საქართველოში პოლიციის რეფორმა გაგრძელდება

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება წერეთლის გამზირზე
პოლიციის განყოფილება წერეთლის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
თბილისის ყველა რაიონში მუშაობა დაიწყეს მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომლებმაც უბნის ინსპექტორები შეცვალეს.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აპირებს გააგრძელოს პოლიციის სისტემის რეფორმა, ძირითადი აქცენტი კრიმინალურ პოლიციაზე და რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე გაკეთდება, ნათქვამია მთავრობის ანგარიშში.
საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია.

ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აქტიურ ფაზაშია კრიმინალური პოლიციის რეფორმა, რომლის მიზანია გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფა და გახსნილი საქმეების მაჩვენებლის გაზრდა, რომელიც ამჟამად 50%-ს არ აღემატება.

გამოძიების ხარისხის გასაუმჯობესებლად უკვე გაიმიჯნა გამომძიებლებისა და პროკურორების უფლებამოსილებები და მიმდინარეობს მუშაობა გამომძიებლის როლის ამაღლებისა და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
გარდა ამისა, საქართველოში საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გრძელდება მუშაობა დანაშაულის პრევენციისა და რეგიონებში წესრიგის უზრუნველყოფის ახალ სისტემაზე.
თბილისის ყველა რაიონში მუშაობა უკვე დაიწყეს მართლწესრიგის ოფიცრებმა, რომლებმაც უბნის ინსპექტორები შეცვალეს. მოგვიანებით ეს რეფორმა მთელ საქართველოში გავრცელდება.
დანაშაული საქართველოში: 2022 წლის ბოლო მონაცემები >>
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 1 იანვრიდან 30 აპრილის ჩათვლით საქართველოში დაახლოებით 19,3 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც 3,3%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
საქართველოში ყველაზე გავრცელებული დანაშაულებია ქურდობა, ნარკოდანაშაული, ოჯახური ძალადობა, სატრანსპორტო დანაშაული, მუქარა.
წყარო - სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება
ყველა ახალი ამბავი
0