როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე წლის დასაწყისიდან

© Ministry of Economy and Sustainable Developmentმინისა და პლასტმასის საწარმო
მინისა და პლასტმასის საწარმო - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
იანვარი–აპრილში ძირითადად გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია, ასევე სურსათი გაძვირდა.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2022 წლის აპრილში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15,4%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მასალებში.
ინდექსის ფორმირებაზე ძირითადად გავლენა იქონია ფასების ზრდამ გადამამუშავებელ მრეწველობაში – 20,5%-ით, მათ შორის სურსათზე – 14,6%-ით, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასები 2,1%-ით გაიზარდა.
„საქსტატის" მონაცემებით, 2022 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, ფასები სამრეწველო პროდუქციაზე 0,1%-ით შემცირდა.
ადგილობრივი წარმოება
ფასები შიდა ბაზრისთვის გათვლილ საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე აპრილში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 10,7%-ით გაიზარდა.
ინფლაცია საქართველოში: ექსპერტის პროგნოზი>>
ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში – 23%-ით, გადამამუშავებელ მრეწველობაში – 15,6%-ით, მათ შორის კვების პროდუქტებზე – 19%-ით.
ექსპორტი და იმპორტი
ექსპორტზე გატანილი სამრეწველო პროდუქციის ფასების ინდექსი აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21,5%-ით გაიზარდა.
სამთო-მომპოვებელი მრეწველობის პროდუქციაზე ფასები 6,3%-ით შემცირდა. გადამამუშავებელი მრეწველობის ექსპორტირებულ პროდუქციაზე ფასები გაიზარდა 24,5%-ით, მათ შორის ქიმიურ პროდუქციაზე – 212,3%-ით, ლითონის ნაკეთობაზე – 46,3%-ით.
საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო>>
საქართველოში იმპორტირებულ სამრეწველო პროდუქციაზე ფასები საანგარიშო პერიოდში 7,8%-ით გაიზარდა. ამასთან გადამამუშავებელი მრეწველობის იმპორტირებული პროდუქცია 6,5%-ით გაძვირდა.
სამომხმარებლო ფასები
წლიური ინფლაციის დონემ 2022 წლის აპრილში 12,8% შეადგინა (მიზნობრივი მაჩვენებელია 3%). სურსათზე ფასები წელიწადში 21,3%-ით გაიზარდა. 2022 წლის აპრილში, 2022 წლის მარტთან შედარებით, ინფლაციის დონემ 1,8% შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0