სტოკჰოლმში ქართული ღვინო დააგემოვნეს

© photo: Sputnik / Alexey Mal'gavkoღვინის ბოკალი
ღვინის ბოკალი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2022
გამოწერა
ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი გოგა თევზაძე უძღვებოდა.
თბილისი, 24 მაისი — Sputnik. სკანდინავიის ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით შვედეთის სამეფოში ქართული ღვინის მასტერ-კლასი და პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.
ღონისძიება სტოკჰოლმის სომელიეთა სკოლა The Wine Hub-ში შვედეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ადგილობრივი სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და მედიის წარმომადგენლები.
შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ დავით ტყემალაძემ და სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველმა გოგა თევზაძემ შეხვედრები გამართეს ალკოჰოლის რეალიზაციის სახელმწიფო მონოპოლიური კომპანია Systembolaget-ისა და მარკეტინგული კომპანია Wine publishing AB-ს წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს შვედეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და პოტენციური მარკეტინგული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები.
ყველა ახალი ამბავი
0