https://sputnik-georgia.com/20220611/dris-astroprognozi-11-ivnisi-267321954.html
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივნისი
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივნისი
Sputnik საქართველო
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები 11.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-11T00:15+0400
2022-06-11T00:15+0400
2022-06-11T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/04/248840481_0:36:2000:1161_1920x0_80_0_0_2d3baa4ebe17aefe32f13219c8b7de73.jpg
დღეს 2022 წლის 11 ივნისია, შაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.ბობოქარი გრძნობებისა და უკიდურესად დაჭიმული ნერვების დღეა, რაც გარშემომყოფებთან დაპირისპირებასა და ინტერესთა კონფლიქტებში შეიძლება გამოვლინდეს. სამაგიეროდ, ზოგიერთ სფეროში, მაგალითად შემოქმედებასა და სიყვარულში ძლიერი ემოციები არა დაბრკოლება, არამედ ჯილდო გახდება.დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 ივნისი>>ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან არ ენდოთ ლოგიკას. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით და ეცადეთ, შეაკავოთ მოულოდნელი ემოციური „შემოტევები“.ვერძი: თქვენი მოთმინების ფიალის ავსებისთვის ერთი წვეთიც საკმარისი იქნება. დღეს ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. თქვენი რისხვა ვინმეს რომ არ დაატეხოთ თავს, სჯობს, ენერგია უსაფრთხო კალაპოტში მიმართოთ – იაქტიურეთ, ფიზიკურად დაიტვირთეთ თავი.კურო: დღეს თქვენ და ლოგიკა ერთმანეთს ვერ შეეწყობით. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი „რკინისებრი“ არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა“ და „არ მინდა“. წამიერი ემოციების გავლენით შეცდომები რომ არ დაუშვათ, მოუსმინეთ და ენდეთ ახლობლების რჩევებს.ტყუპი: შესაძლოა, დღეს უმნიშვნელო მოვლენებს საჭიროზე მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნებისმიერი საბაბის გამო შეიძლება აღფრთოვანდეთ ან გაბრაზდეთ. ადვილი არ იქნება თქვენთან ურთიერთობა. თუ შეძლებთ ამ მძლავრი ემოციების გაკონტროლებას, დღე საკმაოდ საინტერესოდ ჩაივლის.კირჩხიბი: თუ მოინდომებთ, საჭირო ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. მოვლენები დაგეხმარებათ, რომ მომგებიანად აჩვენოთ თავი ხელმძღვანელობას, კოლეგებსა თუ ახლობელ ადამიანებს. ამისთვის მოვლენების ცენტრში უნდა აღმოჩნდეთ და არ მოგერიდოთ საკუთარი ნიჭის ჩვენება.ლომი: თქვენი ნების საწინააღმდეგოდ დღეს შეიძლება რაღაც მოვლენებსა და ინტრიგებში აღმოჩნდეთ. გარშემომყოფები თქვენით მანიპულირებას დაიწყებენ. შესაძლოა, სარისკო საქმეში ჩარევა ან რამე ჭორის გავრცელება მოგთხოვონ. ეს რომ არ მოხრდეს, სჯობს, სხვების საქმეებისგან თავი შორის დაიჭიროთ.ქალწული: დღეს იმპულსური მოქმედებები გახასიათებთ. უცაბედად გაჩენილი გრძნობა, ნაცნობობა, გართობა, მოულოდნელი გადაწყვეტილება, ფლირტი – დღეს შეიძლება ნებისმიერი ნაბიჯი გადადგათ. თავს ძალიანაც ნუ დაკარგავთ, რომ რაღაც მორალურ აკრძალვებს არ გადააბიჯოთ და ეს სანანებელი არ გაგიხდეთ.სასწორი: არაა გამორიცხული, რომ სიხარბისა და შურის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. ეს შეიძლება თქვენ მიმართ იყოს მომართული, ან თქვენ გამოამჟღავნოთ სხვების მიმართ. სიმშვიდისთვის სჯობს, მოერიდოთ კონტაქტებს თქვენზე წარმატებულ ადამიანებთან და თქვენც არ „გამოფინოთ“ სახალხოდ თქვენი წარმატებები.მორიელი: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტით იმოქმედებთ. ეს აზარტი, პირველ რიგში, გამოხატული იქნება სურვილში, რომ სხვებზე უკეთ გააკეთოთ საქმე. მეტოქეობა – რეალური თუ გამოგონილი – ბიძგს მოგცემთ სამსახურშიც, ყოფაშიცა და სიყვარულშიც, რომ სხვებზე უკეთესი და პირველი იყოთ.მშვილდოსანი: თქვენ წინაშე დღეს რაღაც იდუმალი ამოცანები შეიძლება გაჩნდეს. ლოგიკა უკან დაიხევს და წინა პლანზე ინტუიცია გამოვა. რა საიდუმლოს ამოხნაც არ უნდა დაგჭირდეთ, ამის დედუქციის მეშვეობით გაკეთება რთული იქნება. დასკვნების გასაკეთებლად სიცარიელეს მხოლოდ ინტუიციის დახმარებით ამოავსებთ.თხის რქა: გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რამე ახალს „მოუსინჯოთ კბილი“. ეს შეიძლება იყოს სპორტის ექსტრემალური სახეობა, ახალი ცოდნა ან სიყვარული. თუ გყავთ რჩეული ადამიანი, გაატარეთ მასთან საღამო, ოღონდ არა ჩვეული სცენარით. თუ მარტოხელა ბრძანდებით, კარი ღიაა ახალი ნაცნობობისა და ექსპერიმენტებისთვის.მერწყული: შეიძლება პრობლემა გქონდეთ თვითორგანიზებულობასთან დაკავშირებით. გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების გაკეთება. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ეცადოთ სიტუაციის შეცვლას, არამედ ცოტა ხნით შეისვენოთ, გაერთოთ. საქმეები მოიცდის. ამისთვის შესაფერისი დრო მალე დადგება.თევზები: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ბედი გაგიღიმებთ. მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. შეიძლება გაგიმართლოთ სიყვარულში, ფულში, გაიგოთ სასიამოვნო ახალი ამბავი. ასევე თუ რამე გეგმა გაქვთ, რომლის განხორციელებას იღბალიც სჭირდება, ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით. იმოქმედეთ!
https://sputnik-georgia.com/20220609/rodis-da-rogor-kargaven-siyvaruls-zodiaqos-nisnebi-267282524.html
https://sputnik-georgia.com/20220607/zodiaqo-iumoristuli-daxasiateba-267206791.html
https://sputnik-georgia.com/20180427/zodiaqo-mamakacis-xiblis-12-elferi-240236046.html
https://sputnik-georgia.com/20220131/zodiaqo-qalebis-sigijeebi-263968165.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24884/04/248840481_203:0:1798:1196_1920x0_80_0_0_23b8cf8f6118c8be346446aa4c0b0d16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 ივნისი
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 11 ივნისია, შაბათი. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
ბობოქარი გრძნობებისა და უკიდურესად დაჭიმული ნერვების დღეა, რაც გარშემომყოფებთან დაპირისპირებასა და ინტერესთა კონფლიქტებში შეიძლება გამოვლინდეს. სამაგიეროდ, ზოგიერთ სფეროში, მაგალითად შემოქმედებასა და სიყვარულში ძლიერი ემოციები არა დაბრკოლება, არამედ ჯილდო გახდება.
ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან არ ენდოთ ლოგიკას. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ფულთან დაკავშირებით და ეცადეთ, შეაკავოთ მოულოდნელი ემოციური „შემოტევები“.
ვერძი: თქვენი მოთმინების ფიალის ავსებისთვის ერთი წვეთიც საკმარისი იქნება. დღეს ნებისმიერმა წვრილმანმა შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. თქვენი რისხვა ვინმეს რომ არ დაატეხოთ თავს, სჯობს, ენერგია უსაფრთხო კალაპოტში მიმართოთ – იაქტიურეთ, ფიზიკურად დაიტვირთეთ თავი.
კურო: დღეს თქვენ და ლოგიკა ერთმანეთს ვერ შეეწყობით. პრაქტიკულად ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, ნაკარნახევი იქნება ისეთი „რკინისებრი“ არგუმენტებით, როგორიცაა „მინდა“ და „არ მინდა“. წამიერი ემოციების გავლენით შეცდომები რომ არ დაუშვათ, მოუსმინეთ და ენდეთ ახლობლების რჩევებს.
ტყუპი: შესაძლოა, დღეს უმნიშვნელო მოვლენებს საჭიროზე მეტი ყურადღება მიაქციოთ. ნებისმიერი საბაბის გამო შეიძლება აღფრთოვანდეთ ან გაბრაზდეთ. ადვილი არ იქნება თქვენთან ურთიერთობა. თუ შეძლებთ ამ მძლავრი ემოციების გაკონტროლებას, დღე საკმაოდ საინტერესოდ ჩაივლის.
კირჩხიბი: თუ მოინდომებთ, საჭირო ადამიანებზე კარგ შთაბეჭდილებას მოახდენთ. მოვლენები დაგეხმარებათ, რომ მომგებიანად აჩვენოთ თავი ხელმძღვანელობას, კოლეგებსა თუ ახლობელ ადამიანებს. ამისთვის მოვლენების ცენტრში უნდა აღმოჩნდეთ და არ მოგერიდოთ საკუთარი ნიჭის ჩვენება.
ლომი: თქვენი ნების საწინააღმდეგოდ დღეს შეიძლება რაღაც მოვლენებსა და ინტრიგებში აღმოჩნდეთ. გარშემომყოფები თქვენით მანიპულირებას დაიწყებენ. შესაძლოა, სარისკო საქმეში ჩარევა ან რამე ჭორის გავრცელება მოგთხოვონ. ეს რომ არ მოხრდეს, სჯობს, სხვების საქმეებისგან თავი შორის დაიჭიროთ.
ქალწული: დღეს იმპულსური მოქმედებები გახასიათებთ. უცაბედად გაჩენილი გრძნობა, ნაცნობობა, გართობა, მოულოდნელი გადაწყვეტილება, ფლირტი – დღეს შეიძლება ნებისმიერი ნაბიჯი გადადგათ. თავს ძალიანაც ნუ დაკარგავთ, რომ რაღაც მორალურ აკრძალვებს არ გადააბიჯოთ და ეს სანანებელი არ გაგიხდეთ.
სასწორი: არაა გამორიცხული, რომ სიხარბისა და შურის ტყვეობაში აღმოჩნდეთ. ეს შეიძლება თქვენ მიმართ იყოს მომართული, ან თქვენ გამოამჟღავნოთ სხვების მიმართ. სიმშვიდისთვის სჯობს, მოერიდოთ კონტაქტებს თქვენზე წარმატებულ ადამიანებთან და თქვენც არ „გამოფინოთ“ სახალხოდ თქვენი წარმატებები.
მორიელი: პრაქტიკულად ნებისმიერ საქმეში ჯანსაღი აზარტით იმოქმედებთ. ეს აზარტი, პირველ რიგში, გამოხატული იქნება სურვილში, რომ სხვებზე უკეთ გააკეთოთ საქმე. მეტოქეობა – რეალური თუ გამოგონილი – ბიძგს მოგცემთ სამსახურშიც, ყოფაშიცა და სიყვარულშიც, რომ სხვებზე უკეთესი და პირველი იყოთ.
მშვილდოსანი: თქვენ წინაშე დღეს რაღაც იდუმალი ამოცანები შეიძლება გაჩნდეს. ლოგიკა უკან დაიხევს და წინა პლანზე ინტუიცია გამოვა. რა საიდუმლოს ამოხნაც არ უნდა დაგჭირდეთ, ამის დედუქციის მეშვეობით გაკეთება რთული იქნება. დასკვნების გასაკეთებლად სიცარიელეს მხოლოდ ინტუიციის დახმარებით ამოავსებთ.
თხის რქა: გაგიჩნდებათ სურვილი, რომ რამე ახალს „მოუსინჯოთ კბილი“. ეს შეიძლება იყოს სპორტის ექსტრემალური სახეობა, ახალი ცოდნა ან სიყვარული. თუ გყავთ რჩეული ადამიანი, გაატარეთ მასთან საღამო, ოღონდ არა ჩვეული სცენარით. თუ მარტოხელა ბრძანდებით, კარი ღიაა ახალი ნაცნობობისა და ექსპერიმენტებისთვის.
მერწყული: შეიძლება პრობლემა გქონდეთ თვითორგანიზებულობასთან დაკავშირებით. გაგიჭირდებათ ყოველდღიური საქმეების გაკეთება. ვარსკვლავები გირჩევენ, არ ეცადოთ სიტუაციის შეცვლას, არამედ ცოტა ხნით შეისვენოთ, გაერთოთ. საქმეები მოიცდის. ამისთვის შესაფერისი დრო მალე დადგება.
თევზები: ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ბედი გაგიღიმებთ. მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის. შეიძლება გაგიმართლოთ სიყვარულში, ფულში, გაიგოთ სასიამოვნო ახალი ამბავი. ასევე თუ რამე გეგმა გაქვთ, რომლის განხორციელებას იღბალიც სჭირდება, ამაზე უკეთეს დროს ვერ იპოვით. იმოქმედეთ!