გადამწყვეტი ბრძოლა დონბასისთვის

© photo: Sputnik / Konstantin Mixalchevskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2022
გამოწერა
დონბასში რუსული საჯარისო დაჯგუფების მასშტაბური ბრძოლის მიზანი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანი შენაერთებისა და ნაწილების ლიკვიდაცია, კიევის რეჟიმის „გამარჯვების“ ვირტუალური რეალობის დამსხვრევა, დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის შემდგომი დინამიკის, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების ვადების განსაზღვრაა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 12 აპრილს დაადასტურა, რომ სპეცოპერაცია უკრაინაში „სწორი ნაბიჯია, სხვა არჩევანი არ არსებობდა, მიზნები მიღწეული იქნება“. და ხაზი გაუსვა: „დაიწყეს უკრაინის ანტირუსულ პლაცდარმად გადაქცევა, უკვე დიდი ხნის წინ იქ არსებული ნაციონალიზმისა და ნეონაციზმის ყლორტების გახარება“.
მოსკოვთან შეტაკება გარდაუვალი იყო. რუსეთის ამოცანაა - ყველა დასახული მიზნის მიღწევა მინიმალური დანაკარგით. ამიტომ რუსეთის შეიარაღებული ძალები იმოქმედებენ „რიტმულად, მშვიდად, გეგმის მიხედვით, რომელიც თავიდანვე იქნა შემოთავაზებული გენერალური შტაბის მიერ“.
სტრატეგიისა და ტაქტიკის კანონებით, თავდამსხმელებს სჭირდებათ მნიშვნელოვანი რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობა. ბრძოლა გაიმართება 200 კილომეტრისა და დაახლოებით ასეთივე მანძილის სიღრმის ფრონტზე. ორივე მხრიდან მონაწილეობას მიიღებს არანაკლებ 250 ათასი ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკის მრავალი ათასი ერთეული.
რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინის ჯარს. ბრძოლის დროს ძირითადად განსაზღვრავს უკრაინელი სამხედროების მზადყოფნა, დაიხოცონ აშშ-ის ინტერესებისთვის და ნაციზმის „იდეალებისთვის“. ჩვეულებრივი შეტაკებებისას 11 აპრილს უკრაინის ჯარის დანაკარგმა შეადგინა 1186 მოკლული, 12 აპრილს - 1144 მოკლული, დაჭრილი და დატყვევებული ჯარისკაცი.
დონბასისთვის ბრძოლა ალბათ განსხვავებული ტემპით წარიმართება, რუსეთის მხრიდან საავიაციო საშუალებების, მაღალი სიზუსტის რაკეტების გამოყენებით.
უკრაინისთვის წარმატებად ჩაითვლება დონბასში დაკავებული საზღვრების შენარჩუნებაც კი. რუსეთს გამარჯვებისთვის წინსვლა სჭირდება.
მოლაპარაკებები და რეზერვები არ იქნება
რუსეთის მიზანი მთელი უკრაინის განადგურება არ არის. რუსეთის შეიარაღებული ძალები მეთოდურად ანადგურებენ სამხედრო ინფრასტრუქტურას, ჯავშანტექნიკას, საბრძოლო მასალის საწყობებს... შეზღუდული რაოდენობით რუსული ჯარები აქტიურად მანევრირებენ და ბატონობენ ცაში, შეუძლიათ ნებისმიერი სამხედრო ობიექტის ნეიტრალიზება.
აღსანიშნავია, რომ უკრაინულ ჯარში 24 თებერვალს 250 ათასი სამხედრო მოსამსახურე იყო, შემდეგ კი მათი რიგები მოხალისეების აქტივობისა და მასობრივი მობილიზაციის ხარჯზე შეივსო.
კიევი უკრაინის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობის 500-600 ათასამდე გაზრდის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებს იხილავს. წინასწარი შედეგი შთამბეჭდავია - სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 12 აპრილის დილის მონაცემებით, განადგურებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების: 130 თვითმფრინავი, 99 ვერტმფრენი, 443 უპილოტო აპარატი, 2139 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა, 1158 საარტილერიო იარაღი, 244 სარაკეტო-საზენიტო კომპლექსი. ერთ თვეში უკრაინამ 14 ათასი სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.
დასავლეთში ეჭვი აღარავის ეპარება, რომ რუსეთს ჭურვები და რაკეტები უახლოეს წლებში არ ამოეწურება. პენტაგონი დაჟინებით ურჩევს უკრაინის გენშტაბს, გადაიყვანოს ჯარი აღმოსავლეთიდან „მეორე თავდაცვით რედუტზე“, რათა გამოიყენოს ციხე-სიმაგრეებად დიდი ქალაქები - პოლტავა, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაჯერებულად აცხადებს, რომ მზადაა დონბასში მასშტაბური საბრძოლო მოქმედებისთვის.
რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკება შეჩერებულია, რადგან კიევი აპირებს მოლაპარაკებებისთვის თავისი პოზიციის გამყარებას „მსხვილი გამარჯვებებით“.
მაგრამ მოსკოვმა არაერთხელ გააფრთხილა, რომ მშვიდობიანი შეთანხმება დაიდება მისი პირობებით, უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიღწევის, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების, სხვა პრინციპული დებულებების შესრულების პირობით. რაც უფრო მალე დაუბრუნდება კიევი მკაცრ რეალობას, მით ნაკლები უკრაინელი დაიღუპება ბრძოლის ველზე ამერიკული ინტერესებისა და ფაშისტური იდეისთვის „უკრაინა ყველაფერზე მაღლა დგას“.
რუსეთისა და რუსების განადგურება - კიევის სახელმწიფო პროგრამაა, მისი აწმყო და მომავალია. ამიტომ მოსკოვი ბოლომდე იბრძოლებს. ნებისმიერ შემთხვევაში, დაზარალდებიან უკრაინელები. და ეს დენაციფიკაციის მხოლოდ დასაწყისია.
რედაქცია შესაძლოა კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0