რას ამბობენ ადგილობრივები დონბასისთვის ბრძოლაზე

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2022
გამოწერა
ვიქტორ ზვანცევი
ქალაქი ლუგანსკის ოლქის საზღვარზე - იყო უმნიშვნელოვანესი ლოკაცია დონბასში უკრაინული დაჯგუფების მოსამარაგებლად. ახლა აქ რუსული ჯარი და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის არმიის მებრძოლები დგანან. სასტიკი ბრძოლების მიუხედავად, ქალაქი ყველა სამოქალაქო პირს არ დაუტოვებია.

სტრატეგიული მნიშვნელობა

მარიუპოლს ჰგავს: დამწვარი მრავალსართულიანი სახლები, თითქმის მთლიანად განადგურებული კერძო სექტორი, ჭურვით გახვრეტილი ტაძრის გუმბათი. ბრძოლების დაწყებისთანავე თითქმის ყველა სამოქალაქო პირი გაემგზავრა. ზოგიერთ სახლში უკრაინელმა სამხედროებმა საცეცხლე წერტილები მოაწყვეს.
ლუგანსკის მებრძოლი საცხოვრებელს ათვალიერებს. მაგრამ გამნაღმველების მისვლამდე არაფერს ეხება. „უკან დახევისას ყველაფერს ნაღმავენ. ტოვებენ დისტანციურ ვიდეოკამერებს, - ამბობს იგი. - ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ ჩვენი ჯარების გადაადგილებას ადევნონ თვალი და პოზიციები ააფეთქონ. ბევრ უკრაინელს, განსაკუთრებით, ქვეყნის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილებში, არ ესმის, რომ არავითარი ზავი აქ არ ყოფილა“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
რა ხდება მარიუპოლის პორტში: მიმოხილვა
სისხლისმღვრელი ბრძოლები იყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციები შემაღლებულზეა, ასეთების აღება ყოველთვის რთულია. ამასთან, საკვანძო სარკინიგზო სადგური მომარაგებისთვის მნიშვნელოვანი ადგილია. ქალაქში სროლები დღემდე ისმის. კვლავ ფეთქდება ნაღმები და ჭურვები. რეპუბლიკის მებრძოლების თქმით, ტყვედ ისინი არ ბარდებიან, ბოლომდე იბრძვიან.

„ჯერ კიდევ მაშინ გაემგზავრნენ“

პენსიაზე გასვლის შემდეგ ვლადიმერი პოპასნაიაში გადავიდა საცხოვრებლად. დიდხანს მუშაობდა ჩრდილოეთში. დანაზოგით სახლი აიშენა. 2014 წელს მის მეზობლად უკრაინელი სამხედროები დაბანაკდნენ. ერთი თვის წინ ეს რაიონი ფრონტის ხაზზე აღმოჩნდა.
„სროლები არ წყდება, - ყვება იგი. - გარაჟის სარდაფში ვიმალები ხოლმე. მაგრამ წასვლას აზრი არ აქვს“.
ადგილობრივებს უკრაინის შეიარაღებული ძალები არ ეკონტაქტებოდნენ. არც საჭმელს უყოფდნენ, იგონებს ვლადიმერი. დიდი-დიდი, სიგარეტი შეეთავაზებინათ. მიტოვებულ სახლებს ტეხდნენ, მიჰქონდათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა. მისი თქმით, მანქანებიც მიჰყავდათ „არმიისთვის“. „თუმცა ჯერ კიდევ რვა წლის წინ მოსახლეობის დიდი ნაწილი მიხვდა, საით მიდიოდა ყველაფერი და რუსეთში გაემგზავრა, - დასძენს ანდრეი, ვლადიმერის მეზობელი. - სპეცსამსახურების თანამშრომლები მაშინ სახლებში დადიოდნენ და ხალხს ეკითხებოდნენ, იბრძოდა თუ არა ოჯახის წევრი ლუგანსკსის მხარეს. ერთი სამი წლითაც ჩასვეს იმის გამო, რომ ტელეფონით ჯარში წასულ შვილს ესაუბრებოდა. თითქოს პოზიციების კოორდინატებს გადასცემდა.
  - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
სევეროდონეცკის „ქვაბი“ ევროპის „ერთობას“ ხლეჩს
პოპასნოიში ჯერ კიდევ რვა წლის შექმნილი ბატალიონ „აიდარის“ ბაზა იყო.
„იქ ხალხს დონბასიდან არ აგროვებდნენ, თავიანთ მიწაზე არ იბრძვიან და აქ არავინ და არაფერი ჰყავთ შესაცოდი“.

კატასტროფის ზღვარზე

ლუგანსკის სამხედროები გადარჩენილ სახლებს ათვალიერებენ, აღწერენ მცხოვრებლებს.
„ვეხმარებით, როგორც შეგვიძლია: პროდუქტებით, წამლებით. თუ საჭიროა, ექიმები მოგვყავს“, - ჰყვება ადგილობრივი მცხოვრები. - ამ დღეებში 99 წლის მარტოხელა ბებო ვიპოვეთ. ორი კვირა ქუჩაში არ გამოსულა და არაფერი უჭამია. გამოვიძახეთ გამნაღმველები - საზაფხულო სამზარეულოს სახურავში აუფეთქებელი ჭურვი იყო გაჭედილი.
„შვილს კიბო აქვს, მკურნალობს ბელგოროდის ოლქში, - ჰყვება მოხუცი ქალი.
რით უნდა დამეხმაროს“, მეზობლები მაქცევდნენ ყურადღებას, მაგრამ ახლა ისინიც გაემგზავრნენ. მე არ მინდა - აქ ჩემი სახლია“.
ადამიანები თანდათანობით გამოდიან სარდაფებიდან. მართალია, მიწისქვეშ უსაფრთხოა, მაგრამ ჯერ კიდევ ცივა.
რუბეჟნოეს დამკრძალავი ჯგუფი გარდაცვლილებს ეძებს - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2022
„მშვიდობიან მოსახლეობას ესვრიან“: რა ხდება რუბეჟნოეში
„რამდენიმე დღის წინ, მორიგი სროლის დროს, როგორც ყოველთვის, სარდაფში ჩავედი, - ყვება ტატიანა. - ჭურვი სახლს მოხვდა, გაჩნდა ხანძარი, სარდაფის კარი კი ჩაიხერგა. საბედნიეროდ, მეზობლებმა ხანძარი წყლით ჩააქრეს, კარი გაათავისუფლეს და ამომიყვანეს.
თავის გადამრჩენელებთან ცხოვრობს. აქვთ ბურღულეული, მაკარონი, მწნილები. მაგრამ ეს ცოტაა, ქალაქს ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება. მართალია, სამხედროები დახმარების რეგულარულად მიტანას დაპირდნენ. მაგრამ საჭიროა, ვითარება პოპასნოიში დამშვიდდეს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს მასალაში გამოთქმულ მოსაზრებებს და პასყხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0