ევროპა ყიდის უკრაინას – მთლიანად და ცალ-ცალკე

© photo: Sputnik / Viktor Tolochko / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინელი ქალი უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე
უკრაინელი ქალი უკრაინა–ბელარუსის საზღვარზე - Sputnik საქართველო, 1920, 16.03.2022
გამოწერა
ელენა კარაევა
არაერთი უარის შემდეგ - „არა, ფრენის აკრძალულ ზონას არ გამოვაცხადებთ“, „არა, ევროკავშირში დაჩქარებული პროცედურებით არ მიგიღებთ“, დადგა ზუსტად ის სიცხადე, მიზნების დასახვა და როლი, რომლის შესასრულებლადაც მოუწოდეს ახლანდელ უკრაინას.
მიუხედავად მხარდაჭერის შეძახილებისა, რომლებიც ყველა ისტერიული უთოდან ისმის, მიუხედავად მრავალი მილიონისა და მილიარდის გამოყოფისა და გადარიცხვისა, დროა ვაღიაროთ და გულწრფელად ვთქვათ: უკრაინა მოატყუეს და მისადგმელ სკამზე მჯდომარე დატოვეს — თანაც არა სასტუმრო ოთახში, არამედ სამოახლოში.
მაგრამ სკამზე კიევის ხელისუფლება ზის. ისინი, ვინც მას ენდობოდა, ხმა მისცა ყველაზე დემოკრატიულად, ვინც, როგორც ამბობენ, რეგულარულად იხდიდა გადასახადებს, ვინც მას აქებდა და ვისაც ეს ხელისუფლება არ მოსწონდა, ასევე აღმოჩნდა ქვეყნიდან გასვლის გზაზე. ისინი ამ ხელისუფლებისგან მიტოვებულები აღმოჩნდნენ. ბედის ანაბარად.
აბა, სხვაგვარად როგორ შეიძლება აღწერო და შეაფასო თითქმის სამი მილიონი ადამიანის ბედი, რომლებიც, გაეროს მონაცემებით, უკვე ლტოლვილებად იქცნენ? სწორედ იმ ლტოლვილებად, ვის შესახვედრადაც გაერთიანებული ევროპა მზადაა, რომ ფართოდ ხელგაშლილი შეხვდეს (ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ).
გაერთიანებული ევროპა, რომელშიც რუსულ-უკრაინულ კრიზისამდეც უკვე იყო გასული 35 მლნ-ზე მეტი ისეთი ადამიანი, რომლებიც იძულებული გახდნენ, არჩევანი გაეკეთებინათ საჭმელსა და თბილ საცხოვრებელს შორის. ერთიანი და მდიდარი ევროპა, რომელშიც ქალაქის პარკებსა და მიტოვებულ ავტოგვირაბებში გაშლილი უკანონო კარვები ცხოვრების ნაცნობ დეტალად იქცა.
ერთიანი ევროპა, სადაც მისი მოქალაქეები საყიდლებზე გასვლამდე არანაკლებ ერთიან ვალუტას ითვლიან.
ერთიანი ევროპა, სადაც თითოეულ სახელმწიფოს ელის ინფლაციის ახალი ტალღა და, ცხადია, ამას ფასების მომდევნო მატება მოჰყვება თითქმის ყველაფერზე.
ეს ერთიანი ევროპა თავისი დაპირებების შესაბამისად, რომლებიც საჯაროდაც გასცა და პრივატულადაც, ვალდებული იქნება, კიდევ თითქმის სამი მილიონი კაცი მიიღოს. და უზრუნველყოს ისინი — უკვე ყველა კანონებისა და კონვენციების შესაბამისად — საცხოვრებლით, საკვებით, ნებისმიერი დონის განათლებით — სასკოლოდან უმაღლესამდე, მედიცინით — ასევე ნებისმიერი დონისა: ჩვეულებრივი აცრებიდან ურთულეს ქირურგიულ ოპერაციებამდე.
თუ დავამატებთ, რომ ლტოლვილების უმეტესი ნაწილი ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან, ნათელი გახდება, რომ გაერთანებულ ევროპას ძალიან სერიოზულად, გამართულად და რეგულარულად მოუწევს მოფხიკოს ყველა კუთხე-კუნჭული, რათა ამ ყველაფრისთვის საკმარისი თანხა მოიძიოს ბიუჯეტში. კიდევ იგივე ევროპას გადასახადების გაზრდა და საპენსიო ასაკის აწევა მოუხდება.
სხვაგვარად უკვე დაცარიელებული ხაზინის შევსება შეუძლებელია, ვინაიდან იქიდან პანდემიის გამო ითხოვდნენ ფულს, ვინაიდან იქიდან გაედინებოდა ასიგნებები ბიზნესის მხარდასაჭერად, ვინაიდან იქიდან, როგორც უჯრიდან, ისე იღებდნენ ფულს.
ან ევროცენტრობანკს საბეჭდი დაზგის მთელი სიმძლავრით ამუშავება მოუწევს, რაც, თავის მხრივ, ისევ და ისევ ააჩქარებს ინფლაციას, რასაც ფასების ახალი მატება მოჰყვება.
თუმცა არსებობს ამ მოტყუებული მილიონების, უბედური ხალხის მიღების სხვა გზაც.
ემოციურად გახურებული და კარგად დატრიალებული დეზინფორმაციული კამპანია რუსეთის წინააღმდეგ გამიზნულია არა მხოლოდ უკრაინაში სამხედრო სპეცოპერაციის მიზნების, მნიშვნელობისა და იდეის დეჰუმანიზაციისთვის, არამედ ევროპელი ობივატელის „დასაქოქადაც“.
ამ ობივატელებით მანიპულირება, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში არ იცოდნენ, რა იყო შიმშილი, სიცივე და რას ნიშნავს ჰაერში დარჩენა, უფულოდ და უსახლკაროდ, აღმოჩნდა, რომ ძალიან ადვილია.
საფრანგეთის მთავრობამ აამუშავა ონლაინ პლატფორმა, რომელზეც ქვეყნის ყველა მცხოვრებს შეუძლია მოხალისედ დარეგისტრირება, ლტოლვილების საცხოვრებით ნებაყოფლობით უზრუნველყოფა, საფრანგეთის ბიუროკრატიულ ჯოჯოხეთში მათი ნებაყოფლობითი დახმარება, ენის მასწავლებლად ნებაყოფლობით მუშაობა. გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება.
ზუსტად როგორ და რა ფორმით მიიღებენ ლტოლვილებს უკრაინიდან, ვის მიერ და როდის, შეიძლება ნახოთ რეპორტაჟებში, სადაც ისინი მხიარულად აცხადებენ, რომ „რეჟისმა და მონიკამ გადაწყვიტეს სახლში დამატებითი ოთახი გამოეყოთ ახალგაზრდა ორშვილიანი დედისთვის“. ენთუზიაზმისა და თანაგრძნობის ტალღაზე ყველაფერი იდილიურად გამოიყურება. მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს იდილია ორი ხანდაზმული ადამიანის სახლში, რომლებიც ცხოვრების გარკვეულ ტემპსა და დონესაა შეჩვეული, ძნელი სათქმელია.
უცხო ქვეყანაში დასახლება, უცხო ენობრივი და კულტურული გარემო - თუნდაც ლტოლვილის სტატუსის მიღების დაჩქარებული პროცედურის შემთხვევაში - მტკივნეული, ხანგრძლივი და ძალიან რთული პროცესია. ევროპული რეალობა, რომელშიც, რომანტიკოსებისა და იდეალისტების აზრით, „ბევრი დემოკრატია, ბევრი თავისუფლებაა“, სინამდვილეში ცივი, უკიდურესად რაციონალური, მაქსიმალურად ბიუროკრატიზებულია. და იმ გზის გავლას, რომლის გავლაც უკრაინიდან გაქცეულებს ელით, ევროპელები ნამდვილად არ დათანხმდებიან. ისინი სხვა კულტურაში არიან აღზრდილები.
ეს კულტურა, კერძოდ, ვარაუდობს, რომ ქველმოქმედებისთვის ყველა შემოწირულობა შედის წლიურ საგადასახადო დეკლარაციაში, რათა ამ გზით დასაბეგრი შემოსავალი შემცირდეს. ამიტომაც დახმარებაზე დახარჯული ფული ან სხვა სახსრები ბოლო ევროცენტამდე ითვლება. ეს გარკვეულწილად განსხვავდება იმისგან, რაც სლავურ კულტურაში არის მიღებული — ბოლო პერანგის გახდისა და ბოლო ლუკმის გაყოფისგან, რისთვისაც შემდგომში ფინანსური შემოწმებისთვის ანგარიშს არ ითხოვენ.
ევროპა, რომელიც კეთილდღეობაში ცხოვრებასაა მიჩვეული უკვე მრავალი საუკუნის განმავლობაში, ჯერ კიდევ გულდასმით განიხილავს სად, როგორ და რაზე შეიძლება იშოვოს ფული ამ სიტუაციაში.
და თუნდაც ეს არ იყოს პირდაპირი მონეტიზაცია საშუალო ან გრძელვადიან პერსპექტივაში, კეთილშობილი და სტუმართმოყვარე ერთიანი კონტინენტის სახე, რომელიც ჩვენ თვალწინ კონსტრუირდება, ასევე განიხილება ინვესტიციად.
ვინაიდან ეს სახე მოტყუებისა და ღალატის საშუალებას იძლევა განსაკუთრებული ზიანის გარეშე — ყოველთვის შეიძლება პროცედურის, ბიუროკრატიისა თუ ცხოვრებისეული სირთულეებისთვის გადაბრალება.
დაიწყეს ამის გაგება კიევში? თუ რიგი ნიშნებით ვიმსჯელებთ, დიახ, დაიწყეს.
მაგრამ, როდის გაიგებენ ამას ისინი, ვისაც ევროპა დღეს ოდნავ განახლებული ლოზუნგით იღებს — „მოგესალმებით, ლტოლვილებო!" — ძნელი სათქმელია. მაგრამ ის ფაქტი, რომ იმ უბედურებისთვის, რომლებმაც საკუთარი ხელისუფლების ბრალით დაკარგეს ქვეყანა, ილუზიებისა და რწმენის დაკარგვა ევროპაში ბედის მორიგი დარტყმა იქნება. ეს უკვე დღესაა აშკარა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0