პოლონეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს

© photo: Sputnik / Vladimir Ostapkovich / გადასვლა მედიაბანკშიყურძნის მტევანი და ღვინის ბოკალი
ყურძნის მტევანი და ღვინის ბოკალი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2022
გამოწერა
ღონისძიებაზე მყოფ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის კულტურას, ისტორიასა და თანამედროვე ინდუსტრიას.
თბილისი, 27 მაისი – Sputnik. პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ღონისძიებაზე, რომელიც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანია Peope PR-ის ორგანიზებით გაიმართა, ქართული ღვინის მწარმოებელი 12 კომპანია იყო წარმოდგენილი.
დეგუსტაციას ცნობილი ღვინის ექსპერტი, სომელიე და ღვინის სკოლის დამფუძნებელი სიმონ მილონასი (Szymon Milonas) უძღვებოდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ პოლონელი სომელიეები, ღვინით ვაჭრობის სფეროსა და ცნობილი რესტორნების წარმომადგენლები.
ქართული ღვინოების დეგუსტაციასთან ერთად, სიმონ მილონასის პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის, ვაზის ჯიშების სტუმრებისთვის გაცნობას ითვალისწინებდა.
პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. 2021 წელს პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 7 მილიონ ბოთლს გადააჭარბა, 2020 წელთან შედარებით ზრდამ 34%-ს მიაღწია. ექსპორტი მიმდინარე წელსაც მზარდია – ზრდა 30%-ს აღწევს. იანვარი–აპრილის პერიოდში პოლონეთში უკვე 2,4 მლნ ბოთლი ღვინო გავიდა.
ყველა ახალი ამბავი
0