400
2022-06-14T01:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516753_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_ad479da1b2c62b10b3d50f44d2f77dbb.jpg
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 69,8% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მისი განცხადებით, ეს სანქციები ვერ დააზარალებდა რუსეთს, თუმცა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქართულ ეკონომიკას და მოსახლეობას.საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ" მიმდინარე წლის 2-7 ივნისს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ტელეფონით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.მთავრობის ამ ნაბიჯს არ ეთანხმება გამოკითხულთა 27,1%, ხოლო 3,1%-მა პასუხი ვერ გასცა.გარდა ამისა, გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩართოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში. შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა რესპონდენტთა 20,8%-მა, პასუხი ვერ გასცა 1,6%-მა.Gorbi-ს გამოკითხვით, შეკითხვაზე: ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან?, პასუხევი ასე გადანაწილდა:შეკითხვაზე: „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“ უმრავლესობამ - 83,6%-მა უპასუხა, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში, 11,5% ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.შეკითხვაზე: „ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით?“ დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 28,9%-მა უპასუხა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება რესპონდენტთა 66,2%, 4,9%-მა პასუხი არ გასცა.კობახიძე ივანიშვილის წინააღმდეგ ინდივიდუალური სანქციების შემოღებას დაუშვებლად მიიჩნევს >>შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, რამდენად იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?“, გამოკითხულთა 85,9%-მა თქვა „იმსახურებს“, 10,9% კი მიიჩნევს, რომ „არ იმსახურებს“, 3,2%-მა პასუხი ვერ გასცა.შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის თუ არა სასჯელს?“ 64,4%-მა უპასუხა რომ სამართლიანად იხდის; 19,3% თვლის, რომ უსამართლოდ იხდის; 16,3% ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24851/67/248516753_305:0:2972:2000_1920x0_80_0_0_abd4107dae086f3e5e6e976d1ec5de80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
gorbi საქართველო მოსახლეობა უმრავლესობა რუსეთ-უკრაინა ომი ჩაბმა ჩართვა
gorbi საქართველო მოსახლეობა უმრავლესობა რუსეთ-უკრაინა ომი ჩაბმა ჩართვა
GORBI: საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთ-უკრაინის ომში ქვეყნის ჩაბმის წინააღმდეგია
23:57 13.06.2022 (განახლებულია: 01:00 14.06.2022) გამოკითხულთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ეთანხმება მთავრობას, არ შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს
თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგებით, რესპონდენტთა 69,8% მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა სწორად მოიქცა, როდესაც არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან მისი განცხადებით, ეს სანქციები ვერ დააზარალებდა რუსეთს, თუმცა სერიოზულ ზიანს მიაყენებდა ქართულ ეკონომიკას და მოსახლეობას.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა „გორბიმ" მიმდინარე წლის 2-7 ივნისს ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით ტელეფონით გამოიკითხა 1001 რესპონდენტი. ცდომილების ზღვარი შეადგენს +/- 3 პროცენტს.
მთავრობის ამ ნაბიჯს არ ეთანხმება გამოკითხულთა 27,1%, ხოლო 3,1%-მა პასუხი ვერ გასცა.
გარდა ამისა, გამოკითხულთა 77,6% ეთანხმება „ქართული ოცნების“ პოლიტიკას, არ ჩართოს საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში. შეკითხვაზე უარყოფითი პასუხი გასცა რესპონდენტთა 20,8%-მა, პასუხი ვერ გასცა 1,6%-მა.
Gorbi-ს გამოკითხვით, შეკითხვაზე: ყველაზე მეტად ვინ არის დაინტერესებული საქართველოში გაიხსნას მე-2 ფრონტი რუსეთთან?, პასუხევი ასე გადანაწილდა:
„ნაციონალური მოძრაობა“ - 28,5%;
უკრაინის მთავრობა - 8,6%;
საქართველოს მთავრობა - 2,1%;
შეკითხვაზე: „თუ დასავლეთი მოსთხოვს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმას, როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია?“ უმრავლესობამ - 83,6%-მა უპასუხა, რომ საქართველო არ უნდა ჩაებას ომში, 11,5% ამბობს, რომ საქართველო უნდა ჩაებას ომში; 4,9% კი ამბობს, რომ არ იცის.
შეკითხვაზე: „ოპოზიციის ნაწილი დასავლეთს სთხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერებს სანქციები დაუწესოს, ეთანხმებით?“ დადებითად გამოკითხულთა მხოლოდ 28,9%-მა უპასუხა. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება რესპონდენტთა 66,2%, 4,9%-მა პასუხი არ გასცა.
შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, დღევანდელი მოცემულობით, რამდენად იმსახურებს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს?“, გამოკითხულთა 85,9%-მა თქვა „იმსახურებს“, 10,9% კი მიიჩნევს, რომ „არ იმსახურებს“, 3,2%-მა პასუხი ვერ გასცა.
შეკითხვაზე: „თქვენი აზრით, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის თუ არა სასჯელს?“ 64,4%-მა უპასუხა რომ სამართლიანად იხდის; 19,3% თვლის, რომ უსამართლოდ იხდის; 16,3% ამბობს, რომ არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე.