საქართველო ფრანკფურტის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგა

© Photo: Courtesy of Georgian National Book Centerსაქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
IMEX2022-ზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 7 წევრ კომპანიასთან ერთად მონაწილეობდა.
თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გერმანიაში ფრანკფურტის საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა.
IMEX2022-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო 7 წევრ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. გამოფენაში მონაწილეობდნენ სასტუმროებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები.
გამოფენის ფარგლებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს პოტენციურ პარტნიორებთან: აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ომანის, ტაილანდისა და ინდოეთის სტუმარმასპინძლობისა და ღონისძიებების სფეროს წარმომადგენლებთან, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ტურისტები შავი ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო, 1920, 02.06.2022
საქართველო WEF-ის მსოფლიო ტურიზმის რეიტინგში 44-ე ადგილზეა
მოეწყო პრეზენტაცია, სადაც უცხოურ კომპანიებს საქართველოს საქმიანი ტურიზმის პოტენციალი გააცნეს.
შეხვედრებზე განიხილეს საქართველოში მასშტაბური კონფერენციების გამართვის და კორპორაციული ტურების ორგანიზების საკითხები.
ყველა ახალი ამბავი
0