პოლიციის ქალაქი - ჯიქიას ქუჩაზე 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

© photo: Sputnik / Stringerსაცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2022
გამოწერა
საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა წელს დაიწყება. პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. თბილისში გმირი პოლიციელებისთვის 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი – პოლიციის ქალაქი აშენდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით ჯიქიას ქუჩაზე განხორციელდება. საცხოვრებელი კომპლექსი პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზის ტერიტორიაზე განთავსდება.

„ამ პროექტს დავიწყებთ წელს, უკვე მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. ადგილიც შერჩეულია. პროექტი განხორციელდება ჯიქიას ქუჩაზე, სადაც მანამდე განთავსებული იყო პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა, ხოლო იგი გადატანილი იქნება სხვა ადგილზე“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა „პოლიციის ქალაქის“ პროექტი „ჯარის ქალაქის“ პროექტს შეადარა, რომლის მშენებლობაც ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. პრემიერის თქმით, პირობები იქნება იგივე, რაც ჯარისთვის იყო. პოლიციელები 1 კვ.მ ფართობზე 100 დოლარის ეკვივალენტ ლარს გადაიხდიან, დანარჩენ ხარჯებს კი სახელმწიფო დაფარავს.
თბილისში სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება>>
მისი თქმით, აღნიშნულის პროექტის გარდა, იგეგმება პოლიციის ყველა შენობის განახლება და რეაბილიტაცია, ასევე განახლდება და ახალი შენობები აშენდება სასაზღვრო პოლიციისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0