მთავრობა: საქართველოს მხრიდან ტვირთების გატარებაზე პრობლემები არაა

© photo: Sputnik / Stringerსაკონტროლო–გამშვები პუნქტი „სარფი"
საკონტროლო–გამშვები პუნქტი „სარფი - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2022
გამოწერა
საქართველომ უკვე გამართა მოლაპარაკებები თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ტვირთების გაშვების კოორდინაციისთვის.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველოს მხრიდან ტვირთების გატარების მხრივ პრობლემები არაა, მაგრამ არის დაბრკოლებები მეზობელ ქვეყნებთან საზღვრებზე მიმდინარე სამუშაოების გამო.
იმპორტიორებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ საქართველოს საზღვრებზე ტვირთების შემოტანასთან დაკავშირებით პრობლემა გაჩნდა.
„დაფიქსირებული გარკვეული ხარვეზები საზღვრის მეორე მხარეს მიმდინარე ინფრასტრუქტურულ, ხოლო ლარსის შემთხვევაში სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველომ გამართა მოლაპარაკებები თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან ტვირთების გატარების კოორდინაციისთვის.
საქართველოს საბაჟო-გამშვები პუნქტები მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდნენ>>
მ ეტაპზე მოგვარებულია მალფუჭებადი პროდუქტების გადაზიდვის საკითხები.
საქართველოს საბაჟო–გამშვებმა პუნქტებმა ხუთშაბათს მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადასვლის შესახებ განაცხადეს, რაც საზღვრებზე სატვირთო ავტომობილების დიდ რაოდენობას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0