პოლონეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს

© Wines of Georgia ქართული ღვინის გამოფენა პოლონეთში
ქართული ღვინის გამოფენა პოლონეთში - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს და ის ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულშია.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Peope PR-ის ორგანიზებით ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
დეგუსტაცია-სემინარს, რომელსაც ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა, ადგილობრივი მედიის, კომერციული სექტორისა და პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, გასცნობოდნენ ქართული სუფრის კულტურასა და ტრადიციებს. ღონისძიებაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის ღვინოები და ქართული სამზარეულო იყო წარმოდგენილი.
ქართული ღვინის წარდგენა პოლონელი სომელიეების, ღვინის დისტრიბუტორებისა და ცნობილი რესტორნების წარმომადგენლების მიმდინარე წლის მაისშიც გაიმართა.
სტოკჰოლმში ქართული ღვინო დააგემოვნეს>>
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი.
2021 წელს პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, 2020 წელთან შედარებით ზრდამ 34%-ს მიაღწია. ექსპორტი მზარდია მიმდინარე წელსაც: იანვარი–აპრილში უკვე ექსპორტირებულია 2,4 მლნ ბოთლი, ზრდა 30%-ს აღწევს.
ყველა ახალი ამბავი
0