https://sputnik-georgia.com/20220412/reuters-putinma-dasavleti-gaafrtxila-rom-rusetis-izolireba-seuzlebelia-265923211.html
Reuters: პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ რუსეთის იზოლირება შეუძლებელია
Reuters: პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ რუსეთის იზოლირება შეუძლებელია
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მოსკოვის იზოლაციის მცდელობები წარუმატებელი იქნება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც საბჭოთა კოსმოსური... 12.04.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-04-12T15:07+0400
2022-04-12T15:07+0400
2023-07-20T15:54+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264971045_0:119:3221:1931_1920x0_80_0_0_eb159d5f55464ea9307c007c26e02bba.jpg
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მოსკოვის იზოლაციის მცდელობები წარუმატებელი იქნება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც საბჭოთა კოსმოსური პროგრამის წარმატება იმის მტკიცებულებად მოიყვანა, რომ რუსეთს შთამბეჭდავი წარმატებების მიღწევა რთულ პირობებშიც შეუძლია, წერს Reuters-ი.ვლადიმირ პუტინი შორეულ აღმოსავლეთში იმყოფება, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“, სადაც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.რუსეთის ლიდერის განცხადებით, მისი ქვეყანა აღარასოდეს იქნება დამოკიდებული დასავლეთზე მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დამღუპველი სანქციები დაუწესეს რუსეთს პუტინის დასასჯელად იმის გამო, რომ მან 24 თებერვალს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.როგორც რუსეთის ლიდერმა განაცხადა, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ აუცილებელია, რადგან შეერთებულმა შტატებმა უკრაინა რუსეთის მიმართ მუქარისთვის გამოიყენა, მათ შორის, ნატოს მეშვეობით, და რომ მოსკოვმა უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა დევნისგან უნდა დაიცვას.პუტინის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი თავის ყველა მიზანს მიაღწევს უკრაინაში და მოსკოვის მიზნებს „აბსოლუტურად ნათელი და კეთილშობილური“ უწოდა. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთს „არჩევანი არ ჰქონდა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“.როგორც მანამდე რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო დასავლეთმა და მსოფლიოს ბევრმა სხვა ქვეყანამ რუსეთს სასტიკი სანქციები დაუწესეს, ქვეყნის ეკონომიკა 10%-ზე მეტით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.
https://sputnik-georgia.com/20220412/nokia-rusetis-bazridan-gadis-265914210.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/04/264971045_490:0:3221:2048_1920x0_80_0_0_2a7587c677975e514181d2de52938cbc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 12 აპრილი — Sputnik. მოსკოვის იზოლაციის მცდელობები წარუმატებელი იქნება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელმაც საბჭოთა კოსმოსური პროგრამის წარმატება იმის მტკიცებულებად მოიყვანა, რომ რუსეთს შთამბეჭდავი წარმატებების მიღწევა რთულ პირობებშიც შეუძლია, წერს
Reuters-ი. ვლადიმირ პუტინი შორეულ აღმოსავლეთში იმყოფება, კოსმოდრომ „ვოსტოჩნიზე“, სადაც ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
რუსეთის ლიდერის განცხადებით, მისი ქვეყანა აღარასოდეს იქნება დამოკიდებული დასავლეთზე მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დამღუპველი სანქციები დაუწესეს რუსეთს პუტინის დასასჯელად იმის გამო, რომ მან 24 თებერვალს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.
„ჩვენ არ ვაპირებთ იზოლირებას. თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია ვინმეს ხისტად იზოლირება, განსაკუთრებით ისეთი უზარმაზარი ქვეყნისა, როგორიც რუსეთია“, — აღნიშნა პუტინმა.
როგორც რუსეთის ლიდერმა განაცხადა, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ აუცილებელია, რადგან შეერთებულმა შტატებმა უკრაინა რუსეთის მიმართ მუქარისთვის გამოიყენა, მათ შორის, ნატოს მეშვეობით, და რომ მოსკოვმა უკრაინის რუსულენოვანი მოსახლეობა დევნისგან უნდა დაიცვას.
პუტინის თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ რუსეთი თავის ყველა მიზანს მიაღწევს უკრაინაში და მოსკოვის მიზნებს „აბსოლუტურად ნათელი და კეთილშობილური“ უწოდა. ამასთან აღნიშნა, რომ რუსეთს „არჩევანი არ ჰქონდა და ეს სწორი გადაწყვეტილება იყო“.
როგორც მანამდე რუსეთის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა, მას შემდეგ, რაც უკრაინაში წამოწყებული „სამხედრო სპეცოპერაციის“ გამო დასავლეთმა და მსოფლიოს ბევრმა სხვა ქვეყანამ რუსეთს სასტიკი სანქციები დაუწესეს, ქვეყნის ეკონომიკა 10%-ზე მეტით შემცირდა, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.