საცხოვრებელი ფართები 944 დევნილ ოჯახს დაუკანონდება

© photo: Sputnik / Stringerახალი აშენებული სახლი
ახალი აშენებული სახლი - Sputnik საქართველო, 1920, 08.06.2022
გამოწერა
დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონდებათ და აღნიშნული პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, განაცხადეს სამინისტროში.
თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. მთელი ქვეყნის მასშტაბით საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში იძულებით გადაადგილებულ 944 ოჯახს გადაეცემა. ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 850 დევნილ ოჯახს ახალგადაცემული ბინები დაუკანონდება, 94 ოჯახი კი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში წლების განმავლობაში ცხოვრობდა.
მინისტრის მოადგილის ილია ღუდუშაურის განცხადებით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები მთელი ქვეყნის მასშტაბით უკანონდებათ და ეს პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებული კომისიის გადაწყვეტილება შუამდგომლობისთვის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მას საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
ყველა ახალი ამბავი
0