იერუსალიმის პატრიარქმა პრემიერი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენით დააჯილდოვა

© photo: Sputnik / Kristina Afanasyeva / გადასვლა მედიაბანკშიმაცხოვრის ტაძარი იერუსალიმში
მაცხოვრის ტაძარი იერუსალიმში - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში იმყოფებოდა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს მესამემ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში იმყოფებოდა.
დაჯილდოების ცერემონიაზე წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა.
„ვანიჭებ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენს და ჩვენი მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებულ ჯვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის საძმოს მეგობარსა და ქრისტეს აღდგომის ტაძრის მცველს“, – აღნიშნულია დოკუმენტში.
როგორც იერუსალიმის პატრიარქმა აღნიშნა, მისთვის სასიხარულოა მართლმადიდებელი ქვეყნის ლიდერის სტუმრობა იერუსალიმში.
„სიამოვნებას გვანიჭებს ის ფაქტი, რომ იესო ქრისტეს საფლავზე დასვენებულ წმინდა ჯვარს გადმოგცემთ, რათა მუდამ დაცული იყოთ და ამ მხსნელი, მართალი და სწორუპოვარი ჯვრით იყოთ მუდამ შთაგონებული“, – აღნიშნა პატრიარქმა.
შეხვედრები და მოლაპარაკებები - პრემიერის ისრაელში ვიზიტის დეტალები>>
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პატრიარქ თეოფილოს III-ს მადლობა გადაუხადა ჯილდოსთვის და მისი პერსონალური წვლილისთვის მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოსთვის მიწის ნაკვეთის გადაცემის საქმეში, სადაც ქართული კულტურის ცენტრი აშენდება.
იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაური და დელეგაციის წევრები დალოცა და მათ წარმატებები უსურვა.
ყველა ახალი ამბავი
0