უკრაინის ოცნება ახდა: ევროპა მას ბევრ ფულს ასესხებს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich
  - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
რუსეთის მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ერთიანი პოზიციის შესახებ ხმამაღალი სიტყვებისა და უკრაინის გეოპოლიტიკური კრიზისის შეფასების მიღმა ჩაიკარგა იტალიის მინისტრთა კაბინეტის მეთაურის მარიო დრაგის მოკლე რეპლიკა, რომელმაც მოკრძალებით აღნიშნა, რომ „კავშირის თითქმის ყველა დიდი ქვეყანა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგია“.
როგორც ცნობილია, უსიამოვნო ფაქტების გადმოცემა ჯობს თავაზიანად, უხმაუროდ და თითქოსდა შემთხვევით.
უარის შესარბილებლად და კიევის საყვედურების თავიდან ასარიდებლად ბრიუსელში გადაწყვიტეს, რომ უკრაინის ხელისუფლებისთვის ფულის მიცემა აჯობებდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2022
ევროპელებს დევნილებისთვის ფული და მოთმინება გამოელიათ
უკრაინელებმა კი განაცხადეს, რომ აგრესორთან გასამკლავებლად თვეში დაახლოებით ხუთი მილიარდი ევრო სჭირდებათ. ბრიუსელი დაჰპირდა ცხრა მილიარდი ევროს მიცემას. ანუ ორი თვის განმავლობაში კიევი შეძლებს საშინაო საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულებას. თუმცა ევროპელებმა შეაპარეს, რომ ეს ფული საკრედიტო რესურსია. სხვა სიტყვებით, კიევს, მართლია, დიდი დროით და დაბალი პროცენტით, მაგრამ მაინც სესხი მისცეს.
ბრიუსელმა გადაწყვიტა რუსეთი დაეტოვებინა ზედმეტი შემოსავლის გარეშე, რომელსაც იგი ენერგომატარებლების გაყიდვით შოულობს.
ემბარგო წესდება ნავთობზე, რომელიც ტანკერებით გადააქვთ. ზღვით გატანილ შავ ოქროზე უარი ევროპამ უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში უნდა თქვას.
როგორც კი ეს ფონ დერ ლაიენმა და მიშელმა განაცხადეს, ბარელის ფასი ლონდონის ბირჟაზე მაშინვე ზევით-ზევით წავიდა. ევროზონის ქვეყნებში ინფლაცია 8-პროცენტიან ბარიერს ასცდა. ლიტვაში კი ფულის თითქმის 17 პროცენტამდე გაუფასურებას ვარაუდობენ.
  - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2022
ევროპა ომში მიდის
გაერთიანებულმა ევროპამ ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩინა, რომ რუსეთის ნედლმა ნავთობმა მალევე იპოვა გასაღების ახალი ბაზრები. ინდოეთმა ოფიციალურ დონეზე მიანიშნა, რომ რუსეთიდან ნავთობის იმპორტს წინა წელთან შედარებით ცხრაჯერ გაზრდიდა.
იმდენად გაუკვირდათ, რომ გაისმა ინდოეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოწოდებებიც. ბორელმაც ვეღარ შეიკავა თავი და განაცხადა: „ჩვენ ამდენად ძლიერები არ ვართ“.
სიტუაციაში თავი გამოიჩინა ვიქტორ ორბანმა. როგორ არ ეცადნენ მის მოსყიდვას ევროპელი ლიბერალები, მაგრამ უნგრეთის პრემიერმა არ დათმო და ამომრჩევლები არ გააწბილა.
„ჩვენ შევძელით დაპირების შესრულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მთავრობამ ოჯახებს მისცა, და წარმატებით აღვკვეთეთ ევროკომისიის მცდელობა, აეკრძალა უნგრეთში რუსული ნავთობის გამოყენება“, – აღნიშნა ორბანმა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2022
ევროპა მზადაა დაეცეს გენერალ ყინვის წინაშე
ველოსიპედები და სკუტერები, რომლებზეც ევროპელებს მათი ლიდერები სვამენ, მხოლოდ ამომრჩევლებისთვის, გადასახადების გადამხდელებისთვის არის განკუთვნილი, ხოლო ფეშენებელური ავტომობილები იმათთვისაა, ვინც თავი ამ ხალხის მორალურ და პოლიტიკურ ლიდერებად დაინიშნა.
უსაფრთხოების თემას ამ რთულ პოლიტიკურ მომენტში გვერდს ვერ აუვლიდნენ.
გერმანელებმაც კი, რომლებმაც ორჯერ გააჩაღეს ომი და ორჯერ გამოაცხადეს კაპიტულაცია, გადაწყვიტეს ბუნდესვერის ბიუჯეტის მკვეთრად გაზრდა – ასიგნება 100 მილიარდ ევროს შეადგენს. დასაწყისისთვის.
გერმანიას არც საფრანგეთი ჩამორჩა. მაკრონიც გეგმავს სამხედრო ბიუჯეტის გადახედვას – გაზრდის მიმართულებით.
ახალ ანტირუსულ სანქციებს აწესებენ ისინი, ვინც უპირატესობას ანიჭებს ძვირფასი ტრანსპორტით გადაადგილებას, სამუშაო საათების გატარებას კარგი ვენტილაციის მქონე შენობებში, სწორ და მრავალფეროვან კვებას, ვინც ამჯობინებს, არ იცოდეს რა ხდება იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მათ გადაწყვეტილებებზე არიან დამოკიდებული, ვინც სისხლის ნაცვლად ხილის წვენს ხედავს, ხოლო იაფფასიან ისტერიკებს აღიქვამს, როგორც წუხილს.
უკრაინელი ქალი უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
ევროპა ყიდის უკრაინას – მთლიანად და ცალ-ცალკე
საქმე მხოლოდ ის კი არ არის, რომ ევროპული პოლიტიკური წრის ეს პერსონაჟები შორს არიან ხალხისგან, არამედ ის, რომ მათ მითვისებული აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, რა არის კარგი და რა ცუდი, დანიშნონ მართლები და დაღი დაასვან დამნაშავეებს. კიდევ, შეზღუდონ ნორმალური კონკურენცია ბიზნესში და გააჩუმონ ისინი, ვინც მათ არ ეთანხმება.
უზურპატორებისა და ცრუ პოლიტიკოსების ფინალი, როგორც წესი, სამწუხაროა. და რამდენი ანტირუსული სანქციაც არ უნდა დააწესონ, ამ სავალალო დასასრულის აცილებას ვერ შეძლებენ, მიუხედავად მთელი რიტორიკისა ერთიანობის თაობაზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0