https://sputnik-georgia.com/20220609/ra-riskebs-sheicavs-mjdomare-samushao-267289431.html
რა რისკებს შეიცავს მჯდომარე სამუშაო?
რა რისკებს შეიცავს მჯდომარე სამუშაო?
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მჯდომარე, საოფისე სამუშაო და მასთან დაკავშირებული რისკები – თბილისში აღნიშნულ თემაზე სემინარი გაიმართა, იუწყება შრომის ინსპექციის... 09.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-09T18:13+0400
2022-06-09T18:13+0400
2022-06-09T23:13+0400
საქართველო
თბილისი დღეს
ადამიანის უფლებები საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23372/96/233729662_0:52:2101:1233_1920x0_80_0_0_f7459fc0209a5c19d24f8866aa8492a9.jpg
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მჯდომარე, საოფისე სამუშაო და მასთან დაკავშირებული რისკები – თბილისში აღნიშნულ თემაზე სემინარი გაიმართა, იუწყება შრომის ინსპექციის სამსახური.მჯდომარე სამუშაო ჯანმრთელობისთვის უხილავ რისკს წარმოადგენს. ევროპის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სააგენტოს (EU OSHA) მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმებულთა 28% სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. დამატებით 30% კი აღნიშნავს, რომ დროის მეოთხედს უთმობს მჯდომარე სამუშაოს შესრულებას. შესაბამისად, დასაქმებულთა 60%-სთვის მჯდომარე სამუშაო მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.სემინარზე, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაიმართა, საოფისე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები განიხილეს. ექსპერტებმა აუდიტორიას გაუზიარეს ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა. მომსახურების სფერო, წარმოება, საავტომობილო მრეწველობა, ონლაინ-სერვისები, ეროვნული და საერთაშორისო ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ადმინისტრაციული საქმიანობა – ეს მხოლოდ იმ სექტორთა მცირე ჩამონათვალია, სადაც დომინირებს მჯდომარე სამუშაოები.თუ დიდხანს გიწევთ ერთ ადგილზე ჯდომა, იცოდეთ, რომ...>>>როგორც შრომის ინსპექციაში აღნიშნეს, ეს სფეროები საქართველოს ეკონომიკაშიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი და მათი წილი ეროვნულ ეკონომიკაში კიდევ უფრო იზრდება.აღნიშნული სემინარი არის EU OSHA-ს მიმდინარე კამპანიის - „დატვირთვის შემსუბუქება“ ნაწილი და ხაზს უსვამს მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და პრობლემასთან გამკლავების გზებს.შეხვედრას ესწრებოდნენ დარგობრივი ასოციაციების, შრომის უსაფრთხოების კომპანიებისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23372/96/233729662_194:0:1905:1283_1920x0_80_0_0_523a7362f8157953082ddb3ac8415a5f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, ადამიანის უფლებები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, ადამიანის უფლებები საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. მჯდომარე, საოფისე სამუშაო და მასთან დაკავშირებული რისკები – თბილისში აღნიშნულ თემაზე სემინარი გაიმართა, იუწყება შრომის ინსპექციის სამსახური.
მჯდომარე სამუშაო ჯანმრთელობისთვის უხილავ რისკს წარმოადგენს. ევროპის შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის სააგენტოს (EU OSHA) მონაცემების თანახმად, ევროკავშირის ტერიტორიაზე დასაქმებულთა 28% სამუშაო დროის უმეტეს ნაწილს მჯდომარე მდგომარეობაში ატარებს. დამატებით 30% კი აღნიშნავს, რომ დროის მეოთხედს უთმობს მჯდომარე სამუშაოს შესრულებას. შესაბამისად, დასაქმებულთა 60%-სთვის მჯდომარე სამუშაო მნიშვნელოვან რისკ-ფაქტორს წარმოადგენს.
სემინარზე, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურისა და ევროკავშირის დაძმობილების პროექტის ფარგლებში გაიმართა, საოფისე სამუშაოსთან დაკავშირებული რისკები განიხილეს. ექსპერტებმა აუდიტორიას გაუზიარეს ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო პრაქტიკა.
მომსახურების სფერო, წარმოება, საავტომობილო მრეწველობა, ონლაინ-სერვისები, ეროვნული და საერთაშორისო ვაჭრობა, სატელეკომუნიკაციო მომსახურება, ადმინისტრაციული საქმიანობა – ეს მხოლოდ იმ სექტორთა მცირე ჩამონათვალია, სადაც დომინირებს მჯდომარე სამუშაოები.
როგორც შრომის ინსპექციაში აღნიშნეს, ეს სფეროები საქართველოს ეკონომიკაშიც მნიშვნელოვნადაა წარმოდგენილი და მათი წილი ეროვნულ ეკონომიკაში კიდევ უფრო იზრდება.
აღნიშნული სემინარი არის EU OSHA-ს მიმდინარე კამპანიის - „დატვირთვის შემსუბუქება“ ნაწილი და ხაზს უსვამს მჯდომარე სამუშაოსთან დაკავშირებულ გამოწვევებს და პრობლემასთან გამკლავების გზებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ დარგობრივი ასოციაციების, შრომის უსაფრთხოების კომპანიებისა და შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები.