გაიზარდა სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების დახმარება

© photo: Sputnik / Stringerქალი ბავშვებთან ერთად
ქალი ბავშვებთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 01.06.2022
გამოწერა
ერთ წელიწადში ბავშვების დახმარება უკვე მეორედ გაიზარდა – 1 იანვრიდან ერთ ბავშვზე 100 ლარი გაიცემოდა მანამდე არსებული 50 ლარის ნაცვლად.
თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. სოციალურად დაუცველი ოჯახების 16 წლამდე ბავშვების დახმარება 1 ივნისიდან 100-დან 150 ლარამდე გაიზარდა (ერთ ბავშვზე), ნათქვამია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, გაზრდილ თანხას მიიღებენ ოჯახები, რომელთა მდგომარეობა კეთილდღეობის სკალით 120 ათას ქულამდე ფასდება.
ბავშვების დახმარება მიმდინარე წელს უკვე მეორედ გაიზარდა. 1 იანვრიდან ერთ ბავშვზე 100 ლარი გაიცემოდა მანამდე არსებული 50 ლარის ნაცვლად.
სოცაგენტები სოციალურად დაუცველ ოჯახებში ბავშვების მდგომარეობას შეისწავლიან>>
საქართველოში, 2021 წლის აპრილის მონაცემებით, სოციალურად დაუცველი 656.591 პირი ირიცხებოდა, აქედან 241.946 ბავშვი და მათგან 63.370 – 7 წელს ქვემოთ.
ყველა ახალი ამბავი
0