https://sputnik-georgia.com/20220530/msoflio-bankma-saqartvelostvis-ekonomikuri-memorandumi-moamzada-266999179.html
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის ეკონომიკური მემორანდუმი მოამზადა
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის ეკონომიკური მემორანდუმი მოამზადა
Sputnik საქართველო
ქართული მხარისგან წინადადებებისა და მოსაზრებების გაცვლის შემდეგ, დოკუმენტი გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.
2022-05-30T23:43+0400
2022-05-30T23:43+0400
2022-05-31T00:10+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს მთავრობა
მსოფლიო ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23967/47/239674711_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_830a53d80988fe1af7f8f3a9e4bb25a6.jpg
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა მოამზადა ეკონომიკური მემორანდუმი (CEM) სახელწოდებით: „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.მომზადებული დოკუმენტი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა.მემორანდუმში ასახულია საქართველოს მიღწევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მისი მიზანია საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება აღნიშნული მიღწევების შესანარჩუნებლად.მემორანდუმში საუბარია ქვეყნის მიერ რეფორმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სტრუქტურული და სივრცითი ტრანსფორმაცია, პროდუქტიულობის გაზრდა სხვადასხვა სექტორში, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვ.მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი: საქართველოს შეუძლია გაუმკლავდეს კრიზისს >>ქართულ მხარესთან წინადადებებისა და მოსაზრებების გაცვლის შემდეგ დოკუმენტი გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში, ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ითვლება ლიდერ პარტნიორად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-მდე პროექტის დასაფინანსებლად შეღავათიანი კრედიტისა და სესხის სახით 3 მილიარდამდე დოლარი გამოყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23967/47/239674711_220:0:2000:1335_1920x0_80_0_0_e7c2aadade385e954f9a4cc5ac023c8c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო ბანკი საქართველო ეკონომიკური მემორანდუმი
მსოფლიო ბანკი საქართველო ეკონომიკური მემორანდუმი
მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის ეკონომიკური მემორანდუმი მოამზადა
23:43 30.05.2022 (განახლებულია: 00:10 31.05.2022) ქართულ მხარესთან წინადადებებისა და მოსაზრებების გაცვლის შემდეგ დოკუმენტი გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. მსოფლიო ბანკმა მოამზადა ეკონომიკური მემორანდუმი (CEM) სახელწოდებით: „მომავლის პროექცია კონკურენტუნარიანი, ინტეგრირებული და ძლიერი საქართველოსთვის“, იუწყება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
მომზადებული დოკუმენტი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველოს მთავრობის წევრებმა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა.
მემორანდუმში ასახულია საქართველოს მიღწევები ბოლო ათწლეულის განმავლობაში და მისი მიზანია საჭირო სახელმწიფო პოლიტიკის გატარება აღნიშნული მიღწევების შესანარჩუნებლად.
მემორანდუმში საუბარია ქვეყნის მიერ რეფორმების გაძლიერების მნიშვნელობაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: სტრუქტურული და სივრცითი ტრანსფორმაცია, პროდუქტიულობის გაზრდა სხვადასხვა სექტორში, ადამიანური კაპიტალის განვითარება და სხვ.
ქართულ მხარესთან წინადადებებისა და მოსაზრებების გაცვლის შემდეგ დოკუმენტი გასაჯაროვდება და ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის.
მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება საქართველოს პანდემიასთან ბრძოლაში, ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ითვლება ლიდერ პარტნიორად ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროში.
საქართველო მსოფლიო ბანკის წევრი 1992 წლის 7 აგვისტოს გახდა. მას შემდეგ მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში 100-მდე პროექტის დასაფინანსებლად შეღავათიანი კრედიტისა და სესხის სახით 3 მილიარდამდე დოლარი გამოყო.