https://sputnik-georgia.com/20210717/TbilisSi-samxedro-qalaqis-mSenebloba-dagegmilze-adre-dasruldeba-252347582.html
თბილისში სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება
თბილისში სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება
Sputnik საქართველო
მისი მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დროისთვის 39 შვიდსართულიანი კორპუსიდან 28 უკვე აშენებულია. 17.07.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-07-17T16:00+0400
2021-07-17T16:00+0400
2021-10-19T18:01+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251836442_0:0:3000:1698_1920x0_80_0_0_2890c4834ba57a6c15044b85366d63c2.jpg
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა უკვე 2022 წლის ზაფხულში დასრულდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.მთავრობის მეთაური შაბათს „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო. მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამჟამად 39 კორპუსიდან აშენებულია 28. მანამდე ცნობილი იყო, რომ პროექტი 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.„ძალიან მაღალი ტემპით მუშაობს სამშენებლო კომპანია და ეს პროექტი „ჯარის ქალაქი“, რომელიც გათვლილია 1 050 სამხედრო მოსამსახურეზე დასრულდება 2022 წლის ზაფხულში. პროექტი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ეს არის პირველი ფაზა, 1.050 სამხედრო მოსამსახურეზე და შემდეგ ხუთი ასეთი პროექტის დაწყება არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე. ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება, ახალი უბანი, ახალი ქალაქი. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.პროექტის თანახმად, მახათას მთაზე 39 შვიდსართულიანი ოფიცერთა კორპუსი აშენდება. ბინებს ჯამში 1092 ოჯახი მიიღებს.სამხედროები „ჯარის ქალაქში“ თეთრი კარკასის მდგომარეობით 50, 80 და 110 კვ. მ საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. საცხოვრებელი ფართობის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენს, მაგრამ სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.საცხოვრებელი კომპლექსი ითვალისწინებს ასევე ბავშვებისთვის გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას.სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო გასულ შემოდგომაზე ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რომელიც იმ დროს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.
https://sputnik-georgia.com/20210711/saqarTveloSi-sameTauro-saStabo-swavleba-basiani-2021-daiwyo-252279185.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1a/251836442_0:0:3000:1886_1920x0_80_0_0_0e1dfe8c3ce6f2350d975a7094f93c0b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
თბილისში სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება
16:00 17.07.2021 (განახლებულია: 18:01 19.10.2021) მისი მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამ დროისთვის 39 შვიდსართულიანი კორპუსიდან 28 უკვე აშენებულია.
თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. მახათას მთაზე სამხედრო ქალაქის მშენებლობა უკვე 2022 წლის ზაფხულში დასრულდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაური შაბათს „ჯარის ქალაქის“ მშენებლობის პროცესს გაეცნო. მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო და ამჟამად 39 კორპუსიდან აშენებულია 28. მანამდე ცნობილი იყო, რომ პროექტი 2022 წლის ბოლოსთვის დასრულდება.
„ძალიან მაღალი ტემპით მუშაობს სამშენებლო კომპანია და ეს პროექტი „ჯარის ქალაქი“, რომელიც გათვლილია 1 050 სამხედრო მოსამსახურეზე დასრულდება 2022 წლის ზაფხულში. პროექტი დავიწყეთ რამდენიმე თვის წინ. ეს არის პირველი ფაზა, 1.050 სამხედრო მოსამსახურეზე და შემდეგ ხუთი ასეთი პროექტის დაწყება არის დაგეგმილი ამ ტერიტორიაზე. ეს იქნება ჩვენი გმირი ჯარისკაცების ახალი დასახლება, ახალი უბანი, ახალი ქალაქი. ჩვენ, მთავრობა ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს სამხედროებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პროექტის თანახმად, მახათას მთაზე 39 შვიდსართულიანი ოფიცერთა კორპუსი აშენდება. ბინებს ჯამში 1092 ოჯახი მიიღებს.
სამხედროები „ჯარის ქალაქში“ თეთრი კარკასის მდგომარეობით 50, 80 და 110 კვ. მ საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ. საცხოვრებელი ფართობის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარს შეადგენს, მაგრამ სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში საშუალოდ 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ.
საცხოვრებელი კომპლექსი ითვალისწინებს ასევე ბავშვებისთვის გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას.
სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით მასშტაბური პროექტის განხორციელება დაიწყო გასულ შემოდგომაზე ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, რომელიც იმ დროს თავდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა.