https://sputnik-georgia.com/20220606/saucxoelebis-raodenoba-maissi-samjer-gaizarda-267171443.html
უცხოელების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მაისში ეწვივნენ, სამჯერ გაიზარდა
უცხოელების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მაისში ეწვივნენ, სამჯერ გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველომ მაისში ტურიზმის პანდემიამდელი მაჩვენებლები თითქმის 50 პროცენტით აღადგინა. 06.06.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-06-06T15:12+0400
2022-06-06T15:12+0400
2022-06-06T20:05+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24873/06/248730620_0:156:3000:1844_1920x0_80_0_0_0336b0f4d61202a040aa1278a03ee2c2.jpg
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 228,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.საქართველომ მაისში 359,2 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და 2019 წლის მაჩვენებელი 49,7 პროცენტით აღადგინა.ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 264,3 ათასი იყო ტურისტული, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე 173,9%-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით ნაკადი 62,3%-ით არის აღდგენილი.ჯამში 2022 წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში საქართველოს ესტუმრა 1,2 მლნ საერთაშორისო მოგზაური, რაც 2021 წლის იანვარი–მაისის მაჩვენებელზე 257,8%-ით მეტია. მაჩვენებლები კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით 39,5%-ით აღდგა.საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა>>წლის დასაწყისიდან ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 906,7 ათასი ტურისტული იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 213,8%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელი 54,8%-ით არის აღდგენილი, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.ტურიზმის როლიკორონავირუსის პანდემიამდე, რომელმაც ტურიზმის სფერო განსაკუთრებით დააზარალა, ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა. ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღორძინებისთვის ამ სფეროს აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია.საქართველოს ტურიზმმა რეკორდულ წარმატებას 2019 წელს მიაღწია, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.პანდემიის დაწყებიდან ტურიზმის სფერო პრაქტიკულად გაჩერდა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.2021 წლიდან ტურიზმის აქტიური აღდგენა დაიწყო – საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 45,1%-ით მეტია.2021 წელს ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავალმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.
https://sputnik-georgia.com/20220602/saqartvelo-wef-reitingsi-44-adgilzea-267047501.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24873/06/248730620_168:0:2833:1999_1920x0_80_0_0_241cf5ec52aac85d692b1ce7442c438c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა
უცხოელების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მაისში ეწვივნენ, სამჯერ გაიზარდა
15:12 06.06.2022 (განახლებულია: 20:05 06.06.2022) საქართველომ მაისში ტურიზმის პანდემიამდელი მაჩვენებლები თითქმის 50 პროცენტით აღადგინა.
თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოში მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რიცხვი 228,5%-ით გაიზარდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველომ მაისში 359,2 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო და 2019 წლის მაჩვენებელი 49,7 პროცენტით აღადგინა.
ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 264,3 ათასი იყო ტურისტული, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე 173,9%-ით მეტია, ხოლო 2019 წელთან შედარებით ნაკადი 62,3%-ით არის აღდგენილი.
ჯამში 2022 წლის დასაწყისიდან ხუთ თვეში საქართველოს ესტუმრა 1,2 მლნ საერთაშორისო მოგზაური, რაც 2021 წლის იანვარი–მაისის მაჩვენებელზე 257,8%-ით მეტია. მაჩვენებლები კორონავირუსის პანდემიამდე არსებულ პერიოდთან შედარებით 39,5%-ით აღდგა.
წლის დასაწყისიდან ვიზიტების საერთო რაოდენობიდან 906,7 ათასი ტურისტული იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 213,8%-ით მეტია. 2019 წელთან შედარებით მაჩვენებელი 54,8%-ით არის აღდგენილი, ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის
ინფორმაციაში.
კორონავირუსის პანდემიამდე, რომელმაც ტურიზმის სფერო განსაკუთრებით დააზარალა, ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა. ქვეყანაში საქმიანი აქტიურობის აღორძინებისთვის ამ სფეროს აღდგენა ძალზე მნიშვნელოვანია.
საქართველოს ტურიზმმა რეკორდულ წარმატებას 2019 წელს მიაღწია, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა.
პანდემიის დაწყებიდან ტურიზმის სფერო პრაქტიკულად გაჩერდა. ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა – 1,7 მილიონამდე.
2021 წლიდან ტურიზმის აქტიური აღდგენა დაიწყო – საქართველოში დაახლოებით 1,6 მლნ ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მონაცემებთან შედარებით 45,1%-ით მეტია.
2021 წელს ქვეყნის ტურიზმიდან შემოსავალმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.