ცხარე წიწაკა და მისი სასარგებლო თვისებები

© Pixabay / JillWellingtonცხარე წითელი წიწაკა ჩილი
ცხარე წითელი წიწაკა ჩილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.06.2022
გამოწერა
ცხარე წიწაკა მკურნალობს შინაგან ანთებით პროცესებს და ანადგურებს ავთვისებიან უჯრედებს. მას იყენებენ მიოზიტების, რევმატიზმის, პოლიართრიტის, პოდაგრის, ზედა სასუნთქი გზების კატარისა და სხვა დაავადებების დროს.
წიწაკა (Capsicum) ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარი; მრავალწლოვანი ბუჩქბალახია. კულტურაში გვხვდება ოთხი სახეობა. მათგან ევრაზიაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური წიწაკა (Capsicum annuum), ანუ ცხარე წიწაკა.
ზოგადად, წიწაკის მრავალი სახეობა არსებობს, რომლებიც ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა – ტკბილი და ცხარე. ცხარე წიწაკის სახეობაა წითელი წიწაკა, ანუ ჩილი chilli (აცტეკების ენიდან ითარგმნება, როგორც წითელი).
წიწაკის სამშობლოა ტროპიკული ამერიკა. მისი კულტივირება ევროპელების ამერიკაში ჩასვლამდე დიდი ხნით ადრე, დაახლოებით 6 ათასი წლის წინ მოხდა. ამაზე პერუს სამარხები მეტყველებს. ამჟამად წითელი წიწაკა ბევრგან მოჰყავთ, ძირითადად, ტროპიკულ ქვეყნებში, ყველაზე მეტი კი – ინდოეთსა და ტაილანდში.
ბულგარული წიწაკა - Sputnik საქართველო, 1920, 29.01.2018
წარმოშობით სამხრეთამერიკული, მაგრამ მაინც - ბულგარული
საინტერესო ფაქტი: წიწაკის სახეობა bhut jolokia გინესის რეკორდების წიგნშია შეტანილი, როგორც ყველაზე ცხარე წიწაკა. მისი სიცხარის მაჩვენებელი დაახლოებით მილიონ ერთეულს შეადგენს. ინდოეთში ამ წიწაკისგან მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ.
წითელი წიწაკის შემადგენლობა და კალორიულობა
წიწაკის ყველა სახეობა შეიცავს შაქარს, ცილებს, ცხიმებს, ეთერზეთებს, დიდი რაოდენობით უჯრედისს. ის მდიდარია ვიტამინებით А, С, Р, В, В1, В2, ასევე კალიუმითა და მანგანუმით.
მწიფე წითელი წიწაკა ექვსჯერ მეტ С-ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ლიმონი, ასევე ბევრად მეტია А-ვიტამინის შემცველობა, ვიდრე სტაფილოში.
სატაცურის სასარგებლო თვისებები>>

წითელ წიწაკას მკვეთრი არომატი აქვს და არის მწარე და ცხარე, რასაც განაპირობებს მასში შემავალი კაპსაცინის ნაერთი (რაც არ არის ბულგარულ წიწაკაში). ზოგიერთი სახეობა იმდენად ცხარეა, რომ მისი მიკარებაც კი კანის გაღიზიანებას იწვევს.
წითელი წიწაკის კალორიულობაა 100 გრამ პროდუქტზე 40 კკალორია.
წითელი წიწაკის სასარგებლო თვისებები
ცხარე წიწაკა კარგი მადის აღმძვრელი საშუალებაა. ამისთვის გამოიყენება სპირტზე დამზადებული წიწაკის ნაყენი, რომელსაც ჭამამდე 10-15 წვეთის ოდენობით იღებენ. მაგრამ ამ ნაყენის მიღება არ შეიძლება მათთვის, ვისაც აქვს საჭმლის მომნელებელი ორგანოების, თირკმელების, გულის პრობლემები.
როგორ გამოიყურება ჯანსაღი ხილი და ბოსტნეული - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2021
გენმოდიფიცირებული პროდუქტები – მითები და რეალობა
წიწაკა შეუცვლელი საშუალებაა მათთვის, ვისაც აქვს ნაწლავების დაავადებები, რადგან მას მაღალი ბაქტერიციდული მოქმედება გააჩნია.

ცხარე წიწაკა მკურნალობს შინაგან ანთებით პროცესებს და ანადგურებს ავთვისებიან უჯრედებს.
წიწაკას ნაყენის ან მალამოს სახით გარეგანად იღებენ მიოზიტების, რევმატიზმის, პოლიართრიტის, პოდაგრის, ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს. მაგალითად, მალამოს დასამზადებლად დაგჭირდებათ ერთი წილი ნაყენი და 3 წილი მცენარეული ცხიმი. მალამო ეფექტურია მცირე მოყინვის დროს.
ბროკოლი, ანუ სატაცურა კომბოსტო და მისი სასარგებლო თვისებები>>

კუნთებისა და სახსრებისთვის წიწაკისგან ამზადებენ სპეციალურ პლასტირებს.
ცხარე წიწაკა საშიშია, როდესაც:
ადამიანს აწუხებს სტენოკარდია, არითმია, ჰიპერტონია, აქვს დაავადებული ღვიძლი და თირკმელები, აქვს კუჭის წყლული, გასტრიტი, ნაწლავების ტრაქტის პრობლემები.

საკვების მომზადებისას ეცადეთ, ცხარე წიწაკა თვალში არ მოგხვდეთ. თუ ცხარე წიწაკა შეჭამეთ, წყლის დაყოლებას ეფექტი არ ექნება. ჯობს იოგურტი, რძე ან მაწონი დააყოლოთ, თუმცა ასევე კარგად „გადაწონის“ სიმწარეს ლიმონიც.
ყველა ახალი ამბავი
0