https://sputnik-georgia.com/20220530/sexverdebi-da-molaparakebebi-premieris-israelsi-vizitis-detalebi-266996384.html
შეხვედრები და მოლაპარაკებები - პრემიერის ისრაელში ვიზიტის დეტალები
შეხვედრები და მოლაპარაკებები - პრემიერის ისრაელში ვიზიტის დეტალები
Sputnik საქართველო
2022 წელს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება
2022-05-30T20:37+0400
2022-05-30T20:37+0400
2022-05-30T23:36+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ისრაელი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266994400_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_c7edd30cf4d59564e55f4353d6af3762.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში შეხვედრებს აგრძელებს.საქართველოს მთავრობის მეთაური ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა ღარიბაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან გამართა.ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის შეხვდა.საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.ხაზი გაესვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს შეხვდა.ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა >>მთავრობის მეთაურმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად გვირგვინით შეამკო დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1e/266994400_102:0:1239:853_1920x0_80_0_0_c9f085d7c43f9694875d1c15c5e9fda3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შეხვედრები მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელი ვიზიტი დეტალები
შეხვედრები მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელი ვიზიტი დეტალები
შეხვედრები და მოლაპარაკებები - პრემიერის ისრაელში ვიზიტის დეტალები
20:37 30.05.2022 (განახლებულია: 23:36 30.05.2022) 2022 წლის 1 ივნისს საქართველო-ისრაელის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი სრულდება.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელში შეხვედრებს აგრძელებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ისრაელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პირველი შეხვედრა ღარიბაშვილმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან გამართა.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარეს მიკი ლევის შეხვდა.
საუბრის ძირითადი თემები იყო ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებული პოზიტიური დინამიკა და წარმატებული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.
ხაზი გაესვა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, ასევე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს.
„აღინიშნა, რომ ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საფუძველია დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილე, რომელიც 1 ივნისს აღინიშნება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრს იაირ ლაპიდს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა საქართველოს დელეგაციასთან ერთად გვირგვინით შეამკო დაღუპულ ჯარისკაცთა მემორიალი, პატივი მიაგო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას და საპატიო სტუმართა წიგნში სამახსოვრო ჩანაწერი გააკეთა.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.