https://sputnik-georgia.com/20220608/dasavleti-da-ruseti-267248562.html
დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად რუსეთთან დიდი ხნით დაპირისპირებისთვის
დასავლეთი არ აღმოჩნდა მზად რუსეთთან დიდი ხნით დაპირისპირებისთვის
Sputnik საქართველო
ელენა კარაევა 08.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-08T11:10+0400
2022-06-08T11:10+0400
2022-06-08T15:55+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267216351_0:134:3167:1915_1920x0_80_0_0_fe9b5009548c0fe170749e128db541b7.jpg
ელენა კარაევა„არ ღირს რუსეთის დამცირება, რათა იმ დღეს, როდესაც დასრულდება საბრძოლო მოქმედებები, ჩვენ შევძლოთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიური არხებით. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის როლია – იყოს შუამავალი სახელმწიფო“, – ეს არის ციტატა ემანუელ მაკრონის ინტერვიუდან, რომელიც მან რეგიონულ პრესას მისცა.ამ ინტერვიუს შემდგომმა კომენტარებმა ცხადყო, რომ სინამდვილეში ევროპულ საზოგადოებას უკვე აინტერესებს არა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობა, არა იძულებით გადაადგილებულ პირთა ბედ-იღბალი, რომელთა დიდმა ნაწილმა თავშესაფარი კონტინენტური ევროპის ქვეყნებში მიიღო, არამედ - „როდის დასრულდება ეს ყველაფერი“.სიტყვა „ეს“ გულისხმობს იმ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგებს, რომლებიც მიიღეს როგორც ნაციონალურმა მთავრობებმა, ისე ბრიუსელმა, მათივე სიტყვებით, „რუსი აგრესორის“ მოსათოკად.ასეთი იყო პროექტი. რეალობა კი, მთელი დასავლური საზოგადოების გასაკვირად, რომელიც ოცნებობდა თავდახრილი რუსეთის ხილვას, დაწერილ სცენარს ეწინააღმდეგება. ხოლო იმის შესახებ, რომ რეალობა სწორედ ასეთია, საკუთარ ინტერნეტ-ბლოგში თავად საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა განაცხადა.კერძოდ, მან თქვა, რომ „ზაფხულის დადგომასთან და მოგზაურობების დაწყებასთან ერთად, რომელიც წლის ამ დროს უკავშირდება, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ დიზელის საწვავის, ბენზინისა და (საავიაციო) ნავთის დეფიციტის წინაშე“.საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა სცადეს ბიროლის ნათქვამის უარყოფა. მთავარი თეზისის სახით, რომელმაც, მათი აზრით, უნდა დაამშვიდოს პანიკურად განწყობილი, მაგრამ პროგრესისა და დემოკრატიის რწმენით განმსჭვალული საზოგადოება, შემდეგი რამ განაცხადეს: „უახლოეს სამ თვეში თვითმფრინავებისა და ავტომობილების საწვავთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა წარმოიქმნას, ვინაიდან კვარტალის მარაგი გარანტირებულია“.მაგრამ რა იქნება სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, როდესაც უნდა ამოქმედდეს ემბარგო რუსულ ნავთობზე, ამის თქმის გამბედაობა არავის ყოფნის.ბიროლი კი განაგრძობს და აცხადებს, რომ ენერგომატარებლების დეფიციტი მომხმარებლებისთვის გაგრძელდება უფრო დიდხანს, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინანდელი ცნობილი ენერგეტიკული კრიზისი.ოცდაათიანების დასაწყისის დიდი დეპრესია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ბედნიერი დასასრულის მქონე უწყინარ მონათხრობს ჰგავდა. დღეს კი პროგრესული საზოგადოებისთვის ჯოჯოხეთი წინასწარი კეკლუცობის გარეშე დაიწყება. ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა შეიძლება სასტიკ რეალობად იქცეს შემოდგომაზე, ისევე, როგორც უგლუტენო ხორბლის ფასები.ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში განცხრომაში მყოფმა კოლექტიურმა დასავლეთმა დაკარგა კრიტიკულად აზროვნების და კრიზისების განვითარების პერსპექტივების სწორად შეფასების უნარი. ნებისმიერი კრიზისისა, არა მხოლოდ გეოპოლიტიკურის.ყველას ახსოვს, რა ხდებოდა აშშ-სა და ევროპაში პანდემიის დროს. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა პანდემიას.კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან მათი დიდი სოციუმი პროგრესის მხარესაა, ამ ბლოკის ქვეყნებში ცუდი არაფერი მოხდება.ტერაქტები? არასოდეს. გამოღვიძება მეტად მტკივნეული აღმოჩნდა და მრავალი ათასი სიცოცხლე წაიღო.ევროპაში გეოპოლიტიკური კრიზისის გამწვავებამ კვლავ გამოამჟღავნა იმ პირთა გაუგონარი ქედმაღლობა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი თავიანთ ოცნებებში ხედავდნენ რუსეთს „ღარიბს, საცოდავს, განადგურებული ეკონომიკით“. და კვლავ გამოღვიძება. სანქციების პირველი, მეორე და მომდევნო პაკეტების დამწესებელთაგან ვინ იცოდა, რომ რუსეთი და ბელარუსი, მაგალითად, მინერალური სასუქების მთელი მსოფლიო წარმოების თითქმის ნახევარს აკონტროლებენ?მაგრამ მთავარი შეცდომა, როგორც გაირკვა, იყო არა მატერიალურ, არამედ იდეურ სამყაროში. ცალკეული წარუმატებელი პერსონაჟები დასავლელ პოლიტიკოსებს ტვინს ურევდნენ იმით, თუ როგორი ძლიერი განხეთქილებაა დღეს რუსულ საზოგადოებაში. საზოგადოება კი შეკრული აღმოჩნდა. მან ძალიან სწრაფად გააცნობიერა, ვინ იცავს მათ პრინციპებსა და ფასეულობებს და ვინაა მზად, ივაჭროს ამ პრინციპებით და ფასეულობებით.კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ხედავს, რა მოუტანა გეოპოლიტიკურმა კრიზისმა ევროპასა და აშშ-ს და დაღლილია რუსეთის მიმართ წამოწყებული სანქციების ომით, ცდილობს წინანდელი ქედმაღლობის შენარჩუნებას, მაგრამ რიტორიკას ცვლის და საუბრობს „საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე“. როგორც მაკრონი. და ასახელებს ქვეყანასაც, რომელიც დღევანდელი გამწვავებული სიტუაციიდან გამარჯვებული და პრაქტიკულად ზარალის გარეშე გამოვა. სიურპრიზების გარეშე – ეს რუსეთია.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
https://sputnik-georgia.com/20220601/evropis-sanqciebi-267050803.html
https://sputnik-georgia.com/20220504/evropelebs-devniebistvis-fuli-da-motmineba-gamoeliat-266417474.html
https://sputnik-georgia.com/20220412/evropa-omsi-midis-265935505.html
https://sputnik-georgia.com/20220406/evropa-mzadaa-daeces-general-yinvis-setevis-win-265798588.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/06/07/267216351_217:0:2948:2048_1920x0_80_0_0_8805d301d9a54a926da3e77b7d9cd0a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ანალიტიკა, მოსაზრება
„არ ღირს რუსეთის დამცირება, რათა იმ დღეს, როდესაც დასრულდება საბრძოლო მოქმედებები, ჩვენ შევძლოთ გამოსავლის პოვნა დიპლომატიური არხებით. დარწმუნებული ვარ, საფრანგეთის როლია – იყოს შუამავალი სახელმწიფო“, – ეს არის ციტატა ემანუელ მაკრონის ინტერვიუდან, რომელიც მან რეგიონულ პრესას მისცა.
ამ ინტერვიუს შემდგომმა კომენტარებმა ცხადყო, რომ სინამდვილეში ევროპულ საზოგადოებას უკვე აინტერესებს არა სპეციალური სამხედრო ოპერაციის მსვლელობა, არა იძულებით გადაადგილებულ პირთა ბედ-იღბალი, რომელთა დიდმა ნაწილმა თავშესაფარი კონტინენტური ევროპის ქვეყნებში მიიღო, არამედ - „როდის დასრულდება ეს ყველაფერი“.
სიტყვა „ეს“ გულისხმობს იმ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგებს, რომლებიც მიიღეს როგორც ნაციონალურმა მთავრობებმა, ისე ბრიუსელმა, მათივე სიტყვებით, „რუსი აგრესორის“ მოსათოკად.
ასეთი იყო პროექტი. რეალობა კი, მთელი დასავლური საზოგადოების გასაკვირად, რომელიც ოცნებობდა თავდახრილი რუსეთის ხილვას, დაწერილ სცენარს ეწინააღმდეგება. ხოლო იმის შესახებ, რომ რეალობა სწორედ ასეთია, საკუთარ ინტერნეტ-ბლოგში თავად საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა განაცხადა.
კერძოდ, მან თქვა, რომ „ზაფხულის დადგომასთან და მოგზაურობების დაწყებასთან ერთად, რომელიც წლის ამ დროს უკავშირდება, ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ დიზელის საწვავის, ბენზინისა და (საავიაციო) ნავთის დეფიციტის წინაშე“.
საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მოლოდინში ფრანგმა ოფიციალურმა პირებმა სცადეს ბიროლის ნათქვამის უარყოფა. მთავარი თეზისის სახით, რომელმაც, მათი აზრით, უნდა დაამშვიდოს პანიკურად განწყობილი, მაგრამ პროგრესისა და დემოკრატიის რწმენით განმსჭვალული საზოგადოება, შემდეგი რამ განაცხადეს: „უახლოეს სამ თვეში თვითმფრინავებისა და ავტომობილების საწვავთან დაკავშირებით პრობლემა არ უნდა წარმოიქმნას, ვინაიდან კვარტალის მარაგი გარანტირებულია“.
მაგრამ რა იქნება სექტემბერში, ოქტომბერში, ნოემბერსა და დეკემბერში, როდესაც უნდა ამოქმედდეს ემბარგო რუსულ ნავთობზე, ამის თქმის გამბედაობა არავის ყოფნის.
ბიროლი კი განაგრძობს და აცხადებს, რომ ენერგომატარებლების დეფიციტი მომხმარებლებისთვის გაგრძელდება უფრო დიდხანს, ვიდრე ნახევარი საუკუნის წინანდელი ცნობილი ენერგეტიკული კრიზისი.
ოცდაათიანების დასაწყისის დიდი დეპრესია გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში ბედნიერი დასასრულის მქონე უწყინარ მონათხრობს ჰგავდა. დღეს კი პროგრესული საზოგადოებისთვის ჯოჯოხეთი წინასწარი კეკლუცობის გარეშე დაიწყება. ელექტროენერგიის პერიოდული გათიშვა შეიძლება სასტიკ რეალობად იქცეს შემოდგომაზე, ისევე, როგორც უგლუტენო ხორბლის ფასები.
ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში განცხრომაში მყოფმა კოლექტიურმა დასავლეთმა დაკარგა კრიტიკულად აზროვნების და კრიზისების განვითარების პერსპექტივების სწორად შეფასების უნარი. ნებისმიერი კრიზისისა, არა მხოლოდ გეოპოლიტიკურის.
ყველას ახსოვს, რა ხდებოდა აშშ-სა და ევროპაში პანდემიის დროს. რამდენი ადამიანი ემსხვერპლა პანდემიას.
კოლექტიური დასავლეთის პოლიტიკურმა წრეებმა გადაწყვიტეს, რომ რადგან მათი დიდი სოციუმი პროგრესის მხარესაა, ამ ბლოკის ქვეყნებში ცუდი არაფერი მოხდება.
ტერაქტები? არასოდეს. გამოღვიძება მეტად მტკივნეული აღმოჩნდა და მრავალი ათასი სიცოცხლე წაიღო.
ევროპაში გეოპოლიტიკური კრიზისის გამწვავებამ კვლავ გამოამჟღავნა იმ პირთა გაუგონარი ქედმაღლობა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. ისინი თავიანთ ოცნებებში ხედავდნენ რუსეთს „ღარიბს, საცოდავს, განადგურებული ეკონომიკით“. და კვლავ გამოღვიძება. სანქციების პირველი, მეორე და მომდევნო პაკეტების დამწესებელთაგან ვინ იცოდა, რომ რუსეთი და ბელარუსი, მაგალითად, მინერალური სასუქების მთელი მსოფლიო წარმოების თითქმის ნახევარს აკონტროლებენ?
მაგრამ მთავარი შეცდომა, როგორც გაირკვა, იყო არა მატერიალურ, არამედ იდეურ სამყაროში. ცალკეული წარუმატებელი პერსონაჟები დასავლელ პოლიტიკოსებს ტვინს ურევდნენ იმით, თუ როგორი ძლიერი განხეთქილებაა დღეს რუსულ საზოგადოებაში. საზოგადოება კი შეკრული აღმოჩნდა. მან ძალიან სწრაფად გააცნობიერა, ვინ იცავს მათ პრინციპებსა და ფასეულობებს და ვინაა მზად, ივაჭროს ამ პრინციპებით და ფასეულობებით.
კოლექტიური დასავლეთი, რომელიც ხედავს, რა მოუტანა გეოპოლიტიკურმა კრიზისმა ევროპასა და აშშ-ს და დაღლილია რუსეთის მიმართ წამოწყებული სანქციების ომით, ცდილობს წინანდელი ქედმაღლობის შენარჩუნებას, მაგრამ რიტორიკას ცვლის და საუბრობს „საბრძოლო მოქმედებების დასრულებაზე“. როგორც მაკრონი. და ასახელებს ქვეყანასაც, რომელიც დღევანდელი გამწვავებული სიტუაციიდან გამარჯვებული და პრაქტიკულად ზარალის გარეშე გამოვა. სიურპრიზების გარეშე – ეს რუსეთია.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე