https://sputnik-georgia.com/20220530/raribasvili-israelis-premiers-sexvda-266978853.html
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III. 30.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-30T13:28+0400
2022-05-30T13:28+0400
2022-05-30T19:08+0400
საქართველო
ისრაელი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266907372_0:132:1280:853_1920x0_80_0_0_f6dc197ac11c91ed4ebfb77d2de9bce3.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით ისრაელს დღეს ეწვია.ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთს დიდად აფასებს. მან მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს ვიზიტისთვის.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა იძლევა შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის კუთხით.შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე.საქართველოსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ. როგორც მან აღნიშნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ასევე არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია.გარდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა, ღარიბაშვილს ისრაელში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები ისრაელის ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან, აგრეთვე პატრიარქ თეოფილე III-თან.ასევე პრემიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს, ეწვევა ჯვრის მონასტერს. ვიზიტის დროს აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელს ეწვევა>>საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
საქართველო
ისრაელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1a/266907372_316:155:1246:853_1920x0_80_0_0_c4e445bdc2abaf11d856058612588491.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ისრაელი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, ისრაელი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს შეხვდა
13:28 30.05.2022 (განახლებულია: 19:08 30.05.2022) საქართველოს მთავრობის მეთაურს საპატრიარქოში უმასპინძლებს იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს III.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ისრაელის სახელმწიფოში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტთან შეხვედრით დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს მთავრობის მეთაური ოფიციალური ვიზიტით ისრაელს დღეს ეწვია.
ირაკლი ღარიბაშვილმა და ნაფტალი ბენეტმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის დღის წესრიგის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„პრემიერ-მინისტრო, უპირველეს ყოვლისა, მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. ჩვენ ახლო მეგობრები ვართ და ეს მეგობრობა 26 საუკუნეზე მეტი ხნისაა. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ნაფტალი ბენეტმა აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ერთმანეთს დიდად აფასებს. მან მადლობა გადაუხადა ღარიბაშვილს ვიზიტისთვის.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, 2022 წელი საიუბილეოა ორმხრივ ურთიერთობებში და სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა იძლევა შესაძლებლობებს, კიდევ უფრო განვითარდეს პარტნიორობა არაერთი მიმართულებით, მათ შორის განათლების, ინფრასტრუქტურის, ტურიზმის, ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის კუთხით.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ასევე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზე.
საქართველოსა და ისრაელის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლაშა ჟვანიამ. როგორც მან აღნიშნა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ისრაელში, ასევე არ ყოფილა ასეთი წარმომადგენლობითი სამთავრობო დელეგაცია.
„ამ ხუთი წლის მანძილზე ბევრი საკითხია დაგროვილი, რომელიც ორივე ქვეყნისთვის სასარგებლოა და ამ ვიზიტის შედეგად ველოდებით ძალიან ბევრი საკითხის წინ წაწევას", – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
გარდა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისა, ღარიბაშვილს ისრაელში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი აქვს შეხვედრები ისრაელის ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრთან, ქნესეთის თავმჯდომარესთან, აგრეთვე პატრიარქ თეოფილე III-თან.
ასევე პრემიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალს ქართველი ხალხის სახელით გვირგვინით შეამკობს, ეწვევა ჯვრის მონასტერს. ვიზიტის დროს აქცენტი გაკეთდება იერუსალიმში არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობაზე.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.