https://sputnik-georgia.com/20220413/raxdeba-mariupolis-portsi-265955951.html
რა ხდება მარიუპოლის პორტში: მიმოხილვა
რა ხდება მარიუპოლის პორტში: მიმოხილვა
Sputnik საქართველო
ვიქტორ ზვანცევი 13.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-13T14:54+0400
2022-04-13T14:54+0400
2022-04-13T19:10+0400
მიმოხილვები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265955700_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_e0f0bbb09c7fb45abddd5de1f6a39d13.jpg
ვიქტორ ზვანცევიდონეცკის ჯარმა ალყაში მოაქცია მარიუპოლის პორტი, სადაც „აზოვის“ ბატალიონის გადარჩენილი დანაყოფები აფარებენ თავს. ნაციონალისტების ლიდერები ცდილობენ საჰაერო გზით გაქცევას, მათი ქვეშევრდომები – სახმელეთოთი.ნავსადგურში იმალებიან მსროლელები, ტანკისტები. Т-72 გამოდის ბეტონის ბლოკიდან, სამჯერ ისვრის და კვლავ იმალება. საპასუხოდ მისკენ მიფრინავს ნაღმები, მაგრამ სამიზნემდე ვერ აღწევს.„მართალია, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ, მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ ძლიერია – ამბობს დონეცკის სპეცდანიშნულების ბრიგადის მსროლელი. – რამდენიმე საათის წინ ჩვენი ტანკი გაანადგურეს. ეკიპაჟი დაიღუპა, მანქანა დაიწვა. ველოდებით, როდის დაუმთავრდებათ იარაღი“.მებრძოლების თქმით, აზოველები ახლა მეტად ეკონომიურად იბრძვიან – თვე-ნახევარში მათი მარაგები საგრძნობლად შემცირდა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ბევრი დაცარიელებული საცავია. ბრძოლებისთვის აქ დიდხანს და საფუძვლიანად ემზადებოდნენ.„გადავკეტეთ იარაღის შემოსატანი ყველა გზა: ხმელეთზე, წყალსა და ცაში, – განაგრძობს ჯარისკაცი. – ბოლო მცდელობა ერთი კვირის წინ იყო. ჩამოვაგდეთ ვერტმფრენი, რომელიც ზაპოროჟიეს მხრიდან მოფრინდა ბატალიონის ხელმძღვანელობის წასაყვანად. ტყვედ ჩავარდნილმა ეკიპაჟმა გვაცნობა, რომ ევაკუაციამდე მოასწრეს ნავსადგურში ვაზნებით, ყუმბარებითა და ნაღმებით დატვირთული ყუთების შეტანა“.პორტზე შეტევა სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს დაიწყო.ქუჩებში შოკისმომგვრელი სურათია – მშვიდობიანი მოქალაქის ნაღმისგან დაფლეთილი სხეული. „ერთი ნაღმი ჩვენთანაც მოფრინდა. – ამბობს ჯარისკაცი. – გაგვიმართლა, რომ არ აფეთქდა. დილით ხუთსართულიანი სახლიდან სნაიპერი გვესროდა. რუსმა სამხედროებმა მისი ლიკვიდაცია შეძლეს“.დაინახა, როგორ გადაიცვეს სამოქალაქო პირების ტანსაცმელი ნავსადგურისკენ მიმავალმა ნაციონალისტებმა და სცადეს დევნილების ნაკადს შერეოდნენ.„მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - სახლში დავბრუნდე მშობლებთან და მეუღლესთან. – ამბობს იგი. – არ ვარ დარწმუნებული, რომ სრულად შევძლებ მდგომარეობიდან გამოსვლას. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო“.ნავსადგურისკენ ნაციონალისტები ერთბაშად რამდენიმე მიმართულებიდან მოიმწყვდიეს. ქუჩის ბრძოლებში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი მეომრები, ისე თებერვალში მობილიზებულები.ახალწვეულებს შორის აღმოჩნდნენ დონეცკის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები, ასევე ადგილობრივი ფილარმონიის მუსიკოსები.ახლა ისინი აკონტროლებენ კერძო სექტორს ნავსადგურთან, სადაც ჯერ კიდევ არ არის სიმშვიდე.ესმით, რომ ყოველდღე შეიძლება ტყვია ან ნაღმის ნამსხვრევი მოხვდეთ, უყურებენ დახოცილებს და დაჭრილებს, მაგრამ მაინც თავიანთ საქმეს აკეთებენ.მაგრამ ომი - ომია. მსხვერპლი გარდაუვალია.სამხედროების თქმით, პორტში აზოველების დაქსაქსული დანაყოფები გამაგრდნენ.დონეცკის ჯარის მეთაურობის მონაცემებით, მარიუპოლი პრაქტიკულად სრულადაა დაცული, თუმცა ზოგიერთ რაიონში, ძირითადად, სამრეწველო ზონაში იმალება სამი-ოთხი ათასი უკრაინელი მებრძოლი. რამდენი დრო და ძალა დასჭირდება მათ იძულებას, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ, ამის თქმა ოფიცრებისთვის ჯერ რთულია.რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
https://sputnik-georgia.com/20220413/gadamwyveti-brzola-donbasistvis-265946808.html
https://sputnik-georgia.com/20220412/evropa-omsi-midis-265935505.html
https://sputnik-georgia.com/20220412/reuters-putinma-dasavleti-gaafrtxila-rom-rusetis-izolireba-seuzlebelia-265923211.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265955700_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_5f7c05101c251d17757810e4c61be369.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიმოხილვები
დონეცკის ჯარმა ალყაში მოაქცია მარიუპოლის პორტი, სადაც „აზოვის“ ბატალიონის გადარჩენილი დანაყოფები აფარებენ თავს. ნაციონალისტების ლიდერები ცდილობენ საჰაერო გზით გაქცევას, მათი ქვეშევრდომები – სახმელეთოთი.
ნავსადგურში იმალებიან მსროლელები, ტანკისტები. Т-72 გამოდის ბეტონის ბლოკიდან, სამჯერ ისვრის და კვლავ იმალება. საპასუხოდ მისკენ მიფრინავს ნაღმები, მაგრამ სამიზნემდე ვერ აღწევს.
„მართალია, სიტუაციას სრულად ვაკონტროლებთ, მოწინააღმდეგე ჯერ კიდევ ძლიერია – ამბობს დონეცკის სპეცდანიშნულების ბრიგადის მსროლელი. – რამდენიმე საათის წინ ჩვენი ტანკი გაანადგურეს. ეკიპაჟი დაიღუპა, მანქანა დაიწვა. ველოდებით, როდის დაუმთავრდებათ იარაღი“.
მებრძოლების თქმით, აზოველები ახლა მეტად ეკონომიურად იბრძვიან – თვე-ნახევარში მათი მარაგები საგრძნობლად შემცირდა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე ბევრი დაცარიელებული საცავია. ბრძოლებისთვის აქ დიდხანს და საფუძვლიანად ემზადებოდნენ.
„გადავკეტეთ იარაღის შემოსატანი ყველა გზა: ხმელეთზე, წყალსა და ცაში, – განაგრძობს ჯარისკაცი. – ბოლო მცდელობა ერთი კვირის წინ იყო. ჩამოვაგდეთ ვერტმფრენი, რომელიც ზაპოროჟიეს მხრიდან მოფრინდა ბატალიონის ხელმძღვანელობის წასაყვანად. ტყვედ ჩავარდნილმა ეკიპაჟმა გვაცნობა, რომ ევაკუაციამდე მოასწრეს ნავსადგურში ვაზნებით, ყუმბარებითა და ნაღმებით დატვირთული ყუთების შეტანა“.
პორტზე შეტევა სამხედრო ოპერაციის პირველივე დღეს დაიწყო.
ქუჩებში შოკისმომგვრელი სურათია – მშვიდობიანი მოქალაქის ნაღმისგან დაფლეთილი სხეული. „ერთი ნაღმი ჩვენთანაც მოფრინდა. – ამბობს ჯარისკაცი. – გაგვიმართლა, რომ არ აფეთქდა. დილით ხუთსართულიანი სახლიდან სნაიპერი გვესროდა. რუსმა სამხედროებმა მისი ლიკვიდაცია შეძლეს“.
დაინახა, როგორ გადაიცვეს სამოქალაქო პირების ტანსაცმელი ნავსადგურისკენ მიმავალმა ნაციონალისტებმა და სცადეს დევნილების ნაკადს შერეოდნენ.
„მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - სახლში დავბრუნდე მშობლებთან და მეუღლესთან. – ამბობს იგი. – არ ვარ დარწმუნებული, რომ სრულად შევძლებ მდგომარეობიდან გამოსვლას. ნამდვილი ჯოჯოხეთი იყო“.
ნავსადგურისკენ ნაციონალისტები ერთბაშად რამდენიმე მიმართულებიდან მოიმწყვდიეს. ქუჩის ბრძოლებში მონაწილეობდნენ როგორც პროფესიონალი მეომრები, ისე თებერვალში მობილიზებულები.
ახალწვეულებს შორის აღმოჩნდნენ დონეცკის ოპერისა და ბალეტის თეატრის მსახიობები, ასევე ადგილობრივი ფილარმონიის მუსიკოსები.
ახლა ისინი აკონტროლებენ კერძო სექტორს ნავსადგურთან, სადაც ჯერ კიდევ არ არის სიმშვიდე.
ესმით, რომ ყოველდღე შეიძლება ტყვია ან ნაღმის ნამსხვრევი მოხვდეთ, უყურებენ დახოცილებს და დაჭრილებს, მაგრამ მაინც თავიანთ საქმეს აკეთებენ.
მაგრამ ომი - ომია. მსხვერპლი გარდაუვალია.
სამხედროების თქმით, პორტში აზოველების დაქსაქსული დანაყოფები გამაგრდნენ.
დონეცკის ჯარის მეთაურობის მონაცემებით, მარიუპოლი პრაქტიკულად სრულადაა დაცული, თუმცა ზოგიერთ რაიონში, ძირითადად, სამრეწველო ზონაში იმალება სამი-ოთხი ათასი უკრაინელი მებრძოლი. რამდენი დრო და ძალა დასჭირდება მათ იძულებას, დაყარონ იარაღი და ჩაბარდნენ, ამის თქმა ოფიცრებისთვის ჯერ რთულია.
რედაქცია შესაძლოა არ იზიარებდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე