საგარეო სავაჭრო ბრუნვა - ვისთან და რით ვაჭრობს საქართველო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliბათუმის პორტი
ბათუმის პორტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2022
გამოწერა
საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უჭირავს.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის იანვარი–აპრილში 33,4%-ით გაიზარდა გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით და 5,3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში საქართველოდან გავიდა 1,6 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–აპრილის მაჩვენებელზე თითქმის 32,8%-ით მეტია.
აღნიშნულ პერიოდში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 3,7 მლრდ დოლარის პროდუქცია, რაც 2021 წლის იანვარი–აპრილის მაჩვენებელზე თითქმის 33,7%-ით მეტია.
2022 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,1 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 34,5%-ით მეტია.
რით ვაჭრობს საქართველო
საქართველოდან საქონლის ფართო ასორტიმენტი გააქვთ – სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ფეროშენადნობები, მსუბუქი ავტომობილები, ნატურალური ღვინო, ალკოჰოლური სასმელები, მინერალური წყლები, ოქრო, თხილი და სხვ.
2022 წლის იანვარი–აპრილში ყველაზე მეტად გაიზარდა აზოტის სასუქის (251,2%), ფეროშენადნობების (75,3%), ძვირფასი ლითონების მადნებისა და კონცენტრატების (37,7%) ექსპორტი, იუწყება „საქსტატი“.
ამასთან, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დაეცა სპირტიანი სასმელების (34,1%), მინერალური წყლების (8,1%), თხილის (8,1%) და ღვინის (5,8%) ექსპორტი.
ლარის გამყარება გაგრძელდება: ექსპერტის პროგნოზი>>>
საქართველოში შემოდის ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მსუბუქი ავტომობილები, ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, სპილენძის მადნები და კონცენტრატები, სამკურნალო საშუალებები, ხორბალი, ელექტროენერგია, სატელეფონო აპარატები და სხვ.
საანგარიშო პერიოდში გაიზარდა გამომთვლელი მანქანების და მათი ბლოკების (121,6%), შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციებისა და მათი ნაწილების (115,9%) და ნავთობპროდუქტების (70,9%) იმპორტი.
ამასთან, წლის დასაწყისიდან შემცირდა ელექტროენერგიის (5,3%) იმპორტი.
ვისთან ვაჭრობს საქართველო
საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტრნიორებს შორის პირველი ადგილი თურქეთს უკავია. მეზობელ ქვეყანასთან საგარეო ბრუნვამ 2022 წლის პირველ ოთხ თვეში 766,3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 14,6%-ია.
საქართველოს სავაჭრო პარტრნიორების ათეულში არიან ასევე ჩინეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, აშშ, სომხეთი, ბულგარეთი, უკრაინა, გერმანია და იტალია.
ყველა ახალი ამბავი
0