https://sputnik-georgia.com/20220602/turq-biznesmen-galif-ozturqs-patimroba-seefarda-267086007.html
ბათუმის სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პატიმრობა შეუფარდა
Sputnik საქართველო
გალიფ ოზთურქის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ, თურქი ბიზნესმენი ერთ მილიონიან გირაოზე და ელექტრონულ სამაჯურზეც იყო თანახმა
2022-06-02T20:25+0400
2022-06-02T20:25+0400
2022-06-02T23:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
აჭარა
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_b0bc7bf12811bad4ee6296226c86f763.jpg
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 31 მაისს დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიც ამოიღო.მოსამართლე კოტე ჭილაიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ დავით ჭარბაძის განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების პარალელურად ფინანსური პოლიცია გამოძიებას რამდენიმე – საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების, გადასახადებისთვის თავის არიდების და სხვა მიმართულებებით აწარმოებს.რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ ბიზნესმენის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.თავად ბიზნესმენი მის დაკავებას გაუგებრობას უწოდებს. ის გირაოს პარალელურად ელექტრონულ სამაჯურზეც იყო თანახმა.საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს ჩაინიშნა.ბიზნესმენის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.ოზთურქს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.წყარო - „პირველი არხი“.
საქართველო
აჭარა
ბათუმი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23520/72/235207218_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_e21079c2ee4afd445ad81970b1c6ba61.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი სასამართლო ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობა
ბათუმი სასამართლო ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი პატიმრობა
ბათუმის სასამართლომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პატიმრობა შეუფარდა
20:25 02.06.2022 (განახლებულია: 23:50 02.06.2022) გალიფ ოზთურქის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ. თურქი ბიზნესმენი ერთმილიონიან გირაოზე და ელექტრონულ სამაჯურზეც იყო თანახმა.
თბილისი, 2 ივნისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ თურქ ბიზნესმენს გალიფ ოზთურქს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, იუწყება „პირველი არხი“.
გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შედეგად ბათუმში, სასტუმრო „ეიფორიაში" 31 მაისს დააკავეს. მისი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკიც ამოიღო.
მოსამართლე კოტე ჭილაიამ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროკურორ დავით ჭარბაძის განცხადებით, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალდების პარალელურად ფინანსური პოლიცია გამოძიებას რამდენიმე – საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბების, გადასახადებისთვის თავის არიდების და სხვა მიმართულებებით აწარმოებს.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ ბიზნესმენის გათავისუფლებას ითხოვდნენ. ისინი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ და აცხადებენ, რომ პროკურატურას უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.
თავად ბიზნესმენი მის დაკავებას გაუგებრობას უწოდებს. ის გირაოს პარალელურად ელექტრონულ სამაჯურზეც იყო თანახმა.
„შემიძლია გირაოს სახით რამდენიმე მილიონის ქონება შემოგთავაზოთ, მათ შორის, ერთი მილიონი ლარი. თუ სასამართლოს სურვილი აქვს, შეუძლია გაზარდოს გირაოს ოდენობა. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ, ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ ვიქნები. მიყვარს საქართველო, დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მთელი რესურსი აქ მაქვს ჩადებული და წასვლას არსად ვაპირებ“, – განაცხადა გალიფ ოზთურქმა სასამართლო პროცესზე.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 ივლისს ჩაინიშნა.
ბიზნესმენის საცხოვრებელში სამართალდამცველებმა ჩხრეკა დაიწყეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტების დადგენის მიზნით, თუმცა ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით ფულად თანხასთან ერთად განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინი აღმოაჩინეს.
ოზთურქს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის საკუთრებაშია „მეტრო ჰოლდინგი”, რომელიც ბათუმში უმსხვილეს ტურისტულ ობიექტებს ფლობს. მათ შორისაა 455-ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია”, ასევე „ინტურისტი”, „მეტრო სკაი ტაუერი” და „ბიზნეს ლეჯენდი”, აგრეთვე ბათუმის უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი „მეტრო სითი”.