https://sputnik-georgia.com/20220504/evropelebs-devniebistvis-fuli-da-motmineba-gamoeliat-266417474.html
ევროპელებს დევნილებისთვის ფული და მოთმინება გამოელიათ
ევროპელებს დევნილებისთვის ფული და მოთმინება გამოელიათ
Sputnik საქართველო
ელენა კარაევა 04.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-04T14:22+0400
2022-05-04T14:22+0400
2022-05-04T17:03+0400
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1f/265641809_0:0:3035:1708_1920x0_80_0_0_08104f7e4c733681f4ef83a2bf63c4cd.jpg
ელენა კარაევაევროპაში სოლიდარობა ისევე სწრაფად დასრულდა, როგორც ზეთის მარაგი. რუსეთ-უკრაინას შორის გეოპოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ფრანგები უკვე უჩივიან სტრესსა და დაღლილობას. სიტუაციის გამწვავების დროს უკრაინიდან გამოქცეულ დევნილთა მასპინძლობის მსურველმა მეხუთე რესპუბლიკის მოქალაქეებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავს დატეხილი პრობლემების გამო კვნესას მოუმატეს. „ფიგარო“ აღწერს მათ სირთულეებს, დაწყებულს ცხოვრების სტილით, ენობრივი ბარიერით, განსხვავებული ცხოვრების წესით.ელვის სისწრაფით გაიზარდა ცხელი წყლის, უბრალოდ წყლის გადასახადები, ასევე ყოველდღიური ხარჯი. სტუმრები, როგორც გაირკვა, არ საუბრობენ ფრანგულად და, გარდა ფულისა, მასპინძლებს უწევთ თითოეული ფრანგისთვის ფასდაუდებელი თავისუფალი დროის ხარჯვა სრულიად უცხო ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად.როგორც შედეგი – ფაქიზი საერთო ფრანგული ფსიქიკა სერიოზულად ზიანდება. ინფანტილობის გათვალისწინების გარეშეც რისკი, რომელიც უკრაინელი დევნილების შეფარების მსურველებმა საკუთარ თავზე აიღეს, სრულად ან თითქმის სრულად იქნა იგნორირებული მათი მხრიდან.იგნორირებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფრანგები სამყაროს ვარდისფერ ფერებში ხედავენ, არამედ იმიტომაც, რომ ბოლო პერიოდში საერთო ევროპული საზოგადოებრივი აზრი გამუდმებით პროპაგანდისტული ზემოქმედების ქვეშ იყო.საინფორმაციო ევროპული სიმფონიის მთელ ძალისხმევას ხელისუფლებისთვის საჭირო გამოძახილი უნდა გამოეწვია. ამან განაპირობა თხრობის სტილიც, რომლის მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ ევროპულად ჩაცმული, ევროპული მანერების მქონე ახალგაზრდები.კიდევ უკეთესი იყო, თუ მათ ჰყავდათ ცხოველები.„ჩვენ მზად ვართ, მივიღებთ, ველოდებით“.პოლიტიკოსებმა, მათმა ანგარიშვალდებულმა მასმედიამ და ამ მედიის ხელმძღვანელებმა ფრანგებს იგივე ოინი გაუკეთეს, რაც ადრე, როდესაც საჭირო იყო მშობლიური მიწიდან განდევნილი მილიონობით სირიელის მიღება.საჭიროა მინიმალური ხარჯით აიძულო სოციუმი, უმასპინძლონ ადამიანებს, რომლებიც, სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში მიღებული დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების გამო იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ სახლები. ძალიან მარტივია.უნდა დააჯერო სოციუმი, რომ ეს ადამიანები „ისეთივე ხალხია, როგორებიც ჩვენ, ხედავთ, ჰყავთ ფისოები და აკვარიუმებიც კი აქვთ“. და მაშინვე ამ უბედურების მასპინძლობის მსურველთა რიგი დადგება.რა იქნება შემდეგ, ერთ კვირაში, ერთ თვეში, როდესაც მასპინძლები გაარკვევენ, რომ ხიზნები სულაც არ ჰგვანან მათ, აქვთ სერიოზული პრობლემები, არ იციან ენა – ეს პროპაგანდისტებს უკვე აღარ აინტერესებთ.პრობლემების არშემჩნევა და სამყაროს აღქმა ვარდისფერ ფერებში დღეს გახდა ერთგვარი სავაჭრო მარკა, ევროპული კონტინენტური საგარეო პოლიტიკის made in. ასევე პასუხისმგებლობის სხვისთვის, მათ შორის, რიგითი ევროპელი გადასახადების გადამხდელებისთვის გადაბარების უნარი.ამიტომ იმის მოყოლა, როგორ ზღაპრულად ეგებებიან მარსელში საკრუიზო ხომალდით ჩასულ უკრაინელებს, როგორ ზრუნავენ მათზე (ჯერჯერობით), როგორ ეხმარებიან და მხარში უდგანან, სავსებით შესაძლებელია, საჭიროც კი. აი იმის მოყოლა კი, რა ელოდება ამ ადამიანებს მათი რაოდენობის გათვალისწინებით (575 ადამიანი) ექვსი კვირის შემდეგ, როდესაც ხომალდი ხმელთაშუა ზღვისპირეთში რეისებს განაახლებს – არ შეიძლება. ისევე, როგორც არ შეიძლება ხსენება იმისა, რომ მარსელში საცხოვრებელი, ღარიბულიც კი, ძნელად თუ იშოვება.არ ღირს ამაზე ლაპარაკი, რადგან ყველაფერმა, რაც ვარდისფერ ევროპულ ბარათებს სცდება, შეიძლება გამოიწვიოს ჩანერგილი მანტრის – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დევნილებო!“ რღვევა და ეჭვები, ფლობენ თუ არ ფლობენ ერთიან ევროპაში გადაწყვეტილებების მიმღები პირები ფორმალური ლოგიკის უნარ-ჩვევებს.შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ არსებობს გულწრფელი სოლიდარობა, ნამდვილი გულუხვობა, ისევე, როგორც ახლობლის გულწრფელი სიყვარული. არამედ არსებობს მხოლოდ კეკლუცობის სურვილი.მეფეები და მათი საერთო ევროპული სამეფო კარი სოლიდარობისა და გულუხვობის იდეის გავრცელებისას შედეგად შიშვლები აღმოჩნდნენ. და ეს ილუზიებთან განშორების მხოლოდ დასაწყისია, რაც ძალიან მტკივნეული იქნება.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/1f/265641809_112:0:2843:2048_1920x0_80_0_0_9b4395305cd2511e097e0969c04acceb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მოსაზრება
ევროპაში სოლიდარობა ისევე სწრაფად დასრულდა, როგორც ზეთის მარაგი. რუსეთ-უკრაინას შორის გეოპოლიტიკური კრიზისის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ფრანგები უკვე უჩივიან სტრესსა და დაღლილობას. სიტუაციის გამწვავების დროს უკრაინიდან გამოქცეულ დევნილთა მასპინძლობის მსურველმა მეხუთე რესპუბლიკის მოქალაქეებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, თავს დატეხილი პრობლემების გამო კვნესას მოუმატეს. „ფიგარო“ აღწერს მათ სირთულეებს, დაწყებულს ცხოვრების სტილით, ენობრივი ბარიერით, განსხვავებული ცხოვრების წესით.
ელვის სისწრაფით გაიზარდა ცხელი წყლის, უბრალოდ წყლის გადასახადები, ასევე ყოველდღიური ხარჯი. სტუმრები, როგორც გაირკვა, არ საუბრობენ ფრანგულად და, გარდა ფულისა, მასპინძლებს უწევთ თითოეული ფრანგისთვის ფასდაუდებელი თავისუფალი დროის ხარჯვა სრულიად უცხო ადამიანების პრობლემების გადასაჭრელად.
როგორც შედეგი – ფაქიზი საერთო ფრანგული ფსიქიკა სერიოზულად ზიანდება. ინფანტილობის გათვალისწინების გარეშეც რისკი, რომელიც უკრაინელი დევნილების შეფარების მსურველებმა საკუთარ თავზე აიღეს, სრულად ან თითქმის სრულად იქნა იგნორირებული მათი მხრიდან.
იგნორირებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ფრანგები სამყაროს ვარდისფერ ფერებში ხედავენ, არამედ იმიტომაც, რომ ბოლო პერიოდში საერთო ევროპული საზოგადოებრივი აზრი გამუდმებით პროპაგანდისტული ზემოქმედების ქვეშ იყო.
საინფორმაციო ევროპული სიმფონიის მთელ ძალისხმევას ხელისუფლებისთვის საჭირო გამოძახილი უნდა გამოეწვია. ამან განაპირობა თხრობის სტილიც, რომლის მთავარი მოქმედი გმირები იყვნენ ევროპულად ჩაცმული, ევროპული მანერების მქონე ახალგაზრდები.
კიდევ უკეთესი იყო, თუ მათ ჰყავდათ ცხოველები.
„ჩვენ მზად ვართ, მივიღებთ, ველოდებით“.
პოლიტიკოსებმა, მათმა ანგარიშვალდებულმა მასმედიამ და ამ მედიის ხელმძღვანელებმა ფრანგებს იგივე ოინი გაუკეთეს, რაც ადრე, როდესაც საჭირო იყო მშობლიური მიწიდან განდევნილი მილიონობით სირიელის მიღება.
საჭიროა მინიმალური ხარჯით აიძულო სოციუმი, უმასპინძლონ ადამიანებს, რომლებიც, სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქში მიღებული დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების გამო იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ სახლები. ძალიან მარტივია.
უნდა დააჯერო სოციუმი, რომ ეს ადამიანები „ისეთივე ხალხია, როგორებიც ჩვენ, ხედავთ, ჰყავთ ფისოები და აკვარიუმებიც კი აქვთ“. და მაშინვე ამ უბედურების მასპინძლობის მსურველთა რიგი დადგება.
რა იქნება შემდეგ, ერთ კვირაში, ერთ თვეში, როდესაც მასპინძლები გაარკვევენ, რომ ხიზნები სულაც არ ჰგვანან მათ, აქვთ სერიოზული პრობლემები, არ იციან ენა – ეს პროპაგანდისტებს უკვე აღარ აინტერესებთ.
პრობლემების არშემჩნევა და სამყაროს აღქმა ვარდისფერ ფერებში დღეს გახდა ერთგვარი სავაჭრო მარკა, ევროპული კონტინენტური საგარეო პოლიტიკის made in. ასევე პასუხისმგებლობის სხვისთვის, მათ შორის, რიგითი ევროპელი გადასახადების გადამხდელებისთვის გადაბარების უნარი.
ამიტომ იმის მოყოლა, როგორ ზღაპრულად ეგებებიან მარსელში საკრუიზო ხომალდით ჩასულ უკრაინელებს, როგორ ზრუნავენ მათზე (ჯერჯერობით), როგორ ეხმარებიან და მხარში უდგანან, სავსებით შესაძლებელია, საჭიროც კი.
აი იმის მოყოლა კი, რა ელოდება ამ ადამიანებს მათი რაოდენობის გათვალისწინებით (575 ადამიანი) ექვსი კვირის შემდეგ, როდესაც ხომალდი ხმელთაშუა ზღვისპირეთში რეისებს განაახლებს – არ შეიძლება. ისევე, როგორც არ შეიძლება ხსენება იმისა, რომ მარსელში საცხოვრებელი, ღარიბულიც კი, ძნელად თუ იშოვება.
არ ღირს ამაზე ლაპარაკი, რადგან ყველაფერმა, რაც ვარდისფერ ევროპულ ბარათებს სცდება, შეიძლება გამოიწვიოს ჩანერგილი მანტრის – „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დევნილებო!“ რღვევა და ეჭვები, ფლობენ თუ არ ფლობენ ერთიან ევროპაში გადაწყვეტილებების მიმღები პირები ფორმალური ლოგიკის უნარ-ჩვევებს.
შეიძლება აღმოჩნდეს, რომ არ არსებობს გულწრფელი სოლიდარობა, ნამდვილი გულუხვობა, ისევე, როგორც ახლობლის გულწრფელი სიყვარული. არამედ არსებობს მხოლოდ კეკლუცობის სურვილი.
მეფეები და მათი საერთო ევროპული სამეფო კარი სოლიდარობისა და გულუხვობის იდეის გავრცელებისას შედეგად შიშვლები აღმოჩნდნენ. და ეს ილუზიებთან განშორების მხოლოდ დასაწყისია, რაც ძალიან მტკივნეული იქნება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე