„პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი“: მთავრობის მეთაური პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავს

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის დღე
პოლიციის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა და ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
დღეს, 31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.
მთავრობის მეთაურმა პოლიციელის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული და ის თანაბრად იცავს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს.

„ჩემო ძვირფასო პოლიციელებო, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები ვამაყობთ ქართული პოლიციით. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი და შეურაცხმყოფელი გამოთქმები, რასაც ოპონენტები ხშირად იმეორებენ.
„პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი. რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას, თქვენს პროფესიას. თითოეული ასეთი ქმედება იქნება დასჯილი და ჩვენ არცერთ კომპრომისს არ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პოლიციელებს პროფესიული დღე ქვეყნის პირველმა პირებმა, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმაც მიულოცეს.
პოლიციის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
პოლიციელებს პროფესიულ დღეს ულოცავენ
პოლიციის დღე ქვეყანაში 2010 წელს დაწესდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულებით. იმ პერიოდში დღესასწაული ყოველწლიურად აღინიშნებოდა 6 მაისს – გიორგობაზე, რაც არაერთგვაროვან რეაქციას იწვევდა საზოგადოებაში.
მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გახდა, პოლიციის დღედ ჯერ 30 მაისი გამოცხადდა, შემდეგ – 2 ივნისი.
ბოლო წლებში კი პოლიციის დღე საქართველოში 31 მაისს აღინიშნება.
ყველა ახალი ამბავი
0