https://sputnik-georgia.com/20220518/laris-gamyareba-gagrzeldeba-eqspertis-prognozi-266742661.html
ლარის გამყარება გაგრძელდება: ექსპერტის პროგნოზი
ლარის გამყარება გაგრძელდება: ექსპერტის პროგნოზი
Sputnik საქართველო
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 1 მარტიდან დაიწყო
2022-05-18T23:10+0400
2022-05-18T23:10+0400
2022-05-18T23:48+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264840879_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_47b12ddb5f0e24fa2ebebed8af6f40f8.jpg
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარებას გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, კურსმა 2,80-2,85 GEL/$1 შეადგინოს. ამის შესახებ „კვირის“ პრეს-კლუბში ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდში გაუფასურება 1 მარტიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს 10 მარტისთვის მიაღწია – 3,4 GEL/$1. ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 39,57 მლნ დოლარი გაყიდა. 10 მარტის შემდეგ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. 19 მაისისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,9442 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.რა მოქმედებს ქართული ვალუტის გამყარებაზეცუცქირიძემ დაასახელა სამი ძირითადი ფაქტორი, რაც ლარის გამყარებაზე მოქმედებს. ეს არის ექსპორტის ზრდა, ტურიზმის აღდგენა და ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა.„ეს არის სამი ძირითადი წყარო, რომელიც სავალუტო კურსზე პოზიტიურად მოქმედებს. უფრო მეტი ვალუტა შემოდის, ვიდრე გადის და, ბუნებრივია, თუ სავალუტო ბალანსი დადებითია, ეს დოლარის მიწოდებას ზრდის, შესაბამისად, ეროვნულ ვალუტას ამყარებს“, – განმარტა ექსპერტმა.ცუცქირიძის თქმით, იანვარი–აპრილში ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, დაახლოებით 33%-მდე. ამასთან, ექსპორტში ყოველწლიურად იზრდება ადგილობრივი ექსპორტის, ანუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი, აღნიშნა ექსპერტმა.„რეექსპორტის გარეშე ექსპორტი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყაროა“, – განაცხადა მან.როგორც ექსპერტმა ასევე აღნიშნა, ექსპორტის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნელ-ნელა სხვა ბაზრებზე გადაწყობას ახერხებს.ცუცქირიძემ მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა ტურიზმს, რომელიც, ბოლო მონაცემებით, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 70-80%-ით აღდგა.ექსპერტის აზრით, მესამე ფაქტორია ფულადი გზავნილების ზრდა.ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–აპრილში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 23,1%-ით გაიზარდა და 853,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.რას აკეთებს ეროვნული ბანკი ლარის გასამყარებლადსავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს რეგულატორმა მხოლოდ ერთი აუქციონი გამართა, რომელზეც 39,57 მლნ დოლარი გაყიდა.დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.წყარო - პრეს-კლუბი „კვირა“
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/1c/264840879_339:0:3000:1996_1920x0_80_0_0_868b36af0a7422b761fc14bb96092e1d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ლარი გამყარება ექსპერტი პროგნოზი გიორგი ცუცქირიძე
ლარი გამყარება ექსპერტი პროგნოზი გიორგი ცუცქირიძე
ლარის გამყარება გაგრძელდება: ექსპერტის პროგნოზი
23:10 18.05.2022 (განახლებულია: 23:48 18.05.2022) საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ბოლო გაუფასურება 1 მარტიდან დაიწყო.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარებას გააგრძელებს და არ არის გამორიცხული, კურსმა 2,80-2,85 GEL/$1 შეადგინოს. ამის შესახებ „კვირის“ პრეს-კლუბში ეკონომიკის ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნულმა ვალუტამ ბოლო პერიოდში გაუფასურება 1 მარტიდან დაიწყო და მაქსიმალურ ნიშნულს 10 მარტისთვის მიაღწია – 3,4 GEL/$1. ლარის კურსის ვარდნის შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 39,57 მლნ დოლარი გაყიდა. 10 მარტის შემდეგ ლარის კურსმა გამყარება დაიწყო. 19 მაისისთვის საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 2,9442 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.
„უახლოეს თვეებში ლარის კურსი 2,90-3,00 GEL/$1 ფარგლებში იქნება, შეიძლება კიდევ უფრო დაიწიოს. არ გამოვრიცხავ, 2,80-2,85-ის ფარგლებშიც იყოს“, – განაცხადა ცუცქირიძემ „კვირის“ პრეს-კლუბის ეთერში.
რა მოქმედებს ქართული ვალუტის გამყარებაზე
ცუცქირიძემ დაასახელა სამი ძირითადი ფაქტორი, რაც ლარის გამყარებაზე მოქმედებს. ეს არის ექსპორტის ზრდა, ტურიზმის აღდგენა და ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა.
„ეს არის სამი ძირითადი წყარო, რომელიც სავალუტო კურსზე პოზიტიურად მოქმედებს. უფრო მეტი ვალუტა შემოდის, ვიდრე გადის და, ბუნებრივია, თუ სავალუტო ბალანსი დადებითია, ეს დოლარის მიწოდებას ზრდის, შესაბამისად, ეროვნულ ვალუტას ამყარებს“, – განმარტა ექსპერტმა.
ცუცქირიძის თქმით, იანვარი–აპრილში ექსპორტის ზრდის მაჩვენებელი ძალიან მაღალია, დაახლოებით 33%-მდე. ამასთან, ექსპორტში ყოველწლიურად იზრდება ადგილობრივი ექსპორტის, ანუ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხვედრითი წილი, აღნიშნა ექსპერტმა.
„რეექსპორტის გარეშე ექსპორტი დაახლოებით 80%-ს შეადგენს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ექსპორტი სავალუტო შემოდინებების ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური წყაროა“, – განაცხადა მან.
როგორც ექსპერტმა ასევე აღნიშნა, ექსპორტის ზრდა მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკა ნელ-ნელა სხვა ბაზრებზე გადაწყობას ახერხებს.
ცუცქირიძემ მნიშვნელოვანი ფაქტორი უწოდა ტურიზმს, რომელიც, ბოლო მონაცემებით, პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 70-80%-ით აღდგა.
ექსპერტის აზრით, მესამე ფაქტორია ფულადი გზავნილების ზრდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2022 წლის იანვარი–აპრილში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 23,1%-ით გაიზარდა და 853,5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რას აკეთებს ეროვნული ბანკი ლარის გასამყარებლად
სავალუტო ბაზრის დასტაბილურების მიზნით 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა 26 აუქციონი გამართა, რა დროსაც ჯამში 873,2 მილიონი დოლარი გაყიდა. 2021 წელს ეროვნულმა ბანკმა ცხრა აუქციონზე 332,9 მილიონი დოლარი გაყიდა. წელს რეგულატორმა მხოლოდ ერთი აუქციონი გამართა, რომელზეც 39,57 მლნ დოლარი გაყიდა.
ლარის გაცვლითი კურსის ანტირეკორდი 2020 წლის 27 მარტს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნული ვალუტა აშშ დოლარის მიმართ 3,4842 GEL/$1 ნიშნულამდე დაეცა.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.