თითოეული გმირი პოლიციელი უნდა დაფასდეს - პრემიერი ახალ პროექტებზე

© Sputnik / Alex Shlamovქართული პოლიცია
ქართული პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2022
გამოწერა
ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს და მისი მშენებლობა წელს დაიწყება, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 31 მაისი – Sputnik. ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ პოლიციის 1000-ბინიან ქალაქს თბილისში. ეს იქნება პირველი ეტაპი და, რა თქმა უნდა, ის შემდგომშიც გაგრძელდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
დღეს, 31 მაისს საქართველოში პოლიციის დღე აღინიშნება.
პრემიერმა პოლიციის ქალაქის აშენების გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად დაახლოებით ერთი თვის წინ მიიღო. მისი თქმით, სათანადოდ უნდა დაფასდეს ყველა ის ადამიანი, ვინც ხალხისა და ქვეყნისთვის იბრძვის.

„ჩემი დიდი სურვილია, ახალგაზრდები პროფესიის არჩევისას სიხარულით ეწერებოდნენ პოლიციელთა რიგებში. მინდა მოქმედმა და მომავალმა პოლიციელებმაც იცოდნენ, რომ სახელმწიფო ზრუნავს მათზე და ყოველთვის ეცდება, პოლიციელი ჰყავდეს დაფასებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საპოლიციო ინფრასტრუქტურა საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა თუ რაიონში უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აშენებული. დასახელებული პროექტი კი წელს დაიწყება.
„ქვეყანაში, რომელიც ვითარდება, რომელშიც შენდება ახალ-ახალი საცხოვრებელი უბნები, სადაც ყოველწლიურად იზრდება უცხოელ ტურისტთა ნაკადი, ჩნდება ახალი საპოლიციო შენობების აშენების საჭიროებაც“, – განაცხადა პრემიერმა.
პოლიციის ქალაქი - ჯიქიას ქუჩაზე 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება>>
ახალი საპოლიციო ინფრასტრუქტურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონ ლარს შეადგენს. პრემიერის განმარტებით, აღნიშნული პროექტის გარდა, იგეგმება პოლიციის ყველა შენობის განახლება და რეაბილიტაცია, ასევე განახლდება და ახალი შენობები აშენდება სასაზღვრო პოლიციისთვის. სამშენებლო პროცესი დაახლოებით სამ წელიწადს გაგრძელდება.
ყველა ახალი ამბავი
0